და ვან დერ სარის გეგმები ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ბერტ ვან მარვიიკმა უნგრეთთან დანიშნულ მატჩებამდე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა
ბერტ ვან მარვიიკს პრობლემები მიეძალა

ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ბერტ ვან მარვიიკმა უნგრეთთან დანიშნულ მატჩებამდე (ამ გუნდებს რამდენიმე დღეში ორი დაპირისპირება ელით) სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტთა შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს მისი გამოსვლიდან: "თუკი ჯგუფში ნაკრებებს შორის ძალთა ბალანსს გავითვალისწინებთ, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ უნგრელებთან დაპირისპირებებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს ჯგუფის გამარჯვებულის გამოსავლენად. ჩემი აზრით, უნგრეთი ძალიან სერიოზული გუნდია. ნუ შეგაცდენთ ჩვენი ბოლო დაპირისპირების ანგარიში (6:1 ჰოლანდიის სასარგებლოდ, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. რედ), რადგან ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო. ამასთან, იმ გუნდიდან ჩვენს მეტოქეებს ბევრი აღარავინ ჰყავთ.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება პირველი დაპირისპირება გასვლაზე. მათთვის ეს დიდი შანსია". შეგახსენებთ, რომ ვან მარვიიკს სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა. ჰოლანდიას მაარტენ სტეკელენბურგის, არიენ რობენის, კლაას იან ჰუნტელაარის, ჰედვიგეს მადუროსა და თეო იანსენის გარეშე მოუწევს ასპარეზობა. ამას გარდა, ბუდაპეშტში ნამდვილად ვერ ითამაშებს მარკ ვან ბომელიც. ამის მიუხედავად, მწვრთნელი იმედიანად არის განწყობილი. "ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ ერთბაშად ამდენი ფეხბურთელი დამკლებოდეს. მერე რა? წარუმატებლობის შემთხვევაში ეს ჩვენს გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება, რადგან გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ტრავმირებულთა შეცვლა. ბუნებრივია, დანაკლისის გამო ჩვენ ჩვენს სტილზე უარს ვერ ვიტყვით," - თქვა ვან მარვიიკმა.

რახან ლაპარაკი ჰოლანდიურ ფეხბურთზე ჩამოვარდა, შეუძლებელია ორიოდე სიტყვით ედვინ ვან დერ სარის პერსონასაც არ შევეხოთ. მით უფრო, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი მას მერე, რაც ჰოლანდიურმა პრესამ მისი "აიაქსში" სავარაუდო დაბრუნებაზე წერა დაიწყო, ღიად ალაპარაკდა სამომავლო გეგმებზე. გვგონია, რომ გულშემატკივრებისთვის ეს არ უნდა იყოს უინტერესო ინფორმაცია. მაშ ასე, ვან დერ სარის ნალაპარაკებს მონოლოგის სახით გთავაზობთ: "იმუშაო ფრანკ დე ბურის, დანი ბლინდისა და დენის ბერგკამპის გვერდით, რა თქმა უნდა, მომხიბლავი პერსპექტივაა, თუმცა მე არ ვაპირებ ამსტერდამში დაბრუნებას... ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. როცა "აიაქსს" ვტოვებდი, მაშინ პირობა დავდე, რომ ოდესმე აუცილებლად დავუბრუნდებოდი ამ კლუბს, თუმცა მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ასაკში, ახლა მე რომ ვარ, მსოფლიოს უდიდეს კლუბში ვითამაშებდი. მივდივარ ფეხბურთიდან, თუმცა საფეხბურთო სამყაროსთან გამოთხოვებას არ ვაპირებ. რა მინდა სამომავლოდ? ამჟამად ვფიქრობ, რომ ჩემთვის საინტერესო გამოცდილება იქნებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" კომერციული წარმომადგენელი გავმხდარიყავი აზიაში, იმ რეგიონში, სადაც ეს კლუბი ძალზე პოპულარულია".

ლევან ბიბილაშვილი

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის