„ლივერპულის“ შეფებმა თავიანთ ყოფილ ვარსკვლავ ფერნანდო ტორესს შეუტიეს.
„ლივერპულის“ შეფებმა თავიანთ ყოფილ ვარსკვლავ ფერნანდო ტორესს შეუტიეს. ისინი ესპანელ თავდამსხმელს, გადატანით რომ ვთქვათ, „ენფილდის“ თავზე შავი ღრუბლების შეკრებაში სდებენ ბრალს. შეგახსენებთ, რომ ტორესს ბოლოხანს „ლივერპულში“ გული აღარ უდგებოდა და კლუბის ხელმძღვანელებს ტრანსფერი სთხოვა, რის შედეგადაც იანვრის „ბაზრობის“ ბოლო დღეს ის 50 მილიონ ფუნტად „ჩელსიმ“ იყიდა. „ლივერპულის“ საფეხბურთო საქმეთა დირექტორმა, ფრანდმა დამიენ კომოლიმ თქვა:

„რას შევადარO ფერნანდო ტორესის წასვლა? გეგონება ცა მოიწმინდა და გამოიდარაო. იმ დღიდან მოყოლებული, რაც ტორესი „ჩალსის“ ფეხბურთელი გახდა, ჩვენთან მხოლოდ კარგი ამბები ხდება. როდესაც ისეთი კაცი გყავს, რომელსაც შენთან ყოფნა არ უნდა და მას ცვლი ადამიანებით, რომელთაც შენთან ყოფნა ახარებს, ატმოსფერო სასიკეთოდ იცვლება“.

თანხა, რომელიც ტორესის სანაცვლოდ „ჩელსის“ გამოართვეს მერსისაიდელებმა ლუის სუარესისა და ენდი ქეროლის შეძენაში დახარჯეს.

როგორც იცით, ორივე ახალწვეული წარმატებით შეერწყა „წითლებს“, ტორესმა კი ლონდონურ გუნდში უკვე შვიდჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი ჯერაც არ გაუტანია. მიმდინარე სეზონში „ელ ნინიოს“ შედეგიანობა ისევ „ლივერპულს“ უკავშირდება — 9 გოლი 26 შეხვედრაში. თუმცა, ცხრა გოლს მისი „ჩამოშვებული ცხვირი“ სწონიდა. ტორესი „ლივერპულის“ გუნდზე არაჯანსაღ გავლენას ახდენდა.

კომოლიმ თქვა: „თვალი გავუსწოროთ ფაქტს: იანვარში გავყიდეთ მოთამაშე, რომელსაც ჩვენთან ყოფნა არ სურდა და ორი კარგი ფეხბურთელი შევიძინეთ. რასაკვირველია, ამის შემდეგ გულზე მოგვეშვა. ახლა გუნდში ყველა ბედნიერია, მოჟამული აღარავინ დადის და მომავალს იმედის თვალით შევყურებთ“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა