პსჟ-მა აიწყვიტა, ჩემპიონი გასაჭირშია, ამიენში ტრიბუნა ჩამოიშალა, ხოლო რენში ვიდეორეფერი აიჭრა...

პსჟ-მა აიწყვიტა, ჩემპიონი გასაჭირშია, ამიენში ტრიბუნა ჩამოიშალა, ხოლო რენში ვიდეორეფერი აიჭრა...

"ბაიერნის" 3:0 დამცირების (რასაც კარლო ანჩელოტის სკამი შეეწირა) შემდეგ პსჟ-ს "კერკეტი კაკალი" "ბორდო" ელოდა, თუმცა, ვისთვის როგორ... თამაშის წინ უნაი ემერიმ ორი რამ მოიფიქრა - პენალტს ნეიმარი და ედინსონ კავანი მორიგეობით დაარტყამენ (ახლა ბრაზილიელის ჯერი იყო და გაიტანა კიდევაც), მეორე კი უფრო მნიშვნელოვანია: რატომ ტრიო, როცა სკამზე უქმად ცდება გერმანელი ტალანტი იულიან დრაქსლერი? დრაქსლერმა შემტევი ტრიოს შუაში ითამაშა, კავანის უკან და შედეგიც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე - "პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონატში პირველად შეძლო მეტოქის კარის ხუთჯერ აღება და ეს მაშინ, როცა სტუმრებიც არ ჩერდებოდნენ და საკმაოდ ბევრს უტევდნენ. დრაქსლერმა ოდენ ნეიმარის თამაში ვერ დაჩრდილა, სხვა მხრივ კი მოედანზე საუკეთესო იყო - 6:2 პსჟ-ის სასარგებლოდ და სუპერკვარტეტის ოთხივე წევრმა გოლი მიითვალა!

ტრაგედია დატრიალდა ამიენში, სადაც "ლილი" სტუმრობდა. მე-16 წუთზე სტუმართა ფანები "ლა ლიკორნზე" ფოდე ტურეს გოლს ზეიმობდნენ, ჯებირმა ვერ გაძლო და ტრიბუნა ჩამოიშალა. სულ მცირე, 27 ადამიანი დაშავდა, რომელთაგანაც ხუთი მძიმე მდგომარეობაშია. მატჩი შეწყდა.

ჩემპიონმა მკვეთრად დაამუხრუჭა, ეს უკვე ფაქტია - ბოლო ოთხ ტურში 7 ქულა სხვისთვის კარგი შედეგია, მაგრამ არა "მონაკოსთვის", რომელმაც "მონპელიეს" ვერ მოუგო. სამთავროს გუნდმა კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს მე-12 გასროლას (გოლი ვიდეორეფერის წყალობით ჩაითვალა) ვეღარაფერი შემატა, მეორე კომპენსირებულ წუთზე კი სულეიმან კამარასგან თავური გაუშვა. ასე დააკარგვინა "მონპელიემ" ჩემპიონატში ქულები ზედიზედ ორ გრანდს.

"რენისა" და "კაენის" მატჩში ვიდეორეფერიმ შეცდომით ჩათვალა გოლი სტუმართა კარში. არბიტრ ამაური დელერუს მიუთითეს, რომ გოლი ჩაეთვალა. ის ასეც მოიქცა, მაგრამ "კაენის" ფეხბურთელთა პროტესტის შემდეგ გოლის გაუქმება გადაწყვიტა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ "კაენის" ფეხბურთელები მართლები იყვნენ, ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია.

ფაქტები

"მონაკომ" ბოლო 4 ტურში მხოლოდ 2 მატჩი მოიგო. არადა, მანამდე ზედიზედ 16 მოგება ჰქონდა.

ამ სეზონში რადამელ ფალკაომ (მონაკო) კარში 13 დარტყმიდან 12 გოლი გაიტანა.

"მონაკომ" გოლების გატანა ჩემპიონატის ბოლო 55 მატჩიდან 53-ში შეძლო.

"მონაკოს" არ წაუგია ბოლო 31 დაპირისპირება "მონპელიესთან".

ნეიმარმა ამ სეზონში უკვე 4-ჯერ მოახერხა ერთ თამაშში გატანაც და საგოლე პასის გადაცემაც. იგი ამ მაჩვენებლით ტოპ-5 ლიგაში პირველობს.

პსჟ-მა "ბორდოს" პირველი სამი დარტყმით სამი გოლი გაუტანა.

პსჟ-მა პირველ ტაიმში ხუთი გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა ლიგა 1-ში.

ნეიმარი პსჟ-ის პირველი ფეხბურთელია 2012 წლის მერე, ვინც ერთ თამაშში პენალტი და საჯარიმო გაიტანა.

"კაენმა" ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.

+22 გოლების შეფარდება (პსჟ) ლიგა 1-ში 1952/53 წლების სეზონის შემდეგ არავის ჰქონია (მაშინ "რეიმსს" ჰქონდა +25).

"ლიონს" უკვე 5 თამაშია, არ მოუგია.

მონაკო-მონპელიე 1:1

გოლები: 1:0 ფალკაო (38), 1:1 ს. კამარა (92)

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - რონი ლოპეში (71. ღეზალი), ტილემანსი, ფაბინიო, ლემარი (89. ბ. კეიტა) - იოვეტიჩი (81. ჟოაო მოუტინიო), ფალკაო

პსჟ-ბორდო 6:2

გოლები: 1:0 ნეიმარი (5), 2:0 კავანი (12), 3:0 მუნიე (21), 3:1 სანქარე (31), 4:1 ნეიმარი (40-პენ), 5:1 დრაქსლერი (45), 6:1 მბაპე (58), 6:2 მალკომი (90-პენ)

პსჟ (4-2-3-1): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ვერატი (79. ნკულუ), რაბიო (70. ლო სელსო) - მბაპე, დრაქსლერი, ნეიმარი - კავანი (61. დი მარია)

იხილეთ ვიდეო

დიჟონი-სტრასბური 1:1

გოლები: 1:0 კვონი (78), 1:1 ტერიე (91)

გაძევება: იამბერე (85. დიჟონი)

გენგამი-ტულუზი 1:1

გოლები: 1:0 ტურამი (1), 1:1 სომალია (40)

ნანტი-მეცი 1:0

გოლი: 1:0 სალა (3)

გაძევება: ასუ-ეკოტო (52. მეცი)

გამოუყენებელი პენალტი: რუ (94. მეცი)

რენი-კაენი 0:1

გოლი: 0:1 ბენსებაინი (34-საკ. კარში)

ტრუა-სტ. ეტიენი 2:1

გოლები: 1:0 პელე (41), 1:1 ერნანი (53), 2:1 კაუი (57)

გაძევება: ერნანი (84. სენტ ეტიენი)

ანჟერი-ლიონი 3:3

გოლები: 0:1 მარიანო დიასი (5), 1:1 რაფაელი (30 ს.კ.), 1:2 დიაქაბი (38), 1:3 დეპაი (41), 2:3 ეკამბი (58), 3:3 ი. ტრაორე (67)

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, დიაქაბი, მენდი - ნდომბელე (84. ფერი), ტუსარი - ბ. ტრაორე (54. კორნე), ფეკირი, დეპაი - მარიანო დიასი (55. მორელი)

გაძევება: მარსელო (50)

ნიცა-მარსელი 2:4

გოლები: 1:0 ბალოტელი (4), 2:0 სერი (16), 2:1 ოკამპოსი (26), 2:2 ლე მელუ (41 ს.კ.), 2:3 ოკამპოსი (45), 2:4 ლუის გუსტავო (48)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი (70. სერტიჩი), პაიე (84. სარი), ოკამპოსი - ნ"ჟიე (78. ჟერმენი)

გაძევება: ლუის გუსტავო (66)

გამოუყენებელი პენალტი: პლეა (82. ნიცა)

ამიენი-ლილი შეწყდა

ბომბარდირები: 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ედინსონ კავანი (პსჟ); 6 - მარიანო დიასი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ).

მომდევნო ტური

13 ოქტომბერი: ლიონი-მონაკო;

14 ოქტომბერი: დიჟონი-პსჟ, კაენი-ანჟერი, გენგამი-რენი, ლილი-ტრუა, სენტ ეტიენი-მეცი, ტულუზი-ამიენი;

15 ოქტომბერი: ბორდო-ნანტი, მონპელიე-ნიცა, სტრასბური-მარსელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
პსჟ იულიან დრაქსლერს თავიდან იშორებს
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
დრაქსლერი ინგლისში? გერმანელით ერთ-ერთი გრანდი დაინტერესდა
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
დრაქსლერს "ბარსელონას" უკავშირებენ
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
იულიან დრაქსლერს იტალიურ კლუბში უნდა გადასვლა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
დრაქსლერმა კატარულ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს