<p>მიმდინარე სეზონში, "ლაციოს" საშინაო შეხვედრებს საშუალოდ 32 000 გულშემატკივარი ესწრება. <br></p><p>მიმდინარე სეზონში, "ლაციოს" საშინაო შეხვედრებს საშუალოდ 32 000 გულშემატკივარი ესწრება. თუმცა, მას შემდეგ, რაც "ბიანკოჩელესტემ" მეორე რომაული დერბიც წააგო, ტიფოზების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ზურგი აქცია საკუთარ გუნდს და პროტესტიც კი გამოუცხადა. "ლაციო"-"ჩეზენას" შეხვედრას მხოლოდ 20 000 გულშემატკივარი დაესწრო, რომელთა უმეტესობა მეტწილად საკუთარი გუნდის ფეხბურთელებისთვის ლანძღვა-გინებით იყო დაკავებული. მთელი შეხვედრის განმავლობაში არ შეწყვეტილა სტვენა, რამაც თამაშზეც შესაბამისი ასახვა პოვა - მასპინძლებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ და რომ არა მაურო სარატეს მიერ შეხვედრის სტარტზე გატანილი გოლი, ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ჰაერივით საჭირო ქულებს დაკარგავდა. ტიფოზების ასეთმა საქციელმა ძალიან დაწყვიტა გული სტეფანო მაურის, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და გუნდის ლიდერად ითვლება. მოვუსმინოთ გამოცდილ ნახევარმცველს:</p><p>"დერბიში მარცხი დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, მაგრამ ეს ფეხბურთია და მარცხისგან დაზღვეული არავინაა. ორი გზა გვაქვს, ან უნდა ჩამოვყაროთ ყურები და საკუთარი თავი ვგმოთ, ან დავივიწყოთ "რომასთან" მარცხი და ბრძოლა გავაგრძელოთ. ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ და კარგი იქნება თუ გულშემატკივცრები კვლავაც ჩვენს გვერდით იქნებიან. მით უმეტეს, მთლიანობაში კარგ სეზონს ვატარებთ და შემთხვევით არ ვიბრძვით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. თითქმის ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში ისედაც ძალიან არასასიამოვნოა და ის მცირერიცხვოვანი გულშემატკივარიც რომ გისტვენს, საერთოდ საშინელებაა. კარგი იქნება თუ გულშემატკივრები შეიცვლიან პოზიციას და ბოლომდე დაგვიჭერენ მხარს".</p>
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა