"ფაზისზე" სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონ ლარზე მეტი ისე განიავდა, სტადიონი თავიდან ასაშენებელია, მოედანი კი - ახალი დასაგები

ბოლო 5 წლის განმავლობაში ფოთის ცენტრალური სტადიონის, "ფაზისის" მშენებლობა ორჯერ ჩაიშალა. ტენდერი გაიმართა, გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და შედეგად, 4 მილიონამდე თანხა განიავდა...

...არადა, მშენებლობის დასრულება "კოლხეთის" 100 წლის იუბილესთვის (2013 წლის 14 ნოემბერი) იგეგმებოდა. მაგრამ დაპირება, რომ ფოთს ევროპული სტანდარტის საფეხბურთო სტადიონი ექნებოდა და რისთვისაც გვარიანი თანხა დაიხარჯა, ვერ შესრულდა.

სტადიონის სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ნიუ ქონსთრაქშენთან" 2013 წლის ოქტომბერში გააფორმა. სამუშაოები იმავე წელს, 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. კომპანია ვალდებულებას იღებდა, რომ 3 თვეში ძველი სტადიონის დემონტაჟს შეძლებდა და ინფრასტრუქტურას მოაწყობდა - ააშენებდა ახალ ტრიბუნას, დაამონტაჟებდა სკამებს, განათების ახალ სისტემას, სტადიონს შემოღობავდა და შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობასაც დაასრულებდა...

სამუშაოები 2,3 მილიონ ლარად შეფასდა. კომპანიამ თანხის პირველი ნაწილი ავანსად მიიღო, თუმცა ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ვადა რამდენჯერმე გადაუწია. საბოლოოდ, 2014 წლის 30 იანვარს ხელშეკრულება გაწყდა.

ახალ ტენდერში გამარჯვებული გახდა კომპანია "ხიდი", რომელმაც სამუშაოები მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში განაახლა. ამ კომპანიას ავანსად მიღებული 500 ათასი ლარით სამუშაოები 2015 წლის ივნისში უნდა დაესრულებინა, მაგრამ ვერც მან შეასრულა ვალდებულებები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვადები მასაც გადაუწია, თუმცა 2015 წლის აგვისტოს ბოლოს ხელშეკრულების გაწყვეტა კვლავ გარდაუვალი გახდა.

ამ ოთხ წელიწადში "ფაზისზე" 1,3 მილიონ ლარად დაგებული საფეხბურთო მოედანი გავერანდა, ხოლო დანგრეული ტრიბუნების ნაცვლად ჯერ მხოლოდ ბეტონის კედლებია ამოყვანილი.

ამის გამო ფოთის მერიასა და ამ ორ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შორის სასამართლო დავა ჯერ კიდევ გრძელდება - მერია ფირმებისგან ავანსის სახით გაცემული თანხის დაბრუნებას ითხოვს. სულ სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონ ლარზე მეტი ისე განიავდა, სტადიონი თავიდან ასაშენებელია, მოედანი კი - ახალი დასაგები.

ფოთის მუნიციპალიტეტმა სტადიონის მშენებლობაზე მესამე ტენდერი წლეულს, მაისში გამოაცხადა, სადაც ცენტრალური სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის რეაბილიტაცია იყო გათვალისწინებული. მასში სამშენებლო კომპანია "ელიტაბურჯმა" გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 4 ივლისს გაფორმდა. მთლიანი პროექტის ღირებულება 7 მილიონი ლარია, მაგრამ ამ ეტაპის სამუშაოებისთვის 1,87 მილიონია გამოყოფილი, რადგან ახლა დასავლეთ ტრიბუნის რეაბილიტაცია დაიგეგმა.

ამჯერად, სტადიონზე მშენებლობა მიმდინარეობს და, გეგმის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ფოთის მერის მოადგილის, ნიკოლოზ გრიგოლიას თქმით, პროექტის ამ ეტაპის დამთავრების შემდეგ ტენდერი დანარჩენი 3 ტრიბუნის მშენებლობაზე გამოცხადდება, მოედნის განახლება კი ეტაპობრივად მოხდება.

"ახალი სამშენებლო კომპანია საქმეს სერიოზულად ეკიდება და იმედი გაგვიჩნდა, რომ ფოთში მალე ნახევრად აშენებული სტადიონი მაინც გვექნება. ყოველ შემთხვევაში, სამუშაოები მიმდინარეობს და კონსულტაციებიც გაიმართა.

ფოთში ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების კომიტეტის ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია ჩამოვიდა, მერის მოადგილე გრიგოლიას შეხვდა და უეფას რეკომენდაციები გააცნო, რომ სტადიონზე სამუშაოები ამ სტანდარტების მიხედვით წარიმართოს.

დარწმუნებული ვარ, ამ კომპანიისთვის მშენებლობის უფლება თავიდანვე რომ მიეცათ, დღეს ფოთის "კოლხეთი" ქალაქ-ქალაქ არ ივლიდა და საკუთარ სტადიონზე ითამაშებდა", - ამბობს "კოლხეთის" ტექნიკური დირექტორი ლევან სარსანია.

საშინაო მატჩების ჩასატარებლად "კოლხეთს" დღესაც უწევს ახლომდებარე ქალაქების (ლანჩხუთი, ქობულეთი, სამტრედია) სტადიონების დაქირავება. იყო პატარა გამონათება, როცა მორაგბეთა "პარკი არენაზე" თამაშობდა, მაგრამ ახლა იქ შესვლა ვეღარ ხერხდება.

საერთოდ, სანამ გუნდები საკუთარ ქალაქებში არ დაბრუნდებიან და ელემენტარულად მოწესრიგებულ სტადიონებზე არ ითამაშებენ, მანამდე ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება წარმოუდგენელია. შარშანდელის არ იყოს, წლეულსაც ჩემპიონატში ბევრი "ლტოლვილი" გუნდი გვყავს - საკუთარ ქალაქში ეროვნული ლიგის 10 გუნდიდან 3 ვერ თამაშობს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუკა
და, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არ მიეცა, რადგან საქართველოში საჯარო სექტორში კორუფცია არ არსებობს თურმე. თაღლითების მაფია პარაზიტებივით ღრღნის ფოთის ბიუჯეტს, მილიონოით ლარს იჯიბავს და პასუხისმგებელი არავინ არ არის. კიდევ ერთი მაგალითი რომ საქართველოში, ისე როგორც ყოველთვის, შერჩევითი სამართალია, შსს და პროკურატურა მხოლოდ საკუთარი სპონსორების, ნათესავების და მეგობრების ინტერესთა დამცველია და არა ყველა მოქალაქის. აუდიტის სამსახური ბიზნესკლანებს ემსახურება და არ ცალია ფოთის მერიის ან ბათუმის მერიის ხარჯების არამიზნობრივი ხარჯების შესამოწმებლად. კიდევ უკვირს ვინმეს თუ რატომ არის ქართული ფეხბურთის და სახელმწიფოს წინსვლა გაყინული?
ფაფუ
შეჭამეს,გაანიავეს, ვერ შეასრულეს ! ფედერაციას უნდა ჰქონდეს სტადიონების მშენებლობის განყოფილება და თვითონ უნდა აცხადებდეს ტენდერს და თვითონ უნდა უწევდეს ზედამხედველობას. რაიონებში ფული არ არის და მილიონებს რომ მისცემ ,შეჭამენ აბა რა იქნება. მაგ მავნებლების გამო ფოთი წელს გავარდება უმაღლესი ლიგიდან, რადგან სულ გასვლაზე თამაშობს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს