ხორვატიის ეროვნული ნაკრები გუნდი ზაგრებიდან ხვალ 14:50 საათზე ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება
გაგაცნობთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფის - საქართველო - ხორვატიის მატჩის მსაჯთა ბრიგადასა და ოფიციალური პირების ვინაობას.

შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება:

მთავარი მსაჯი - პაოლო ტაგლიავენტო

ასისტენტები - ლუკა მაჯიანი, ნიკოლა ნიკოლეტი

მეოთხე მსაჯი - პაოლო ვალერი

უეფა-ს მატჩის დელეგატი - კაზიმიერზ ოლეშეკი (პოლონეთი)

მსაჯთა დამკვირვებელი - მარკუს ნობსი (შვეიცარია)

უეფა-ს უსაფრთხოების ოფიცერი - ფერნანდ მიისე (ბელგია)

ოფიციალური პირები თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოვლენ.

რაც შეეხება ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს, გუნდი ზაგრებიდან ხვალ, 25 მარტს 14:50 საათზე ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება. ხორვატები სასტუმრო "შერატონში" დაბინავდებიან.

ამავე დღეს, საღამოს 19:00 საათზე, ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - სლავენ ბილიჩის წინასამატჩო პრესკონფერენცია. 19:30 საათზე კი, ხორვატები ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებენ.

სტუმარი გუნდის წინასამატჩო ვარჯიში მედიისთვის საწყისი 15 წუთით იქნება ღია.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, თბილისში ჩამომსვლელი ხორვატი გულშემატკივრების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.

სფფ-ს პრესსამსახური

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა