საქართველო-უელსის მატჩი "დინამო არენაზე" 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება
საქართველო-უელსის მატჩი "დინამო არენაზე" 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ორივე გუნდის პროგრამა-მინიმუმი ამ თამაშში გამარჯვებაა და ბუკმეკერებიც არაერთგვაროვან პროგნოზებს გვთავაზობენ.

ამ თამაშს ორივე გუნდი ლიდერების გარეშე ხვდება და მოედანზე ვერ ვიხილავთ: თორნიკე ოქრიაშვილს, ჯანო ანანიძესა და გარეთ ბეილს. მოედანზე მათი ყოფნის შემთხვევაში, შეფასებების დროს სულ სხვა ვითარება იქნებოდა.

ბუკმეკერები ფიქრობენ, რომ გოლის გატანის ყველაზე მეტი შანსი "ბარნლისა" და "ვესტ ბრომვიჩის" შემტევებს: სემ ვოუკსა და რობსონ კანუს აქვს. მესამე ადგილზეა "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემზი.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე რეალურად მიიჩნევა გიორგი ქვილითაიას გოლი, შემდეგი ირაკლი სიხარულიძეა და მესამეზე კი ვაკო ყაზაიშვილის გოლია. ამ მხრივ თანაბრად ფასდება ვლადიმერ დვალიშვილის, დავით სხირტლაძისა და გიორგი ჭანტურიას შანსები.

დაცვითი ხაზის მოთამაშეებიდან მეტოქის კარის აღების ყველაზე მეტი შანსი გურამ კაშიას აქვს. საქართველოს ნაკრებში თითქმის უშანსოდ მიიჩნევენ უჩა ლობჟანიძეს.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოიგებს თამაშს, ფავორიტი უელსია, მაგრამ მათი კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია და ფავორიტ გუნდს ხშირად ასე არ აფასებენ. რა თქმა უნდა, მეტოქეს ანიჭებენ უპირატესობას პირველი და ბოლო გოლის ნომინაციაშიც. თუ ბუკმეკერების შეფასებებს დავუჯერებთ, საქართველოს ნაკრებისგან პირველ ტაიმში სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, ხოლო მეორე ტაიმში უფრო მეტი შანსია, რომ თამაშში ცვლილებები შევიტანოთ.

ბუკმეკერები ფიქრობენ, რომ ამ თამაშში ნაკლებად სავარაუდოა, ორ გოლზე მეტი გავიდეს და ყველაზე რეალურ ანგარიშად უელსის გამარჯვება 1:0 მიაჩნიათ. მათი ვარაუდით, პირველი გოლი საწყის 15 წუთში გავა, მეორე ტაიმში კი გოლების შანსები ბევრად ნაკლებია.

მათი შეფასებებით, თუ პირველ გოლს უელსი გაუშვებს, ისინი თამაშს ვერ შემოატრიალებენ და მხოლოდ ფრეს დასჯერდებიან. საქართველოს კი პირველი გოლის გაშვების შემთხვევაში, დიდწილად, განწირულად თვლიან.

რაც შეეხება უხეშ თამაშს, მიიჩნევა, რომ საქართველოს ნაკრები უფრო მეტ გაფრთხილებას მიიღებს და ჯარიმების რაოდენობაც მეტი ექნება. თამაშგარესა და კუთხურების რაოდენობაში ფავორიტი კი უელსია.

კახა
გამოდის წინასწარ სცოდნიათ შემადგენლობა...
გოგი ქუთაისელი
ვენის ტყის ზღაპრები!
dadu
დვალიშვილის გოლს თუ გამოიცნობ დედამიწაზე რაც ტოტალიზატორებია ყველა შენი ხდება და ბონუსად ბილ გეითსის მთელი ქონებაც მოყვება. დვალიშვილის გოლს კი არა კარისკენ გახედვას აქვს 150 000 000 "კუში". აი ნაკრებს რომლის თუნდაც ზამენის ფეხბურთელი დვალიშვილია არაფრის ღირსი არ არის და ლოგიკურად ვერც ვერაფერს ვერ ვაღწევთ (ნუ მიღწევაში უკვე უკანასკნელ გუნდებთან ფრე იგულისხმება). სანამ "ფედერაციის" ძმაკაცობა იქნება ნაკრებში მუდმივი ადგილის მომტანი იქმდე ვიქნებით ასე მაჩანჩალა დონეზე. არ დაბლოკოთ!!!!!!! როდისმე ხომ უნდა დასრულდეს დვალიშვილის უმსგავსობა საქართველოს ნაკრებში? რა დავაშავეთ ნეტა ეს რო ვერაფრით მოვიცილეთ? თბილისის თასზე (სამოყვარულო ლიგა) ბევრად მაღალი დონის მოყვარული ფეხბურთელები თამაშობენ.
svan
ლადოს რამდენი აქვს "კუში"?!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია