ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დასრულდა გრან პრის ეტაპი იუნიორ მოციგურავეთა შორის
ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დასრულდა გრან პრის ეტაპი იუნიორ მოციგურავეთა შორის. ვაჟთა ერთეულთა თანრიგში შესანიშნავად იასპარეზა ქართველმა მოციგურავემ, ირაკლი მაისურაძემ.

ასპარეზობის პირველ დღეს, მოკლე პროგრამაში, ირაკლი მაისურაძემ 66,67 ქულა მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში 22 ქვეყნის 24 მოციგურავე მონაწილეობდა. მსოფლიოს ელიტის ყველა წარმომადგენელთან (კანადის გარდა) ბრძოლაში საბოლოოდ მაისურაძე მხოლოდ რუს და ამერიკელ მოციგურავეებს ჩამორჩა.

ქართველმა მოციგურავემ ასევე ბრწყინვალედ იასპარეზა თავისუფალი პროგრამით, სადაც 12 სავალდებულო ელემენტისა და პროგრამის კომპონენტების შეფასებისას 118,59 ქულა დაიმსახურა. შედეგად, მაისურაძემ, საბოლოოდ, მრავალჭიდში 185,26 ქულით მეოთხე ადგილი შეინარჩუნა.

ჩვენმა მოციგურავემ უკან მოიტოვა იაპონელი, კორეელი, ჩინელი, ჩეხი, შვედი და ფრანგი საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები. აღსანიშნავია, რომ ეს შეჯიბრება ახალ სეზონში პირველი ტურნირია ქართველი მოციგურავისთვის.

შეჯიბრებაზე ვაჟთა შორის მოკლე და თავისუფალ პროგრამებს აფასებდა ქართველი მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

შეგახსენებთ, რომ წლეულს გრან პრის ეტაპებზე უფროსთა შორის ერთეულთა თანრიგში მორის ყვითელაშვილი 17-19 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ გრენობლში იასპარეზებს.

1. ალექსეი ეროხოვი (რუს) - 232,79 ქულა

2. ანდრეი ტორგაშევი (აშშ) - 212,71

3. იგორ ეფიმჩუკი (რუს) - 195,63

4. ირაკლი მაიურაძე (საქ) - 185,26

5. ტაცუია ცუბოი (იაპ) - 185,19

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო
ფიგურული სრიალი: ვერცხლი შანხაიდან
საქართველოს ნაკრების ექსკალათბურთელი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა
მიქელთაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი და კაჭარავას "ანორთოსისი" მაისურაძის "ენოსისთან" დამარცხდა [VIDEO]
goal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?
ნიკა კაჭრავამ გოლი გაიტანა და "ანორთოსისმა" გაიმარჯვა
კარიერაში წინსვლა მსურს და საქართველოში დაბრუნებაზე არ მიფიქრია - ქართველები "ბალმაზიუვაროშიდან" წამოვიდნენ