ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მწვანე ლომები ქართველითა და ბრაზილიელებით დაგვიხვდებიან

მწვანე ლომები ქართველითა და ბრაზილიელებით დაგვიხვდებიან

ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონის" მეტოქე ლვოვის "კარპატი" იქნება. ჩვენი გუნდი "კარპატისთან" პირველ მატჩს 29 ივლისს სტუმრად გამართავს, 5 აგვისტოს კი საპასუხო შეხვედრაში უმასპძინძლებს უკრაინელებს...

ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონის" მეტოქე ლვოვის "კარპატი" იქნება. ჩვენი გუნდი "კარპატისთან" პირველ მატჩს 29 ივლისს სტუმრად გამართავს, 5 აგვისტოს კი საპასუხო შეხვედრაში უმასპძინძლებს უკრაინელებს. მოდით, გავეცნოთ ამ გუნდს და ვნახოთ თუ რას წარმოადგენს იმერელთა მეტოქე.

თასი, 300 მანეთი და უალკოჰოლოდ დარჩენილი ლვოვი

ლვოვის "კარპატი" 1963 წლის 18 იანვარს დაარსდა. საბჭოურ ხანაში კლუბის ერთადერთი მიღწევა 1969 წელს საბჭოთა კავშირის თასის მოპოვება იყო (როსტოვის სკა-ს 2:1 მოუგო). ამ ტროფიდან 10 წლის შემდეგ პირველი ლიგა მოიგო და უმაღლესში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, იქ კი დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია. გუნდი დამოუკიდებელი უკრაინულ ფეხბურთშიც ვერ დაიკვეხნის დასამახსოვრებელი შედეგებით. ორჯერ, 1993 და 1999 წლებში უკრაინის თასის ფინალში გავიდა, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა. 1998 წელს, მირონ მარკევიჩის ხელმძღვანელობით ლვოველები პრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. "კარპატიში" საბჭოთა და უკრაინული ფეხბურთის რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე გამოდიოდა - ანდრეი ბალი, ვასილი რაცი, იური სუსლოპაროვი, ანდრეი გუსინი, ოლეგ ლუჟნი, ვასილი კარდაში, ბოგდან შუსტი და სხვები.

ყველასათვის ცნობილ ვებგვერდ ვიკიპედია.ორგ-ზე რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოვიძიეთ. როგორც ირკვევა, 1969 წელს საბჭოთა კავშირის თასის მოპოვებისთვის, თითოეულ ფეხბურთელს 300 საბჭოთა მანეთი, სპორტული კოსტიუმი და რადიომიმღები მისცეს საჩუქრად. ლვოვის მაღაზიებში კი ერთი თვის ალკოჰოლის ნორმა გაქრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის პირველ ჩემპიონატში პირველი გოლი, 1992 წლის 6 მარტს, ოდესაში, "ჩერნომორეცთან" მატჩში, სწორედ "კარპატის" ნახევარმცველმა ანატოლი მუშჩინკამ გაიტანა.

ევროპაში რიხიანად, შინ მძიმედ

2001 წლიდან მოყოლებული, "კარპატის" მეპატრონე, უკრაინელი ბიზნესმენი პიოტრ დიმინსკი გახლავთ, რომლის ბიზნესის სფერო ნავთობი და მედიასაშუალებებია. "კარპატის" მთავარი მწვრთნელი ბელორუსი სპეციალისტი ოლეგ კონონოვია, რომელიც 2005-08 წლებში ვაჟა თარხნიშვილის ტირასპოლის "შერიფს" თავკაცობდა. გასულ სეზონში ლვოველთა გუნდმა უკრაინის ვიშა ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. მიმდინარე სეზონი კონონოვის გუნდმა მძიმედ დაიწყო. "დნიპროსთან" სტუმრად 0:1 წააგო, "კრივბასთან" შინ უგოლოთ ითამაშა და გასულ უქმებზე ჩატარებულ ტურამდე მხოლოდ ქულით მე-13 ადგილზე იყო. არადა ლვოველებს შემადგენლობა ნამდვილად არ დაეწუნებათ. გუნდი ზაფხულშიც გაძლიერდა - მთავარი მეკარე ვიტალი რუდენკო ოდესის ჩერნომორეციდან, ბრაზილიური "რიო კლაუდან" მცველი აველარი და ნახევარმცველი ნენუ დაიმატეს. "კარპატიდან" სამ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები უკრაინის ეროვნულ ნაკრებში - მცველებმა არტემ ფედეცკიმ და იგორ ოშჩიპკომ 2-2, ნახევარმცველმა იგორ ხუდობიაკმა კი ერთი მატჩი ჩაატარა. კონონოვის გუნდშია საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის გია გურულის ვაჟი, ნახევარმცველი სანდრო გურული, რომელსაც ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

საშინაო პირველობისგან განსხვავებით, ლვოველებმა რიხიანად დაიწყეს ევროტურნირები. ზესტაფონელებისგან განსხვავებით, გუნდი ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო. ისლანდიური "რეიკიავიკის" ბარიერის გადალახვა არ გასჭირვებია - ისლანდიაში 3:0 მოიგეს. პირველი გოლი სანდრო გურულმა გაიტანა. რეიკიავიკელებმა ლვოვში კი იბრძოლეს, მაგრამ უკრაინელებმა ისევ მოუგეს, ამჯერად 3:2. "კარპატიმ" ევროტურნირების მიმდინარე სეზონში 2 მატჩში 6 ბურთი გაიტანა. ამ 6 გოლიდან 3 თავდამსხმელების (გურული, ზენევი, ბატისტა) წილად მოდის, 2 ნახევარმცველებმა (ტკაჩუკი, ბ. ბარანეცი), ერთი კი მცველმა (ფედეცკი) გაიტანა.

ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობით ვითარება ასეთია:

მეკარეები: 1. ვიტალი რუდენკო (1 თამაში, 0 გოლი), 22. ანდრეი ტლუმაკი (1/0), 32. ივან პიცანი, 77. რომან მისაკი (0/0);

მცველები: 34. ივან მილოშევიჩი (2/0, სერბეთი), 5. ნემანია ტუბიჩი (1/0სერბეთი), 8. იგორ ოშჩიპკო (1/0), 15. ტარას პეტრივსკი (1/0), 27. ანდრეი გურსკი (0/0), 33. ევგენი ტარასენკო (1/0), 34. ევგენი საგაიდაკი (0/0), 41. სტეფან გირსკი (0/0), 44. არტემ ფედეცკი (1/1);

ნახევარმცველები: 7. სამსონ გოდვინი (1/0, ნიგერია), 16. იგორ ხუდობიაკი (1/0), 15. ოლეგ გოლოდიუკი (0/0), 19. იაროსლავ მარტინიუკი (1/0), 25. ანდრეი ტკაჩუკი (2/1), 28. გრიგორი ბარანეცი (1/0), 30. ბორის ბარანეცი (1/1), 37. იგორ ტისტიკი (0/0), 88. ნენუ (2/0, ბრაზილია), 89. დანიელო აბელარი (2/0, ბრაზილია);

თავდამსხმელები: 9. დენის კოჟანოვი (1/0), 10. სანდრო გურული (1/1, საქართველო), 11. სერგეი ზენევი (2/1, ესტონეთი), 18. მიხაელ კოპოლოვეცი (1/0), 36. ვლადიმერ გუდიმა (0/0), 80. უილიამ ბატისტა (1/1, ბრაზილია), 99. იური გაბოვდა (2/0).

მწვანე ლომების ტაქტიკა

ლვოვის "კარპატის" საშინაო არენა "უკრაინა" 28 051 მაყურებელს იტევს. რეკონსტრუქციის შემდეგ სტადიონი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და ერთ-ერთი იმ არენათაგანია, რომელიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. "კარპატის" ფერები და ეკიპირება მწვანე და თეთრია. თუმცა, ორი კვირის წინათ ახალი ფორმის პრეზენტაცია მოეწყო, ახლა ფერი უკვე შავ-წითელია და ძალიან ჰგავს იტალიური "მილანის" ფორმას. "კარპატის" უკრაინაში "თეთრ-მწვანეებად" და "მწვანე ლომებად" მოიხსენიებენ, რადგან კლუბის სიმბოლო ლომია. "კარპატი" 4-3-2-1 სქემით ასპარეობს და საორიენტაციო შემადგენლობა ასეთია:

რუდენკო (ან ტლუმაკი) - პეტრივსკი, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ფეეცკი - ხუდობიაკი, გოდვინი, ტკაჩუკი - გურული, კოჟანოვი - ბატისტა.

ბოლოს, აღსანიშნავია ისიც, რომ ლვოვი, ბენდერებით დასახლებული ეს რეგიონი და მთლიანად დასავლეთ უკრაინა, საფეხბურთო გაგებით, ერთგვარი "ცხელი წერტილია". "კარპატის" ცნობილი ულტრაფანები ჰყავს, რომლებიც მატჩის დააწყებიდან უკანასკნელ წუთამდე მხურვალედ ქომაგობენ თავის გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vako

აუ, აუ, აუ, აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის