"ბარსელონამ“ გულშემატკივრების გარეშეც გაიმარჯვა
კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას ყოველმხრივ შეუშალა ხელი ესპანეთის პოლიციამ, დარბეულ იქნა საარჩევნო უბნები, ბარსელონაში შეტაკებებში 300 ადამიანზე მეტი დაშავდა.

ესპანეთისგან გამოყოფას ხმა მისცეს "ბარსას“ ამჟამინდელმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა ჟერარ პიკემ, ხავიმ, კარლეს პუიოლმა და სხვებმა, აგრეთვე "მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლა. მათ დაგმეს სამართალდამცველთა ძალადობის ფაქტები და სამარცხვინო უწოდეს.

ასულგრანამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას "ლას პალმასთან“ ლა ლიგაზე მე-7 ტურის მატჩის გადატანა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. თამაშის ჩაშლის შემთხვევაში ბლაუგრანას ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება შეხვედრა ჩაეტარებინათ, ოღონდ პროტესტის ნიშნად უმაყურებლოდ გამართეს. თანაც, უსაფრთხოებაც არ იყო გარანტირებული.

პიკე თამაშის ჩატარების წინააღმდეგი გახლდათ. იგივე პოზიცია დააფიქსირა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა კარლეს ვილარუბიმ, რომელიც პროტესტის ნიშნად გადადგა. კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ მისი გადადგომა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მატჩი მაყურებლების გარეშე იმიტომ ჩაატარეს, რათა მთელს მსოფლიოს ენახა რა ხდება მათთან.

გულშემატკივრები "ნოუ კამპზე“ შესვლას და თამაშის ჩაშლას, შემდეგ კი საარჩევნო უბნების დასაცავად წასვლას აპირებდნენ, მაგრამ სტადიონზე არ შეუშვეს.

უეფამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია გააფრთხილა, რომ თუ კატალონიურ გუნდებს ჩემპიონატში ასპარეზობას აუკრძალავს, მათ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებას არ მისცემს.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, სტუმრებმა ესპანეთის ერთიანობის მხარდასაჭერად ქვეყნის გერბიანი მაისურებით ითამაშეს და პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, ნაანტრაქტევს კი "ბარსამ“ იძალა და 3:0 გაიმარჯვა. დუბლი ლეო მესიმ მიითვალა, ერთი გოლი კი სერხიო ბუსკეტსმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან ბოლოს მეტოქის კარი 34 თვის წინ დალაშქრა - მაშინ მისი გოლით ასულგრანამ პრიმერაზე "ვალენსია" 1:0 დაამარცხა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ვალენსიას" კატასტროფული მდგომარეობა - "ღამურებმა" ბოლო ნახევარი საუკუნის ანტი-რეკორდი დაამყარეს
იამალის Tiktok გოგონები - 17 წლის ვარსკვლავი და 19 წლის ანა ერთად დააფიქსირეს... ნახეთ, ახალგაზრდა ვარსკვლავის სექსუალური მეგობარი გოგონას ფოტოები [PHOTOS]
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"რეალი" "ლას პალმასთან" მარცხს გადაურჩა [VIDEO]
"რეალმა" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე გადავიდა
ოფიციალურად: "სევილიას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"პრეზიდენტი დიქტატორია!" - არეულობა ვალენსიას ქუჩებში, ლიმი გუნდის გაყიდვაზე მზაობას გამოთქვამს [VIDEO]
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა