გუშინ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი დაიწყო
დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გუშინ დაიწყო. შეჯიბრების მონაწილე 9 გუნდი 3 ჯგუფშია გადანაწილებული, რომლებიც ნახევარფინალში გასასვლელად იბრძვიან.

გუშინ ჩატარდა პირველი ტურის მატჩები. პირველ შეხვედრაში "თსუ-ჰიუნდაიმ" "მგზავრებს" სძლია. დუდუ დადიანის მემორიალი დაზვერვით ხასიათს ატარებს და სეზონის წინ გუნდები საკუთარ და მეტოქე გუნდების ძალებს აფასებენ. ახალი ლეგიონერები საქმეში პირველად იცდებიან, რის შემდეგაც ნაწილს კონტრაქტებს უფორმებენ, ნაწილს კი ემშვიდობებიან.

"თსუ-ჰიუნდაის" ლეგიონერები არ ჰყავს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის ბირთვს 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები შეადგენენ, რომლებმაც ლაღი თამაშის წყალობით "მგზავრები" დაამარცხეს - 85:66.

მეორე მატჩში სუპერლიგის დებიუტანტი, მარნეულის "დელტა" "სოხუმს" შეხვდა. ორივე გუნდს 4-4 ლეგიონერი ჰყავდა და პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლაც გაჩაღდა. მეორეში კი სოხუმელებმა იძალეს და საბოლოოდ 17-ქულიან გამარჯვებამდე მივიდნენ - 94:77.

გამარჯვებულებს 24 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით ხუან ვოლტერმა ულიდერა. 25 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა უკრაინელი მაკსიმ ლუცენკოს ანგარიშზე. მარნეულელთაგან 20 ქულითა და 7 მოხსნით არტიომ შვეცი გამოირჩა.

ბოლო შეხვედრაში "ოლიმპმა" "კაკტუსს" შანსი არ დაუტოვა და 87:66 მოუგო. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ოლიმპელებმა უპირატესობა მოიპოვეს და 20 ქულით დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში უპირატესობამ 35 ქულას მიაღწია და შეხვედრამ ინტერესი დაკარგა.

ოლიმპელებს 16 ქულითა და 15 მოხსნით მარკ ენტონიმ ულიდერა. 13-13 ქულა დააგროვეს ნიკა დარბაიძემ და რეზო როგავამ. მორის ჰილის ანგარიშზე 10 ქულა და 8 მოხსნაა. "კაკტუსში" 13 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო დავით ლომიძე.

2 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩი გაიმართება: "რუსთავი"-"კაკტუსი", თსუ-"დინამო" და "ქუთაისი"-"დელტა".

დუდუ დადიანის მემორიალი 2017

1-ლი ოქტომბერი

მგზავრები-თსუ 66:85

16:17, 15:23, 7:21, 28:24

მგზავრები: ჯინჭარაძე (8ქ), ს. სანაძე (11ქ, 3პ), ღურწკაია (3ქ), ალხანაიძე (14ქ, 9მ), ნუცუბიძე (3ქ, 6მ), ლომინაშვილი (4ქ), დ. ბარბაქაძე (12ქ, 4პ), ნვალი (6ქ, 10მ), აკობია (5ქ, 7მ).

თსუ: აფხაზავა (14ქ, 6პ), ჩეჩელაშვილი (17ქ, 5მ), კორსანტია (28ქ, 14მ, 3პ), მაისურაძე (3ქ, 9მ), ზოლინი, ფიფია (5ქ), ფევაძე (10ქ, 7მ), ლოლიშვილი (8ქ, 5მ, 6პ), ჯაფარიძე.

დელტა-სოხუმი 77:94

28:25, 22:25, 11:23, 16:21

დელტა: ს. ლეჟავა (3პ), ნილი (13ქ, 7პ), ვახანია (5ქ), ელიაძე (6ქ), ბონდუმელი (11ქ), რეი (2ქ), კენჭიაშვილი (5ქ), კრაფტი (5ქ), გოგაძე (5ქ), ლობჟანიძე (5ქ, 4პ), ანთაძე (2ქ, 5მ, 3პ), შვეცი (20ქ, 7მ).

სოხუმი: კვეტენაძე, ჩელოვანი (15ქ), ლუცენკო (25ქ, 6მ, 5პ), ლ. რევაზაშვილი (9ქ, 5მ), ყეინაშვილი, ხუანი (24ქ, 7მ, 6პ, 4ჩ), ლ. ბულიავა, პრიმაკი (11ქ), ზუზაძე, ბოგდანი (4ქ, 4პ), მ. რევაზაშვილი (6ქ, 6მ, 3პ).

კაკტუსი-ოლიმპი 66:87

14:22, 15:24, 11:27, 26:14

კაკტუსი: ჰარკსი (9ქ, 5პ), ბოისა (6ქ), ტურძელაძე (6ქ), ლ. ლოლიშვილი (3ქ), ამონაშვილი, ჯონსონი (12ქ, 6მ), ლომიძე (13ქ, 8მ, 3პ), უარდი (11ქ, 8მ), გოგალაძე (6ქ).

ოლიმპი: გივი ბაქრაძე (7ქ, 3პ), ბოლქვაძე (7ქ), როგავა (13ქ, 5პ), გეგი ბაქრაძე, ცხოვრებოვი (4პ), ბოქოლიშვილი (7ქ), პულუზაშვილი (6ქ, 5მ), გუგეშაშვილი, ჭოჭუა (8ქ), დარბვაიძე (13ქ, 6მ), ჰილი (10ქ, 8მ, 5ჩ), ენტონი (16ქ, 15მ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
დუდუ დადიანის მემორიალი: "რუსთავი" დაბრუნდა
დუდუ დადიანის მემორიალი. 1/2-ფინალი: "ოლიმპის" დინამიკა თუ "დინამო" ოლიმპზე?
დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
დუდუ დადიანის მემორიალზე გუნდები ნახევარფინალში დაწყვილდნენ