საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ნახევარმცველმა კლუბის ოფიციალურ საიტის ინტერვიუ მისცა
საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კლუბის ოფიციალურ საიტის ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმით გამოწვეული საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი მოედანს რუსეთის პრემიერლიგის წინა ტურში დაუბრუნდა და "ანჟისთან" მოგებულ მატჩში (5:10) გატანილი გოლითაც გამოირჩა. თორნიკემ ტრავმა და მისი შემდგომი პერიოდი, ასევე მოედანზე დაბრუნებით მიღებული ემოციები გაიხსენა, ინტერვიუს ბოლოში კი თავისი ოცნება გაამხილა.

- თორნიკე, ნახევარი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც "ლოკომოტივთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღე. რა მოხდა მაშინ ამისთანა, არადა, განსაკუთრებული შეჯახება თითქოს არ ყოფილა....

- შეცვლაზე შევედი და ზედმეტად მოვინდომე (ეღიმება). ანგარიშში წინ ვიყავით და ძალიან მინდოდა გუნდს გამარჯვებაში დავხმარებოდი, შესაბამისად, წინ და უკან მთელ მოედანზე დავრბოდი... შეჯახება მართლაც არ ყოფილა. "ლოკომოტივზე" სინთეტიკური საფარია და როგორც ჩანს, ქაცვი რაღაცას გამოედო. ფეხიც წავიდა ქვემოთ... თავიდან არც მეგონა, თუ ჯვარედინი იოგების პრობლემა იყო, რადგან განსაკუთრებული ტკივილი არ მქონია. მეგობრებს, ვისაც მსგავსი ტრავმა გადაუტანია, უთქვამთ, რომ ამ დაზიანებას საშინელი ტკივილი ახასიათებს, მე კი ასეთი არაფერი მქონია. ეგ კი არა, მოედანზე დაბრუნებას და თამაშის გაგრძელებას ვაპირებდი, გუნდი რომ კაცნაკლული არ დამეტოვებინა. მოგეხსებათ, ცვლილების უფლება აღარ გვქონდა. მაგრამ ექიმებმა აღარ გამიშვეს და მადლობა მათ ამისთვის. რომ გამეგრძელებინა თამაში, პრობლემას კიდევ უფრო დავამძიმებდი.

- ეს შენს კარიერაში პირველი სერიოზული ტრავმა იყო?

- დიახ, პირველი. დაზიანება, რა თქმა უნდა, მანამდეც მქონია, მაგრამ სერიოზული - არასდროს. ტრავმის გამო უწინ ორ კვირაზე მეტი არასდროს გამიცდენია.

- როგორც წარიმართა მკურნალობა და რეაბილიტაცია?

- ტრავმა 13 მარტს მივიღე, 15-ში უკვე გერმანიაში გავფრინდი, 16-ში კი ოპერაცია გამიკეთეს. კლინიკაში რამდენიმე დღე დავყავი. ოპერაციის შემდეგ ისეთი ტკივილები მქონდა, ოთხი ღამე ვერ დავიძინე, არც ტკივილგამაყუჩებლები მშველოდა. შემდეგ კრასნოდარში დავბრუნდი, სადაც სარეაბილიტაციო კურსის გავლა დავიწყე. პირველი თვის განმავლობაში მუხლს ხელით მახრევინებდნენ, შემდეგ ნელ-ნელა სპეცაილურ ტრენაჟორზე დავიწყე მუშაობა. მოედანზე რამდენიმე თვის შემდეგ გავედი და ჯერ ინდივიდუალური პროგრამით ვემზადებოდი, აგვისტოდან კი უკვე მთლიან ჯგუფთან ერთად, თუმცა შეზღუდვებით დავიწყე ვარჯიში.

თითქმის ხუთნახევარი თვის განმავლობაში დღეში ორი ვარჯიში მქონდა, ვმუშაობდი 3-4 საათს. ძნელი იყო, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ თუკი დაბრუნება მსურდა, უნდა მომეთმინა. და აი, სექტემბრის დასაწყისიდან სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. თავს კარგად ვგრძნობ, მუხლი არ მაწუხებს.

- ყველაზე რთული რომელი პერიოდი იყო?

- პირველი ორი თვე ძალიან მძიმე იყო. არ შემეძლო ნორმალურად სიარული, დამოუკიდებლად ვერც ვბანაობდი... მაგრამ ოჯახი გვერდში მყავდა, მხარში მედგა და ყველაფერში მეხმარებოდა.

- კიდევ ვისი თანადგომა დაგეხმარა?

- მხარდაჭერას ყველა მხრიდან ვგრძნობდი. გერმანიაში გაფრენის წინ კლუბის პრეზიდენტმა სერგეი გალიცკიმ ტელეფონით მესაუბრა და ოპერაციის წარმატებით დასრულება მისურვა. მითხრა: "არ დაღონდე, შენს გვერდით ვართ და გვჯერა, რომ დაგვიბრუნდები. შენი იმედი გვაქვს". მისი სიტყვები მორალურად ძალიან დამეხმარა.

მხარდაჭერას ასევე ვგრძნობდი თანაგუნდელებისგან, პერსონალისგან... განსაკუთრებული მადლობა კლუბის ექიმებს. და კიდევ, ალბათ ლამის მთელმა საქართველომ მისურვა მოედანზე ჩქარა დაბრუნება. ვინ აღარ დამირეკა და მომწერა - მეგობრებმა, როგორც საფეხბურთო წრიდან, ისე - არასაფეხბურთო წრიდან, ქვეყნის ნაკრების მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა, ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობამ, სრულიად უცნობმა ადამიანებმა. მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისთვის!

- ამ ტრავმამ შეგცვალა როგორც ფეხბურთელი და ადამიანი?

- დიახ. გავიგე, რამხელა სირთულე შეიძლება ცხოვრებაში შეგხვდეს. საკუთარ თავზე გამოვცადე, რა არის ნამდვილი პრობლემა. ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ, სხვანაირად ვაზროვნებ და ვაფასებ იმას, რაც მაქვს.

- რას გრძნობდი, როდესაც მრავალთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე გადიოდი "ანჟისთან" მატჩში?

- არ ვიცი, ეს გრძნობა როგორ უნდა გადმოვცე... თავიდან არც მჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა. ცოლმაც მთხოვა იმ მომენტის ემოციების გადმოცემა, მაგრამ ვერ მოვახერხე. არაჩვეულებრივი გრძნობაა, ადრენალინი ზღვარს სცდება! ამის გადმოცემა შეუძლებელია, მსგავსი რამ მანამდე არასდრო მქონია! მით უმეტეს, რომ მაშინვე შევძელი გოლის გატანა!

- გოლს როგორ გაიხსენებ?

- კაბორემ ბურთი ცენტრში მოიგდო და სმოლოვს გადააწოდა, ფედიამ კი მელოდა, მელოდა, სანამ გავიხსნებოდი. ალბათ უნდოდა, რომ გოლი სწორედ მე გამეტანა და ამიტომ მელოდა ამდენ ხანს და მოხერხებულად შემიგორა ბურთი. მადლობა მას! (ეღიმება) მე ისღა მრჩებოდა, გამომეყენებინა შანსი.

- "კრასნოდარში" გატანილ კიდევ ერთ გოლს ალბათ ვერასდროს დაივიწყებ. გამარჯვების გოლი "ზენიტის" კარში, რომელიც კლუბის გულშემატკივრებმა გასული სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელეს. სად და როდის შეიტყვე ამის შესახებ და როგორი რეაქცია გქონდა?

- ეს კლუბის შვებულებაში ყოფნის პერიოდს დაემთხვა. თავად იმხანად საქართველოში ვიყავი და სიმართლე გითხრათ, არცკი ვიცოდი, რომ ხმისმიცემა მიმდინარეობდა. როდესაც შედეგები შეაჯამეს, ვიღაცამ "ფეისბუქში" ჩამოგდო ინფორმაცია ჩემი გამარჯვების შესახებ. მადლობა ყველა გულშემატკივარს ამისთვის! ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა, ეს მოვლენა ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ (ეღიმება).

- პრიზს სად ინახავ?

- შინ მაქვს.

- გამოსაჩენ ადგილზე?

- ისეთ ადგილზე, რომ ბავშვები ვერ შესწვდნენ და დააზიანონ (იცინის).

- გუნდში "ოქრის" გეძახიან, რაც ქართულად ოქროს ნიშნავს, მაგრამ კარიერაში ჯერ არცერთი ოქრო არ გაქვს მოგებული...

- დიახ, ოქრო მართლაც ჯერ არსად მომიგია და ძალიან მინდა მისი მოპოვება სწორედ "კრასნოდარის" შემადგენლობაში შევძლო. ჩემი მეგობარი ჯანო ანანიძე მიამბობდა, რა მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ჩემპიონი ხდები. მსურს, იგივე საკუთარ თავზე გამოვცადო. მინდა, რომ ჩემს კარიერაში გამოჩნდეს პირველი სერიოზული ტიტული და ამისთვის ძალას არ დავიშურებ!

gizog
ყველას თავის აზრი აქვს და ამაში მიუღებელი არაფერია, მაგრამ არსებობს ძველი ქართული სიბრძნე "ზოჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". როცა პიროვნებაზე გვინდა აზრის გამოთქმა მეტი დაფიქრება გვართებს. თანაც ისეთ კაცზე ნაკრებში მუდამ სულით და გულით რომ იხარჯება, ტრამვიანიც კი ჩამოსულა და უთამაშია.
წარმატებები ოქრის
ერთ-ერთი საუკეთესოა რუსეთის ჩემპიონატში, მიკვირს ცოტა სათამაშო დროს რომ აძლევენ.

rato ar daijereba icnob piradat?)))) tu imitom rom nakrebshi kvelaze kargad tamashobs tu espanets kazaxets uelss irlandias da ravi vis agar sheugdo tipma cota kacis dapaseba unda icodet da grdzeli enebi gaacherot:)))))))))
gizog
თოკო გაიხარე, ღმერთმა დაგლოცოს და დაგეხმაროს შენი კარგი სურვილების ასრულებაში. სულ ჯანმრთველი, წარმატებული და გახარებული იყავი შენს დიდ ოჯახთან ერთად. სპორტულ კარიერაში ბევრი ტიტული მოგეგოს და გაგეხარებინოს შენი ყველა გულშემატკივარი. ეხლა კი გელოდებით ნაკრებში უელსის დასამარცხებლად.
gia
წარმატებები ტორნიკეს
zurab
ამის არცერთი ნათქვამი არ დაიჯერება.
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
პსჟ თუ "ჟირონა"? - სპერციანმა კომენტარი გააკეთა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა