ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ, 2018 წლის თებერვალში, ლოს ანჯელესში NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ახალი ფორმატით გაიმართება

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ, 2018 წლის თებერვალში, ლოს ანჯელესში NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ახალი ფორმატით გაიმართება - პირველად ისტორიაში, გუნდები არ დაიყოფიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაკრებებად.

ახალი ფორმატი გულისხმობს იმას, რომ კაპიტნები დააკომპლექტებენ ორ გუნდს მოთამაშეთა იმ ჯგუფიდან, რომლებიც მიიღებენ გამოძახებას "ოლ სტარზე". კაპიტნები კი იქნებიან - ორი მოთამაშე აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, რომლებიც გულშემატკივრების გამოკითხვაში ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.

მოთამაშეთა არჩევა უცვლელი დარჩება. თითოეული კონფერენციიდან ლოს ანჯელესში გაემგზავრება 12-12 მოთამაშე. აქედან ხუთ-ხუთს აირჩევენ გულშემატკივრები, მოქმედი მოთამაშეები და ჟურნალისტები, შვიდ-შვიდ რეზერვისტს კი - ვარსკვლავური გუნდების მწვრთნელები.

და, როცა ცნობილი გახდება ყველა არჩეული მოთამაშის ვინაობა, კაპიტნები რიგრიგობით აიყვანენ მათ საკუთარი გუნდებისთვის. აღმოსავლეთის კაპიტანს უფლება ექნება, აირჩიოს კალათბურთელი დასავლეთიდან და პირიქით.

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ამიერიდან, "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" გუნდები საქველმოქმედო მიზნებით ითამაშებენ. ისინი თავად აირჩევენ შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებსაც თანხას გადაურიცხავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქომაგი
აბა გამხდარა ზაზა კაპიტანი და ეგაა :)
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა