რობინ ვან პერსი აღიარებს, რომ „არსენალი“ საკმარისად ძლიერი გუნდი არ არის.

რობინ ვან პერსი აღიარებს, რომ „არსენალი“ საკმარისად ძლიერი გუნდი არ არის. ჰოლანდიელი ფორვარდი გუნდის ზედიზედ სამი შეჯიბრებიდან გამოვარდნამ დათრგუნა და გააღიზიანა. შეგახსენებთ: „ქარლინგის თასის“ ფინალში დამარცხებას ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა მოჰყვა, რასაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე დამარცხებამ დაუსვა წერტილი. ვან პერსიმ თქვა:

„ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით და გამარჯვებისთვის ვიბრძვით, ხშირად მიზანთან ძალიან ახლოსაც ვართ, მაგრამ ბოლოწამს რაღაც გვაკლდება, რაღაცას ისე ვერ ვაკეთებთ. როგორც ჩანს საკმარისად ძლიერები არ ვართ — ასეთია რეალობა. დამარცხება ყოველთვის მწარეა, განსაკუთრებით ჩვენნაირი გუნდისთვის, რომელიც ასე კარგად თამაშობს და თითქოს გამარჯვებამდე აღარაფერი აკლია, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით და სჯობს მომავალზე ვიფიქროთ. რაიმე უნდა ვიღონოთ, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. „არსენალის“ რწმენა წუთითაც არ დამიკარგავს. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებები წინ გველის“.

ნაკრებში გამოძახებულ ვან პერსის საკლუბო ამბებზე ჰოლანდიელი ჟურნალისტები ელაპარაკებოდნენ. მათ ფეხბურთელს ჰკითხეს ხომ არ აჯობებდა მისთვის „არსენალის“ მიტოვება და ისეთ გუნდში გადასვლა, რომელსაც ტიტულების მოგება ასე ძალიან არ უჭირს. ფორვარდმა უპასუხა:

„ასეთ რამეს არც კი ვფიქრობ. „არსენალში“ თავს ბედნიერად ვგრძნობ. კლუბთან ხელშეკრულება მაკავშირებს და მის ბოლომდე დაცვას ვაპირებ“.

შემდეგ ვან პერსიმ პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერ „ჩელსისა“ და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტ „ბარსელონაზე“ ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ „არსენალმა“ „ბარსელონასთან“ ორი შეხვედრის ჯამში 4:3 წააგო და მეორე შეხვედრაში ვან პერსი მოედნიდან გააძევეს.

„ერთი რამ არ მომწონს „ბარსელონასი“ — მისი ფეხბურთელები ყოველთვის რაღაცას ჩივიან და წუწუნებენ. მათ, რასაკვირველია, დიდებული გუნდი ჰყავთ, მაგრამ ამ ჭიჭყინით ისე ამლაშებენ, რომ თამაშის მსვლელობისას ძალიან გამაღიზიანებლები ხდებიან. ინგლისში ასე „ჩელსი“ იქცევა“.

რაც შეეხება „არსენალის“ დანიელ თავდამსხმელ ნიკლას ბენდტნერს, მას კოჭი ეტკინა, თუმცა ექიმებს მისი ტრავმა თავიდან უფრო სერიოზული ეგონათ. ერთი სიტყვით, სულაც არ არის გამორიცხული, რომ 23 წლის ფეხბურთელმა დღეს ნორვეგიასთან ითამაშოს, რაც „მეთოფეთა“ თავკაც არსენ ვენგერისთვის სასიამოვნო ინფორმაციაა. ვენგერს ასევე გაუხარდებოდა ალექს სონგის გამოჯანმრთელება. სონგი ვარჯიშს დაუბრუნდა. მართალია, მას, ჯერჯერობით, ძალიან არ ტვირთავენ, მაგრამ ორ კვირაში, სავარაუდოდ მოედანზე ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ 23 წლის კამერუნელი ნახევარმცველი „ქარლინგის თასის“ ფინალში, „ბირმინგემთან“ თამასის დროს დაშავდა. ჩერდილოლონდონელები ასევე იმედოვნებენ, რომ დღეის სწორს მათ ძირითად შემადგენლობას სესკ ფაბრეგასი და თეო უოლკოტი დაუბრუნდებიან. ამ დღეს „არსენალს“ „ბლექბერნთან“ უწევს თამაში.

გუნდის ლეგენდრულმა მეკარემ, შოტლანდიელმა სერ ბობ უილსონმა კი დაადასტურა, რომ ლონდონელები „ლივერპულიდან“ პეპე რეინას გადაბირებას ცდილობედნენ. ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რომ გასულ ზაფხულს ვენგერი მერსისაიდელებს 23 მილიონ ფუნტს სთავაზობდა, რაც მეკარისთვის დიდი თანხაა. მოგეხსენებათ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და დღეს, ორი გოლკიპერის, ვოიცეხ შჩესნისა და ლუკაშ ფაბიანსკის ტრავმის გამო „მეთოფეები“ იძულებულნი გახდნენ გერმანიიდან 41 წლის ვეტერანი იენს ლემანი გამოეძახათ და სათადარიგოთა სკამზე დაესვათ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა