ლიგაში დაუმარცხებელი ჯერჯერობით ორი გუნდია: ქუთაისის "აია" და რუსთავის "ხარები"
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის (დიდი ათი) გათამაშებაში დაუმარცხებელი ჯერჯერობით ორი გუნდია: ქუთაისის "აია" და რუსთავის "ხარები". თუ "აიას" წარმატებული სტარტი ლოგიკურად მიიჩნევა, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "ხარების" გამარჯვებები ყველასთვის მოულოდნელობაა. გუნდი გათამაშების სტარტს უკვე შესანიშნავ ფორმაში შეხვდა.

"ხარები" მეხუთე ტურში სწორედ ქუთაისში ითამაშებენ, ოღონდ მეტოქე "ბაგრატი" იქნება, რომელმაც ყველა თამაში წააგო. ცხადია, ქუთაისურ გუნდს უკანდასახევი გზა აღარ აქვს. გათამაშების ლიდერთან კი ყველა გაათკეცებული ძალით თამაშობს.

"აია" საკუთარ მოედანზე ქვეყნის ჩემპიონ გორის "ჯიქს" შეხვდება. "აიამ" წინა ტურში სტუმრად სძლია გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ "ბათუმს" და ჩემპიონს შინ ბევრად თავდაჯერებული და მოტივირებული დაუხვდება. ტურის ცენტრალური შეხვედრაც სწორედ ეს მატჩი იქნება. "ჯიქმა" პირველ ტურში რუსთავში განცდილი მარცხის შემდეგ, ზედიზედ სამი თამაში მოიგო და ახლა მესამე ადგილზეა.

"აიას" შანსი აქვს, მდევრებს ოდნავ გაუსწროს. "ჯიქს" კი, გამარჯვების შემთხვევაში, გალიდერება შეუძლია.

არანაკლებ დაძაბული და საინტერესო იქნება ბრძოლა თბილისში, სადაც "ლოკომოტივი" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" "ბათუმს" უმასპინძლებს. ორივე მათგანი, ამჟამად, საპლეიოფო ზონაში იმყოფება და ორივეს მიმდინარე გათამაშებაში გამარჯვებაზე აქვს პრეტენზია.

ბათუმელები, რომლებიც ოქტომბრიდან ევროთასების გათამაშებაში ჩაერთვებიან, შეეცდებიან წინა ტურში შინ "აიასთან" მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას. რკინიგზელებთან სტუმრად გამარჯვება იოლი არ იქნება. თუმცა ეს შესანიშნავი გამოცდა იქნება ევროთასებისთვის მოსამზადებლად.

"ლოკომოტივმა" მეოთხე ტურში "ლელოს" მოუგო, რომლისთვისაც სამწელიწად-ნახევარია არ მოეგო. ცხადია, ამ გამარჯვებამ "რკინიგზელებს" მეტი თავდაჯერება შესძინა. სავარაუდოდ, თბილისური გუნდი "ბათუმს" არაფერს დაუთმობს, ოღონდ საამისოდ დაცვაში გაცილებით მეტი ყურადღებით მოუწევს თამაში.

ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო თბილისის "აკადემიამ", რომელიც მე-5 ტურში "ლელოს" დაუპირისპირდება. აკადემიელები ყველა ღონეს იხმარენ, რათა ნავსი გატეხონ და აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწიონ. "ლელოს", "ლოკომოტივთან" მატჩში გამოჩნდა, რომ შერკინებაში უჭირს.

"ლელო" ძირითადად ახალგაზრდა მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლის თამაშიც ძირითადად წამყვანი მორაგბეების, მერაბ კვირიკაშვილისა და ირაკლი ყიასაშვილის გარჯაზეა დამოკიდებული. თუ ამ ორს თამაში და დარტყმებიც წაუვიდა, ნებისმიერი მეტოქე უშანსოდ დარჩება. "ლოკომოტივთან" ასე არ მოხდა. ვნახოთ, რა იქნება "აკადემიასთან".

მარნეულის "არმაზი" და თბილისის "არმია" სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან. ორივეს ჯერჯერობით თითო მოგება აქვს, თუმცა არმაზელებს აქტივში კიდევ ერთი ფრე აქვთ, რომელსაც პირველ ტურში შინ "ბათუმთან" დაპირისპირებაში გამორჩნენ.

"არმაზის" შემადგენლობა წლეულს საგრძნობლად შეცვლილია და, როგორც ჩანს, მორაგბეებმა ჯერ შეთამაშება ვერ მოასწრეს. "არმია" ამ მხრივ უფრო სტაბილური გუნდია. თუმცა, საბოლოოდ, წარმატება მაინც უფრო მაღალ კლასს და თავდაუზოგავ ბრძოლას მოაქვს.

დიდი 10. V ტური

პარასკევი, 29 სექტემბერი

აკადემია-ლელო 17:30

შაბათი, 30 სექტემბერი

აია-ჯიქი 17:00

ლოკომოტივი-ბათუმი 19:30

კვირა, 1-ლი ოქტომბერი

ბაგრატი-ხარები 17:00

არმია-არმაზი 19:30.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
დიდი 10. V ტური: დარჩა მხოლოდ "აია"
კონტიტენტის ფარი: თბილისის "ლოკომოტივი" იტალიურ "კალვიზანოსთან" დამარცხდა
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
"ბათუმმა" როვიგოში კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა [PHOTO]
დიდი 10. IV ტური: პირველად სამი წლის შემდეგ
დიდი 10. I ტური: ჩემპიონმა წაგებით დაიწყო
დიდი 10. VI ტურის წინ: "ბათუმის" ბოლო რეპეტიცია ევროთასებისთვის
დიდი 10. VI ტური: შესვენებამდე გადაწყვიტეს