საქართველოს ჩემპიონატში ამ უქმეებზე მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართება და მერე ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება
საქართველოს ჩემპიონატში ამ უქმეებზე მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართება და მერე ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება. მიზეზი "ბათუმის" ევროთასებზე ასპარეზობაა. ზღვისპირელები ჯერ სტუმრად ეთამაშებიან იტალიურ "როვიგოს", მერე კი შინ მიიღებენ გერმანულ "ჰაიდელბერგს".

"ბათუმი" მე-6 ტურში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ თბილისის "აკადემიას" უმასპინძლებს. ფაქტობრივად, ეს ბოლო რეპეტიციაა ბათუმელებისთვის. "აკადემია" მებრძოლი, კარგი გუნდია და მასპინძლებს მართლაც სერიოზულ გამოცდას ჩაუტარებს. მით უფრო, რომ თბილისურ გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში ერთი თამაშიც არ აქვს მოგებული. თუმცა, აკადემიელებმა ხუთი ქულის დაგროვება მაინც შეძლეს. ანუ ხუთი წაგებული მატჩიდან ხუთივეში თითო საპრემიო ქულა აიღეს, რაც მათ ბრძოლისუნარიანობაზე ნათლად მეტყველებს.

წინა ტურში "ბათუმის" დაპირისპირება სტუმრად, თბილისის "ლოკომოტივთან" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო ჩაიშალა. არადა, ეს შეხვედრა ნამდვილად ნათლად წარმოაჩენდა "ბათუმელთა" ნაკლოვანებებს, რომლებიც ევროტურნირების დაწყებამდე იქნებოდა გამოსასწორებელი.

ჩემპიონატის ლიდერი ქუთაისის "აია" სტუმრად ითამაშებს მარნეულის "არმაზთან", რომელმაც წარუმატებელი სტარტის შემდეგ ზედიზედ ორი თამაში მოიგო და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორა.

"აია" ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და საინტერესო იქნება, შეძლებს თუ არა "არმაზი", ქუთათურებს პირველი მარცხი აგემოს.

არანაკლებ მწვავე ბრძოლაა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც "ხარები" თბილისის "ლელოს" უმასპინძლებს.

რუსთაველთა მოულოდნელ შესანიშნავ სტარტზე აღარ შევჩერდებით. იმედია, გასულ ტურში ქუთაისის "ბაგრატთან" მშრალი ანგარიშით განცდილი მარცხი "ხარებისთვის" დროებითი ჩავარდნა იყო.

"ლელო" კი, რა შემადგენლობითაც უნდა თამაშობდეს, მუდამ ამბიციური გუნდია. ბოლოს და ბოლოს, მის უკანა ხაზში ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ირჯებიან, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერ მეტოქესთან თამაშისას.

წინა ტურში, როგორც უკვე ვთქვით, არ უთამაშია "ლოკომოტივსაც". რამდენად წაადგებათ ეს რკინიგზელებს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ გორის "ჯიქთან" სტუმრად დაპირისპირებისას, ცხადია, მხოლოდ თამაშში გამოჩნდება.

ბრძოლა განსაკუთრებით მწვავე შერკინებაში იქნება. ვინც აქ შეძლებს უპირატესობის მოპოვებას, სავარაუდოდ, გამარჯვებაც მას დარჩება.

აუტსაიდერი ქუთისის "ბაგრატი" შინ მიიღებს უშუალო კონკურენტ "არმიას". სატურნირო ცხრილის "ფსკერზე" ვითარება უკიდურესად "ბაგრატის" "ხარებთან" გამარჯვების შემდეგ დაიძაბა. თუ ქუთათურები ამ მატჩსაც მოიგებენ, მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებენ.

აქამდე ერთი მოგება აქვს "არმიასაც", რომელიც ასევე ეცდება, სახიფათო ზონას თავი დააღწიოს.

დიდი 10. VI ტური

პარასკევი, 6 ოქტომბერი

ბათუმი-აკადემია 16:45

შაბათი, 7 ოქტომბერი

ბაგრატი-არმია 15:45

ხარები-ლელო 18:00

კვირა, 8 ოქტომბერი

ჯიქი-ლოკომოტივი 15:45

არმაზი-აია 18:00.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
დიდი 10. V ტური: დარჩა მხოლოდ "აია"
კონტიტენტის ფარი: თბილისის "ლოკომოტივი" იტალიურ "კალვიზანოსთან" დამარცხდა
დიდი 10. V ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
"ბათუმმა" როვიგოში კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა [PHOTO]
დიდი 10. IV ტური: პირველად სამი წლის შემდეგ
დიდი 10. I ტური: ჩემპიონმა წაგებით დაიწყო
დიდი 10. VI ტური: შესვენებამდე გადაწყვიტეს