მთავარი სტადიონი 7200-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო დამხმარე არენა - 1224-ზე
2015 წლის 25 თებერვალს ზუგდიდის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განიხილეს საფეხბურთო სტადიონის პროექტი, რომლის მშენებლობაც ზუგდიდის "ენგურქაღალდკომბინატის" ტერიტორიაზე დაიგეგმა.

საქართველოში იმდენჯერ გვსმენია სტადიონის მშენებლობის დაპირება, რომ ბევრმა ესეც ტყუილ დაპირებად ჩათვალა. არადა, არენაზე მიმდინარე სამუშაოები, ფაქტობრივად, დასასრულს უახლოვდება. შევიტყვეთ, რომ მშენებლობის დამთავრება სექტემბრის ბოლოს იგეგმება, ხოლო გახსნა - 15 ოქტომბერს.

განიხილება იდეა, რომ არენას ოთარ გაბელიას სახელი მიენიჭოს, რაც მშვენიერი ჩანაფიქრია - ქართული ფეხბურთის ზუგდიდელმა ლეგენდამ თავისი საფეხბურთო კარიერით ეს ნამდვილად დაიმსახურა. ხოლო გახსნაზე ვეტერანების თამაში იგეგმება.

ჯანაშიას ქუჩაზე, უეფას სტანდარტების 2 სტადიონი შენდება. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის კი 9.747 მილიონი ლარია გამოყოფილი. მთავარი სტადიონი 7200-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო დამხმარე არენა - 1224-ზე. ჯამურად, სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6.5 ჰექტარს დაიკავებს.

ზუგდიდელებს ჰქონდათ სურვილი, სტადიონზე სამუშაოების დროულად დასრულების შემთხვევაში, საქართველოს თასის წლევანდელი ფინალი ახალ არენაზე მიეღოთ. მოედანი უკვე დაგებულია, სკამები დამონტაჟებულია. დარჩენილია კოსმეტიკური სამუშაოები, ხოლო ახლადდაგებულ მოედანს დაახლოებით ერთი თვე მაინც დასჭირდება, რომ სათამაშოდ მზად იყოს. მანამდე იქ შესვლა გაუმართლებელი რისკი იქნება.

ახლა მთავარი პრობლემაა, დროულად დამონტაჟდეს განათების სისტემა და წვრილმანი ხარვეზები აღმოიფხვრას. დიდი ალბათობით, წლეულს ზუგდიდში თასის ფინალის გამართვა ვეღარ მოხერხდება. თუმცა, როცა ყველა დეტალი მოგვარდება, სამეგრელოს მთავარი ქალაქის არენა საფეხბურთოდ იდეალური იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა