ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მანჩესტერული გრანდები 7 ტურის შემდეგ 5-ქულიან დისტანციაზე დაშორდნენ კონკურენტებს და ამ გადასახედიდან ჩემპიონობის გამოკვეთილ ფავორიტებად მოჩანან

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მანჩესტერული გრანდები 7 ტურის შემდეგ 5-ქულიან დისტანციაზე დაშორდნენ კონკურენტებს და ამ გადასახედიდან ჩემპიონობის გამოკვეთილ ფავორიტებად მოჩანან. თუმცა მარათონი გრძელია და ამ გზაზე ჩავარდნებიც იქნება. ასე რომ, დასკვნების გამოტანა ჯერ ძალიან ადრეა...

ჩელსი-მანჩესტერ სიტი

"მანჩესტერ სიტიმ" ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო "სტემფორდ ბრიჯზე" და თანაქალაქელი "იუნაიტედის" ორსაათიანი ლიდერობის შემდეგ პრემიერლიგის სათავეში დაბრუნდა. მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდთან განსხვავება მხოლოდ ერთი ბურთია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, "დიდი ექვსეულიდან" ინგლისის მთავარი ლიგა ორი დიდი გუნდის დაპირისპირებად იქცა...

...როგორ არ ჰგავდა ეს "ჩელსი" შარშანდელს, როცა პეპ გვარდიოლას სამწყსოს ორივე თამაში მოუგო. ამჯერად, მოედანზე მთავარ როლში იყო არა რომელიმე ფეხბურთელი ან თუნდაც შესანიშნავი გოლის ავტორი კევინ დე ბრუინი, არამედ გუნდი - "მანჩესტერ სიტი".

მიუხედავად კინკილა გოლისა, თამაში ნამდვილად არ იყო მოსაწყენი და არც იმის თქმა შეიძლება, თითქოს, "ჩელსის" "რაღაც" დააკლდა გამარჯვებამდე - ლოგიკური იქნებოდა, "სიტის" უფრო დამაჯერებელი ანგარიშითაც მოეგო. მარტო ფერნანდინიოსა და გაბრიელ ჟეზუშის შანსები რად ღირს.

მაგრამ ბოლომდე ნუ მივაყრით მიწას მოქმედ ჩემპიონს და ვთქვათ, რომ იღბალმაც აქცია ზურგი - პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო ალვარო მორატამ, რომელსაც 6 ტურის შემდეგ ამდენივე გოლი აქვს გატანილი. ოღონდ აქვე დავძინოთ, რომ "სიტის" აკლდა სერხიო აგუერო, ვინც ამსტერდამში მეგობართან ერთად ავტოავარიაში მოყვა და ნეკნები აქვს დაზიანებული.

ამის გამო აგუეროს მინიმუმ ერთი თვე გაუცდება. სერიოზული თამაშის წინ ჰოლანდიაში კონცერტზე გამგზავრება მიმომხილველებმა "კუნს" არაპროფესიონალიზმად ჩაუთვალეს და მართალიცაა.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი

ანტონიო კონტე (ჩელსი): "რა თქმა უნდა, ეს შედეგი ჩვენთვის დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ როცა ერთმანეთს ორი დიდი გუნდი ხვდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავემდურები ერთ რამეში - მათ ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის, მაგრამ ჩვენ ვეთამაშეთ ძალიან კარგ გუნდს, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა. ჩემი კომპლიმენტი "მანჩესტერ სიტის".

პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი): "ძალიან გახარებულები ვართ. რა თქმა უნდა, შედეგი ყოველთვის პირველხარისხოვანია, მაგრამ როცა იგებ იმ თამაშით, როგორიც დღეს ვაჩვენეთ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, ეს კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა".

ფაქტები

"ჩელსიმ" მიმდინარე პრემიერლიგის 4 საშინაო მატჩში უკვე 8 ქულა დაკარგა.

2015 წლის ნოემბრის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "სიტიმ" ზედიზედ 4 მატჩში არ გაუშვა გოლი.

"ჩელსიმ" ზედიზედ 2 საშინაო მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა, რაც პირველი შემთხვევაა 2012 წლის ნოემბრის შემდეგ.

2003/04 წლების სეზონის შემდეგ "ჩელსის" ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი პროცენტი ჰქონდა - 38.

პეპ გვარდიოლამ, როგორც მწვრთნელმა, ბოლო 8 ოფიციალურ მატჩში პირველად შეძლო "ჩელსისთან" გამარჯვება.

პრემიერლიგის ბოლო 17 მატჩში კევინ დე ბრუინმა ("მანჩესტერ სიტი") მონაწილეობა მიიღო 15 გოლში - 3 გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.

პრემიერლიგის ბოლო 16 მატჩში გაბრიელ ჟეზუშის ("მანჩესტერ სიტი") ხელი 16 გოლში ურევია - 11 გოლი, 3 პასი.

მანჩესტერ იუნაიტედი-კრისტალ პალასი

ფაქტები

"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერლიგაში არასოდეს წაუგია "კრისტალ პალასთან" - 14 მოგება, 3 ფრე.

ხუან მატამ პრემიერლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა (მეშვიდე ესპანელი ფეხბურთელია, ვინც ამ ნიშნულს უწია) და დაასრულა 809-წუთიანი უგოლო სერია.

მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო 10 მატჩში მარკუს რაშფორდმა 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 5 საგოლე პასი).

"იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში მარკუს რაშფორდმა პირველად შეძლო ერთ მატჩში 2 საგოლე პასის შესრულება.

"კრისტალ პალასმა" ზედიზედ მე-8 მატჩში ვერ გაიტანა გოლი და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა "ჰართლპულისა" (1970, 1993) და "სანდერლენდის" (1977) მიერ დამყარებულ ინგლისურ ანტირეკორდს.

თუ "კრისტალ პალასი" მომდევნო ტურში ვერ გაიტანს, გაიმეორებს "ჰალიფაქსის" მიერ 1990/91 წლების სეზონში დამყარებულ ინგლისურ ანტირეკორდს - ზედიზედ 8 მატჩი გატანილი გოლის გარეშე.

"პორტსმუთის" (2009/10) შემდეგ "კრისტალ პალასი" არის პრემიერლიგის მეორე გუნდი, რომელმაც სეზონის სტარტიდან ზედიზედ 7 მატჩი წააგო.

ჰადერსფილდი-ტოტენჰემი

ფაქტები

ჰარი კეინმა ("ტოტენჰემი") სექტემბერში 13 გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდია. ტოპ-ლიგებში ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდათ ლიონელ მესის (2012 წლის მარტი) და კრიშტიანო რონალდოს (2010 წლის ოქტომბერი).

1960/61 წლების სეზონის შემდეგ "ტოტენჰემმა" პირველად მოახერხა ოთხივე გასვლითი სასტარტო მატჩის მოგება.

"ტოტენჰემმა" ბოლო 6 მატჩში 25 გოლი გაიტანა - საშუალოდ 4.2 გოლი თამაშში.

"ჰადერსფილდმა" "ტოტენჰემთან" მატჩში იმაზე მეტი (4) გოლი გაუშვა, ვიდრე წინა ექვს მატჩში (3).

არსენალი-ბრაიტონი

ფაქტები

"არსენალმა" საკუთარ მოედანზე ბოლო 11 მატჩი მოიგო ყველა ტურნირის ჩათვლით. ეს არის ამ კლუბის მეორე შედეგი. პირველი და უფრო გრძელი სერია (12 მატჩი) 2009 წლის მაისი-ნოემბრით თარიღდება.

"ბრაიტონს" "არსენალთან" გასვლითი მატჩი არასოდეს მოუგია.

წინა სეზონიდან მოყოლებული, ალექსის სანჩესმა "არსენალის" 35 გოლში (24 გაიტანა, 11 პასი გააკეთა) მიიღო მონაწილეობა.

"არსენალს" ზედიზედ 4 მატჩში არ გაუშვია გოლი, რაც პირველი შემთხვევაა 2014 წლის მაისის შემდეგ.

ფაქტები სხვა მატჩებიდან

"ბორნმუთს" "ლესტერთან" არ წაუგია არც ერთი (5) პრემიერლიგური მატჩი - 1 მოგება, 4 ფრე.

"ლესტერმა" პრემიერლიგის სტარტიდან 7 ტურში მხოლოდ 5 ქულა მოაგროვა, რაც ამ გუნდის ყველაზე ნეგატიური მაჩვენებელია 1994/95, 2001/02 და 2003/04 წლების სეზონების მსგავსად.

კრეიგ შექსპირის მწვრთნელობის პერიოდში "ლესტერმა" ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (3 ფრე, 6 წაგება).

პიტერ კრაუჩმა ("სტოკი") ბოლო 5 პრემიერლიგური გოლიდან 4 შეცვლაზე შესულმა გაიტანა.

საიდო ბერაჰინომ ("სტოკი") პრემიერლიგაში ზუსტად შესრულებული პირველი 8 პენალტის შემდეგ ბოლო 3 ვერ გაიტანა. მისი "მშრალი" სერია უკვე 31 საათსა და 48 წუთს მოიცავს.

აპრილის შემდეგ "საუთჰემპტონმა" პირველად წააგო საგარეო მატჩი პრემიერლიგაში.

2015 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ვესტ ბრომვიჩმა" ვერ შეინარჩუნა 2-ბურთიანი უპირატესობა.

2016 წლის ნოემბრის შემდეგ დიაფრა სახომ ("ვესტ ჰემი") პრემიერლიგაში პირველად გაიტანა.

"ევერტონმა" მიმდინარე სეზონში უკვე იმდენი საშინაო მატჩი წააგო, რამდენიც მთელ წინა ჩემპიონატში.

"ბარნლიმ" მიმდინარე პრემიერლიგაში უკვე 8 საგარეო ქულა მოიპოვა - ერთი მეტი, ვიდრე მთელ წინა ჩემპიონატში.

ჯერ ჰენდრიკს ბოლო 27 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი "ბარნლის" შემადგენლობაში.

ჰადერსფილდი-ტოტენჰემი 0:4

გოლები: 0:1 კეინი (9), 0:2 ბ. დევისი (16), 0:3 კეინი (23), 0:4 სისოკო (90+1)

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი - ტრიპიერი (82. უოლკერ-პიტერსი), უინქსი, დაიერი, ბ. დევისი - ერიქსენი (75. სისოკო), ალი - კეინი (87. სონი).

მანჩესტერ იუნაიტედი-კრისტალ პალასი 4:0

გოლები: 1:0 მატა (3), 2:0 ფელაინი (35), 3:0 ფელაინი (49), 4:0 ლუკაკუ (85)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ჯოუნსი, იანგი - მატიჩი, ფელაინი - მატა (77. ერერა), მხითარიანი (66. ლინგარდი), რაშფორდი (72. მარსიალი) - ლუკაკუ.

სტოკი-საუთჰემპტონი 2:1

გოლები: 1:0 დიუფი (40), 1:1 იოშიდა (76), 2:1 კრაუჩი (85)

გამოუყენებელი პენალტი: ბერაჰინო (43. სტოკი)

ვესტ ბრომვიჩი-უოტფორდი 2:2

გოლები: 1:0 რონდონი (18), 2:0 ევანსი (21), 2:1 დუკური (37), 2:2 რიჩარლისონი (90+6)

ვესტ ჰემი-სუონსი 1:0

გოლი: 1:0 სახო (90)

ჩელსი-მანჩესტერ სიტი 0:1

გოლი: 0:1 დე ბრუინი (67)

ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - რიუდიგერი, კრისტენსენი, კეჰილი - ასპილიკუეტა, კანტე, ბაკაიოკო (74. ბატშუაი), ფაბრეგასი, ალონსო - აზარი (72. პედრო) - მორატა (35. ვილიანი).

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ოტამენდი, დელფი - დე ბრუინი (90+3. დანილო), ფერნანდინიო, დავიდ სილვა (76. ბერნარდო სილვა) - სანე (84. გიუნდოგანი), სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუში.

არსენალი-ბრაიტონი 2:0

გოლები: 1:0 მონრეალი (16), 2:0 ივობი (56)

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - ჰოლდინგი, მუსტაფი, მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა (83. ელნენი), კოლაშინაცი - ივობი (71. უოლკოტი), ალექსის სანჩესი - ლაკაზეტი (71. ჟირუ).

ევერტონი-ბარნლი 0:1

გოლი: 0:1 ჰენდრიკი (21)

ნიუკასლი-ლივერპული 1:1

გოლები: 0:1 კოუტინიო (29), 1:1 ხოსელუ (36)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კოუტინიო - სალაჰი (84. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), მანე (74. სოლანკე), სტარიჯი (74. ფირმინო).

ბორნმუთი-ლესტერი 0:0

ბომბარდირები: 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი); 5 - ჯეიმი ვარდი (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)

მომდევნო ტური

14 ოქტომბერი: ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი, ბარნლი-ვესტ ჰემი, კრ. პალასი-ჩელსი, მანჩესტერ სიტი-სტოკი, სუონსი-ჰადერსფილდი, ტოტენჰემი-ბორნმუთი, უოტფორდი-არსენალი

15 ოქტომბერი: ბრაიტონი-ევერტონი, საუთჰემპტონი-ნიუკასლი

16 ოქტომბერი: ლესტერი-ვესტ ბრომვიჩი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს