ყოველი სანაკრებო განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი აქტუალური თემაა.
ვლადიმერ დვალიშვილზე საუბრობენ, საუბრობდნენ და კიდევ ვინ იცის, რამდენ ხანს ისაუბრებენ. ყოველი სანაკრებო განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი აქტუალური თემაა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კარიერის პიკშიც ვერ დაიმსახურა ქართველი ქომაგისგან ნდობა და დღეს მის მიმართ პოზიტიური კომენტარის ნახვა გაგიჭირდებათ. არადა, ის ნაკრებისთვის ოჯახის წევრივითაა, ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ნაკრებში როცა გამოუძახებიათ, თავი არასდროს აურიდებია.

მოგვწონს თუ არა ვლადიმერ დვალიშვილის ნაკრებში ყოფნა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ის თავისი ნებით შემადგენლობაში არ ხვდება. ეტყობა არის რაღაც, რასაც ვერ ვხედავთ და რითიც ყოველთვის გამოარჩევდნენ საქართველოს ნაკრების მწვრთნელები.

მისი კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო და ნაკრებში დებიუტი 2009 წლის 6 ივნისს შედგა, სადაც საქართველო მოლდოვასთან 1:2 დამარცხდა. მაშინ ნაკრებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა, რომელმაც 63-ე წუთზე რატი ალექსიძის ნაცვლად შეიყვანა მოედანზე.

პირველი გოლი ნაკრებში 4 დღის შემდეგ, მომდევნო ამხანაგურ მატჩში გაიტანა. საქართველოს ნაკრები ალბანეთს ეწვია და თამაში ფრედ, 1:1 მორჩა. დვალიშვილი ძირითადში იყო და თავი მე-2 წუთზე გამოიჩინა.

2009 წელი ნაყოფიერი იყო ლადოსთვის ნაკრებში, პირველ გოლს მალევე მეორე მოაყოლა, ისლანდიასთან 3:1 წაგებულ შეხვედრაში. გულშემატკივარი მაშინ თვლიდა, რომ დვალიშვილი ნაკრების მომავალი იყო. მას შემდეგ დვალიშვილმა ნაკრებში 39 მატჩი ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

მისი ლეგიონერობის პერიოდი "სკონტოში" დაიწყო, სადაც ორ სეზონში 21 გოლი გაიტანა. შემდეგ "მაქაბი" იყო - 3 სეზონში 35 გოლი. კარიერის საუკეთესო პერიოდი პოლონეთში ჰქონდა, სადაც თავდაპირველად "პოლონიაში" თამაშობდა და ორ სეზონში 10 გოლი გაიტანა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო ვარშავის "ლეგიაში", სადაც "სუპერმენს" ადარებდნენ. მისი შედეგიანობა ორ სეზონში 21 გოლი და 5 საგოლე გადაცემა იყო.

რატომ ვერ გახდა შედეგიანი თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებში? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული იქნება. თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს, როცა დვალიშვილი კარიერის პიკში იყო, მაშინ ნაკრებში ყველაზე დიდი უგოლო სერია ჰქონდა. იმ პერიოდში გულშემატკივარი ორად იყო გაყოფილი: ნაწილი ქეცბაიას აკრიტიკებდა, დვალიშვილს რომ ათამაშებდა და მეორე ნაწილი ფიქრობდა, რომ უკეთესი ვარიანტი არ გვქონდა.

2013 წელს, როცა "ლელოს" ჟურნალისტმა მერაბ მამულაშვილმა დაუსვა კითხვა, თუ რატომ უჭირდა საქართველოს ნაკრებში გოლის გატანა, მისი პასუხი ასეთი იყო:

"ნაკრებში მარტო ჩემი კი არა, საერთოდ, თავდასხმის პრობლემაა, რადგან მთელი ყურადღება საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გვაქვს გადატანილი. ასეთ დროს შეტევა და შედეგიანი თამაში ძნელია. პასუხისმგებლობას თავადაც არ გავურბივარ და ჩემს თავსაც ვადანაშაულებ. მქონდა მომენტები და ვერ გამოვიყენე, მაგრამ გატანა რომ გვიჭირს, ეს ფაქტია და მეტი მოგვეთხოვება."

ვლადიმერ დვალიშვილი დღეს ყაზახეთის პრემიერლიგაში თამაშობს. 31 წლის თავდამსხმელმა 2017 წლის სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ბოლოს გოლი 28 მაისს გაიტანა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ბოლო გოლი წელს, 7 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსა და ნევისს გაუტანა.

roma
მერებაშვილისგან რა გინდა? რას ერჩი მაგ ბიჭს რა გააკეთოს ნახევარმცველმა? გოლი გააქვს როცა შანსი აქ და პასებსაც არიგებს. წელს 8 გატანილი გოლიდან 6 გოლი ნახევარმცველების ანგარიშზეა და თავდასხმა რომ არ გვივარგა მაგიტომაც ვართ ჯგუფში 5 ადგილზე. რამდენიც ნახევარმცველებს აქვთ გატანილი იმდენი რომ თავდამსხმელებს გაეტანათ ახლა ჯგუფში 3 პოზიციაზე ვიქნებოდით და დღევანდელ თამაშში გადაწყდებოდა გავიდოდით თუ არა პლეიოფში, ასე რომ ნახევარდაცვა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე რომ ფეხბურთს უყურეთ და დასკვნები მერე გამოიტანეთ.
dadu
გეთანხმები ზუსტად ასეა გოლის ალღო არ აქვს. თუნდაც სირაძე ყოველტვის დვალიშვილზე მაღლა იდგა იმიტომ რომ გოლის უტყუარი ალღო ჰქონდა და სულაც არ ჭირდებოდა მასსავიტ შავი სამუშაოს შესრულება. დვალიშვილი შავ სამუშაოს ასრულებს იმიტომ რომ თეთრი არ იცის და მოედანზე უბრალოდ ხო არ დადგება? არ ესმის ამ კაცს გოლი და მოკალი თუ გინდა. თავდამსხმელი კი ბრძოლისუნარიანობით არ ფასდება. ინძაგის ნაბრძოლი ვინმეს სადმე უნახავს? ხვალვე შეედაროს რომელიმე ქართველი თუნდაც მებრძოლი თავდამსხმელი მის ალღოს და გატანილ გოლებს.
Roma
Chamosvlaze ra wuwuni unda daicyos egec ar myavdes neimari. Piriqit mistvis aris kargi saxelia nakrebshi rom tamashobs ra wuwunzea saubari reebs postavt??? Yvela mcvrtnels rom yavs gamodzaxebuli magito gvichiravs xelshi rame.... rac tavi maxsova axali gundis shenebashi arian da rit ver gamocvales es lobjanidze dvalishvilebi ver vxvdebi. Mate vacadzes araferi daecuneba tavitac magrad tamashobs da shav samushaosac kargad sheasrulebs roca presingi iqneba sachiro. Gyavdet merebashvili dvalishvili lobjanidzeebi da iocnebet msoplioze gasvlaze :D
dadu
იმიტომაც ქონდა რომელიმე მწვრთნელს რაიმე შედეგი. მეც მაგას ვამბობ სწორედ ვიღაც-ვიღაცეების ძმაკაცობით მუდმივად ნაკრებში როა და გოლი ჩვენსწლთაღრიცხვამდე რომ აქვს ბოლოს გატანილი სწორედ ეგ პრობლემა მაქვს წინა პლანზე წამოწეული.
dadu
ცხოვრებაში ფეხბურთი თვალით არ გაქვს ნანახი ხო? შენი აზრით ცენტრ ფორვარდი შავი სამუშაოს შემსრულებლად გამოდის მოედანზე? გოლი ვიღამ გაიტანოს ერთფორვარდიან სქემაში? მეკარემ? სანამ კომენტარს გააკეთებდი ერთხელ მაინც გენახა ფეხბურთი რა არის. იმიტომაცაა ყველა შავ სამუშაოს ასრულებს და გოლი საუკუნეში ერთი გაგვაქ. ცნობისათვის შავი სამუშაო უნდა შეასრულოს გვილიამ კანკავამ (და მეტნაკლებად კარგად ასრულებენ კიდეც) ფორვარდის პირველი დავალება გოლია და ყველა ფორვარდი მსოფლიოს ყველა კუთხეში გოლით ფასდება. თუ დვალიშვილს შავი სამუშაო იტაცებდა მაშინ ჩამშლელად უნდა ეთამაშა და არა ფორვარდად.
Gio
ეს მწვრთნელი კი არა ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და ეროვნულში კუპერიდან მოყოლებული ყველა მწვრთნელი იძახებს ნაკრებში და ესეიგი საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის! ვარსკვლებს რომ არ წყვიტავს არც დვალიშვილი და არც საქართველოს ნაკრები მაგას მეც ვხედავ მაგრამ პატივისცემას იმსახურებს და აქ ზოგიერთების სალანძღავი ნამდვილად არ არის!!!
Casila
Tb,აბსოლიტურად გეთანხმები
beqa
ავდასხმამ თუ შავი სამუშაო უნდა ასრულოს გოლი ვინ უნდა გაიტანოს? მარტო გოლზე კი არა აქ მოგებაზეა საუბარი Tb
სახელი
როგორ მოგვისპეს ქართველ გულშემატკივარს გემოვნება, ამ კომენტარიდან ჩანს
Tb
ვისაც ფეხბურთი ოდნავ ესმის ხედავს დვალიშვილი რა ფეხბურთელიცაა. შეუძლია ბურთის დაჭერა. ორთაბრძოლაში შესვლა. პასი. დინამოში ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგა მაგრამ ვაი მაყურებელს ფეხბურთში მარტო გოლი უნდა სხვას ვერ ხედავს. უკვე გოლს ვეღარ იტანს მაგრამ შავ სამუშაოს ასრულებს იდეალურად. მწვრთნელსაც მოსწონს ის ვინც დავალებას ასრულებს. და არა მაყურებელზე მოთამაშე ოქრიაშვილი გოგუები.
vazha
არ ესმის დვალიშვილს მეტოქის საჯარიმო მოედანი-ვერაა შემგდები.კი ჯანი აქვს,დარბის,მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილზე ვერასდროს ვერ ასწრებს.დათო სირაძეს ესმოდა ეს ამბავი,ასევე ვაწაძე,კაჭარავა,ქვილითაია,მჭედლიძეს-ესმით.დვალიშვილს არ ესმის.არაა ეგ შემგდები მოკლედ
xvica
ეს ვაისის ბრალია თუ ვისი ვერ გავიგეთ, რატო იზახებს ფეხბურთელს როცა ფორმაში არაა, ან იმ მომენტისთვის შეუფერებელიოა სათამაშოდ,არ აცნობენ ამ კომენტარებს თუ მთელ ხალხს დასცინის. დვალიშვილი კი მოდის თუკი გამოიძახეს, რომ არ ჩამოვიდეს მასინ სხვანაირად დაწერენ, ამიტომ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია,ასე არსად არ ხდება.
გაბრიელ
ერთხელ არა, ორჯელ არა, აღარ კმარა! უნდა მოიძებნოს სხვა ვარიანტი, რაც ვფიქრობ შესაძლებელია.
ზურიკო
ერთ ეპიზოდში მართალი ხარ ძნელია ჩამოშლილია ნაკრები მაგრამ სადაცაა იქ ვერ ქაჩავს...
jibuti
როგორც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს შეტენეს ბოისა და გამყრელიძე, მხოლოდ იმის გამო, რომ ნაცნობობა ყავდათ ფედერაციაში. ზუსტად ისე ხდება საფეხბურთო ნაკრებშიც. ამისულაშვილი ძლივს მოვიშორეთ, ეხლა ამათ გვტენიან. საქართველოს ჩემპიონატიდან მოვძებნი 10 კაცს მაინც რომლებიც დვალიშვილს აჯობებენ.
Casila
მე არ ვარ ლადოს ადვოკატი მარა საქართველოს ნაკრებში გოლეადორობა ცოტა ისეთი თემაა
ზურიკო
მომისმინეთ!!!! არ დაბლოკოთ!!! არ არის კარგი და შედეგიანი ფორვარდი და თუ მასე ბრძოლობს დააყენეთ დაცვაში.. ფორვარდმა გოლები უნდა იტანოს ავტორი ნახეთ რა არ დაუცყო ეპითეტებით ქება!!??სასაცილოა რა ყოველივე...
roma
ხოოოო თავისი ნებით არა ალბათ ბიძა ყავს ჯიგარი, ან ძმაკაცი ყავს კობიაშვილის სახით ფედერაციაში. ლობჟანიძეც მასე არააა? რა უნდათ ამათ ნაკრებში გადააშენეთ მთვარეზე და იქაც ციხეში ჩაკეტეთ, მაგრამ იქაც გამოძრება ნაცნობობით :D :D :D
dadu
პირადად არ ვიცნობ დვალიშვილს და შეიძლება ძალიან ჯიგარი ფეხბურთელიც არის, ნაკრებში რო ყოველთვის ჩამოდის ესეც ფაქტია და ვერ ვუარვყოფთ მაგრამ გინდა აქედან მივუდგეთ გინდა იქიდან გინდა ქვევიდან და გინდა ზევიდან არ არის ეს კაცი საქართველოს ნაკრების დონის და მოკალი თუ გინდა ვერ თამაშობს და არც არსად არასოდეს უთამაშია. ვინმემ დაასახელოს ამის მაგარი თუნდა ერთი თამაში ვის რომელი გახსოვთ? არ გამომიტოვებია ნაკრების არცერთი მატჩი და ამის ნორმალური თამაში ვერსად ვნახე. მარტო ბრძოლა სამწუხაროდ არაფრის მომტანია. არ არის მაღალი დონის (არც არასოდეს ყოფილა) არ არის კარგ ფორმაში (იშვიათია გაიხსენო მისი კარგი ფორმა), ნაკრებში საუკუნეა გოლი არ გაუტანია ან დებილია ეს მწვრთნელი (რისიც ნაკლებად მჯერა) ან ჩარეულია ვინმე ამ საქმეში.
Casila
კაცს ერთხელ არ დაუწუწუნია ნაკრებში ჩამოსვლაზე და ეგ დასაფასებელია,ტელევიზიით არ ჩანს შეილება მაგრამ ლაივში რო უყურო ლადოს თამაშს სულ ბრძოლაშია არ თმობს არაფერს ძალიან ,,მუშა"ფეხბურთელია
ქომაგი
ტიპს დღე და ღამე ლანძღავენ და თქვენ რომ გამოეძახეთ არ ითამაშებდით? უძახებენ და მოდის ნაკრებში. ჯიგარი ტიპია. ზოგიერთსავით ტრავმას კი არ იმიზეზებს. ნაკრებში ყოველთვის გულით თამაშობს, ლევან მჭედლიძეს უარესი სტატისტიკა აქვს და რითია უფრო მაგარი? იტალიის მეორე ლიგაში რომ თამაშობს და წელიწადში ერთხელ რომ მოდის ნაკრებში?
მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ლივერპული" "გალათასარაისთან" დამარცხდა
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
"ის არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის! მას ახლა სჭირდება..." - დვალიშვილმა იტალიელებთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
"ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება" - დვალიშვილმა ტრანსფერსა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე serieanews.com-თან ისაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"საბურთალომ" ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ქართველი ლეგიონერების 10 საუკეთესო ტრანსფერი ზამთარში
რომელ ფორვარდს უხმობს ვლადიმირ ვაისი? ფეხბურთელთა არჩევანი და სათამაშო ფორმა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს