"საბურთალოს" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ლა ლიგის გუნდში იჯარით ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა
გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის ლა ლიგის "ჟირონაში" ორი თვის იჯარით ჩაირიცხა. "საბურთალოს" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ევროპაში იჯარის წესით გადავიდა.

"ესპანელები ძალიან თბილად დამხვდნენ, ყოველთვის მათ ყურადღებას ვგრძნობ, გუნდში კი ერთადერთი ლეგიონერი ვარ. შეიძლება ითქვას, უცხო გარემოში ადაპტაცია უკვე გავიარე.

რაც შეეხება ვარჯიშებთან შეგუებას, არც ეს გამჭირვებია. საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით მაღალი ტემპია, თუმცა რაიმე განსაკუთრებული არაფერი, რადგან "საბურთალოში" კარგად მომზადებული ვიყავი", - ამბობს ქოჩორაშვილი.

მისი თქმით, "ჟირონას" ოფიციალურ შეხვედრებში მალე ითამაშებს, რადგან იურიდიული პრობლემები ჰქონდა და ახლახას მოაგვარა:

"ცოტა ხნის წინ ამხანაგური შეხვედრა ჩავატარე. რაც შეეხება ჩემპიონატს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემს თამაშზე თანხმობა განაცხადა. ახლა სტამბოლში დოკუმენტები უნდა შევიტანო, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამომატანა, ამის შემდეგ უკვე თამაშის უფლება მექნება".

ქოჩორაშვილის თქმით, "ჟირონაში" დიდი კონკურენციაა:

"გუნდში 22 ფეხბურთელია, ანუ, თითო პოზიციაზე - 2 ფეხბურთელი. ვარჯიშებზე როგორც წარმოაჩენ თავს, ოფიციალურ თამაშსაც იქიდან გამომდინარე ითამაშებ. ამიტომ გაორმაგებული მონდომებით ვარჯიშობენ, რადგან ყველას უნდა, რომ მწვრთნელებს თავი მოაწონონ და ძირითადში მოხვდნენ".

რამდენიმე დღის წინ უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "საბურთალომ" თურქეთში "ბურსა" დაამარცხა. გიორგი ყოფილ თანაგუნდელებს სიფრთხილეს ურჩევს:

"ახალგაზრდული ლიგის საგზური ამ გუნდთან ერთად მოვიპოვე და ძალიან გამეხარდა, "საბურთალომ" გასვლაზე რომ გაიმარჯვა. ბიჭებს ველაპარაკე და თამაში განვიხილეთ. თუმცა, ჯერ არაფერია დამთავრებული, წინაა 90 წუთი და მიმაჩნია, თბილისური მატჩი თურქეთში ჩატარებულზე უფრო რთული იქნება.

"ბურსა" ყველაფერს გააკეთებს, რომ თამაში გადაარჩინოს. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩვენ უფრო მეტი შანსი გვაქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
[VIDEO] ამას ვინ ელოდა? - ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" "ბოდო გლიმტს" 5 უპასუხო გოლი გაუტანა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"