სფფ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სლოვაკი სპეციალისტი საბოლოო პასუხს სერბეთთან მატჩის შემდეგ იტყვის
გაგრძელდება თუ არა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვლადიმირ ვაისსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობა? ამ კითხვით "ლელომ" სფფ-ის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს უელსთან თამაშის წინ მიმართა:

"ჩვენი სურვილია, ვაისი უფრო მეტხანს დარჩეს და იმუშაოს. სასიამოვნოა, რომ თანამშრომლობის გასახანგრძლივებლად ორივე მხარეს დიდი ინტერესი გვაქვს. იმედია, ახლო მომავალში ეს ყველაფერი ოფიციალური გახდება და კონტრაქტი გაფორმდება.

რა თქმა უნდა, ყველას უკეთესი შედეგი გვინდა, თუმცა, რეალობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და ჩვენი მთავარი ინდიკატორი ის არის, რომ პროგრესს ვხედავთ. იყო რამდენიმე მატჩი, რომელშიც უკეთეს შედეგს და გამარჯვებას ვიმსახურებდით. იმედი გვაქვს, სწორი და სტაბილური მუშაობა შედეგს გამოიღებს", - ამბობს მუჯირი.

თავის მხრივ, ვაისმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა და იქვე დასძინა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ის საბოლოო პასუხს სერბეთთან მატჩის შემდეგ იტყვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

poeti
უფრო შემტევი, გინდაც წააგო, აზრი არა აქვს დაცვით ვარიანტს, ვერ გამიგია, ვერსად გავდივართ!? შეტევა გისხნის მხოლოდ ვაისა. მოჰქროლავს აგერ, ბურთი აქვს ფეხში, პას გადის მარჯვნივ, ხანაც მარცხნივა, ჩაკიდულები, ჩაწოდებები, ბურთები გააქვს ქვილითაის. ვაისი არის ნაკრების მხსნელი, მუჯირი ამბობს, მოისაკლისა, თუ ფულს არ იღებს მიეცით მეტი, თორემ ვერ გვტოვებს, გაისაძლისა.
gizog
მე ეს ბარქაიაზე გამიგია.
თამაზი
კურტ კურტისის საყურადღებოდ: ეს გამონათქვამი იაშინს ეკუთვნის, რაც მან ლეგენდარული ქართველის სიომა ბარქაიას მისამართით იხმარა. იაშინს პირადად მე უდიადეს მეკარედ მივიჩნევ, მაგრამ ამ შემთხვევაში მან, სამწუხაროდ, კნინობით შეფასებას მიმართა, რამეთუ ბარქაია ხშირად უტანდა მას გოლებს და ასე შეეცადა ,,თავის მართლებას". ბარქაიამ კი შესანიშნავად იცოდა სად და როგორ ურტყამდა(ერთერთი უჭკვიანესი და ტექნიკური ფეხბურთელი ქართულ ფეხბურთში)! ბატონი სიომა ბარქაიას ნათქვამიდან ვიცი, რომ ბარქაია და იაშინი–ეს დიდი სპოტსსმენები– შემდგომში დიდი მეგობრები გახდნენ(ბარქაია მოსკოვშიც ჩავიდა იაშინის დასაფლავებაზე).
euhh
shabat kviras da sagamos xutis mere evropidan (saprangetidan)blokavt esemesebs?MUJIRS VINKITXAVS VIN DARCHEBA DA VIN WAVA..NAKREBI ARIS ERIS,GULSHAMATKIVRIS.MAGRAM SARGEBLOBT IMIT ROM GULSHEMATKIVARI AQ KOMENTAREBIT SHEMOVIPARGLEBIT DA AQCIEB ARVAWYOBT,KOMENTAREBS KIDE TQVEN AR KITXULOBT,ROGOR GEKADREBAT.ES JURNISTEBI KIDE QECBAIAS ROM AXCHOBDIT,AM VAISAS RATOUGOREBT KOCHS?!VAWADZEZE DAGVCINA,BEGLARASHVILS DA IMLIGAS DASCINIS,MAKARIDZE AZZEARIYO VINIYO DA UAMRAVI ASETI MAGALITI DA PLIUS MSHISHARA MWVRTNELIA DA MWVRTNELIROM TAVIS GASAMARTLEBLAD PEXBURTELEBIS AUGS ITYVIS,IS UNDA WAVIDES,WASULIC UNDA IYOS....AMATKI MOSWONT.....
ახალი ზელანდია
ბატონო დავით არც ვაისია ნიკლუხო მაკლაი და არც ჩვენ, ქართველები ვართ პაპუასები ფეხბურთში. ეს ნაკრები ჩვენი ხალხისაა და არა ფედერაციის და ვაისის! იქნებ გამონახოთ დრო და მიმართო ხალხას ფედერაციამ სანმ ჯერ კიდევ დროა!!
Irakli apkhaidze
კაი რაა, ეროვნული ლიგის ნაკრებმა ბოლო 2 თამაშში რამდენი გოლიც გაუშვა და როგორც წააგო დანია-პოლონეთთან არაა საკმარისი საფუძველი იმის დასარწმუნებლად რომ ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელები ძალიან ჩამორჩებიან ნაკრების დონეს?
Irakli apkhaidze
ბოლო წუთზე რო ფეხბურთელს გამოიყვან უფრო სარფიანად გაყიდი? ლოგიკა სადაა?...
ნოდო
სტალინი რო იყოს ყველას კედელთან ატუზებულს გნახავდოით თბილია სავარძელი დავით ? :)
სოსო
კურტ კურტის,ანზორ კავაზაშვილი სსრკ ნაკრების მეორე მეკარე იყო და არა მინდვრის ფეხბურთელი,მაგას კი თენგიზ მელაშვილზე ამბობდნენ როგორც მე ვიცი.თენგიზ მელაშვილის თამაში მე არ მახსოვს,მაგრამ თურმე უძლიერესი დარტყმა ჰქონია,იგივე ვერსია გამიგია ავთანდილ ჭკუასელის მისამართითაც და რომელია მართალი ალბათ ვინმე სხვა დაადასტურებს.მე უფრო მელაშვილის ვერსია მგონია სწორი,კავაზაშვილი კი გამორიცხულია.
mafia
თქვე უნამუსოებო ფედერაციაში ვინცა ხართ რა გააკეთეთ უკან მივდივართ ფეხბურთელები არა გვYავს ინფრასტრუქტურა და საფეხბურთო სკოლები ნოლი წადი თქვენი მაფიოზა ///
niko.
სერბეთში ამ გუნდის წასვლა არ შეიძლება!კვირკველიას და კაშიას გარდა ნორმალური სათამაშო დრო არავის აქვს.სირბილიც არ შეუძლიათ!სასწრაფოდ რაღაც უნდა შეცვალონ თორემ ისე გადაგვირბენენ როგორც პოლონეთმა სომხეთს გადაურბინა.სერბეთი ისედაც ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი არარის.ცოტა ხნის წინ მაგათი სამთავრობო დელეგაცია სოხუმში იყო ჩასული.
otar
ვაისი არაპერსჰი სვაჰია ,პეხბურტის იპრასტუკტურა რეგიონებსჰი 0 ,ტბილისი არა მარტო საკარტველო -არის რეგიონები...
ბონდო დოლაბერიძე
სნამ მთავრობა მილიონებს ბავშვთა ფეხბურთში და მწვრთნელთა განათლებაში არ ჩადებს არაფერიც არ გვეშველება. კარგია დიდ ფეხბურთში ჩადებული თანხები, მაგრამ იმ გუნდში უსწავლელი ფეხბურთელი რომ მივა, როგორ ითამაშებს? ბავშვთა ფეხბრთს მიხედეთ და შეიძლება რამე გვეშველოს.
ბონდო დოლაბერიძე
სნამ მთავრობა მილიონებს ბავშვთა ფეხბურთში და მწვრთნელთა განათლებაში არ ჩადებს არაფერიც არ გვეშველება. კარგია დიდ ფეხბურთში ჩადებული თანხები, მაგრამ იმ გუნდში უსწავლელი ფეხბურთელი რომ მივა, როგორ ითამაშებს? ბავშვთა ფეხბრთს მიხედეთ და შეიძლება რამე გვეშველოს.
VAKHTANG LOBZHANIDZE
მუჯირი რო .... ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ერთი ბანდაა მანდ ვაისს უფორმებენ კონტრაქტს იქიდან რამდენს ტეხავენ ღმერთმა იცის და ჩვენ კიდე გვაბოლებენ - უკეთესობააო. რატომ გამოიყვანა ხოჭოლავა ბოლო წუთებზე იცით? მისთვის რომ უფრო სარფიანად გაიყიდოს შემდგომში და სულ კიდიათ როგორ ითამაშებს ნაკრები.
კურტ კურტისი
ქართველი მწვრთნელი, სამწუხაროდ, კრიზისებს ვერ უმკლავდება -- ქეცბაია, არველაძე, ცხადაძე (ჩაუვარდ რამდენიმე თამაში და ყაზაზეთშიც კი ვეღარ დაბალანსდა). საუკეთესო გეგუჩაძეც აგერ თავსლაფდასხმულია, 2 : 8 წააგო ორ მატჩში! ვაისა უნდა წავიდეს, რადგან არ ეკადრება იმ გუნდებთან ასპარეზი, რომლებიც უდაბლეს ჯგუფში იქნებიან ჩვენთან. და თან, ამ დონის გუნდთან, ანუ მოლდავეთთან მან უბრალოდ ფოკუზები ჩაატარა. ასე მოხდა, რადგან როგორც რუსს პოეტს, ტიუტჩევს უთქვამს, Умом Россию не понять (რუსეთს გონით ვერ გაუგებ), ასევეა ამ დონის გუნდებთან მიმართებაშიც -- იაშინს (ევროპის რუს საუკეთესო მეკარეს) კავაზაშვილზე უთქვამს, ყველაზე მეტად მაგის მედინია, თვითონ არ იცის სად ურტყამს და მე რა გავიგოო! და კიდევ ერთი. მომავალმა მწვრთნელმა გუნდი უნდა ააწყოს ეირვეული ან მყიფეფეხება ჯანოს, მჭედლიძის და ოქრიაშვილის გაუთვალისწინებლად. სჯობს სტაბილური და შეთამაშებული გუნდი ვიდრე მუდმივი შემადგენლობის რღვევა უშუალოდ თამაშის წინ. მომავალი შესარჩევი კარგი შანსია ეროვნულში მოთამაშეებისათვის, ვინც სტაბილურად ირჯება და არ აქვს ხრუსტალის ფეხები. ეს მათთვის სტიმული იქნება. მოკლედ. ახალგაზრდა ქართველი ეროვნულიდან მწვრთნელად და ეროვნულის ბაზაზე გუნდი. მე კაჭარავას ჩავაბარებდი!

რა ვაისი, რის ვაისი!? ცხადაძეს უკეთესი შედეგი ექნება..
bebeto
ისე მწვრთნელის შეცვლა არაფერს შეცვლის, პრობლემა უთამაშებელი ფეხბურთელები არიან, რომლების უმეტესობა თავიანთ კლუბებში თითქმის არ თამაშობენ, გუნდებში ნახევარდაცვას მიყავს თამაში, უელსთან კი 3 ნახევარმცველი უთამაშებელი იყო რომლებსაც წინააღმდეგობა უნდა გააეწიათ მუდმივად პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის,თან თვითონ უნდა ორგანიზებულად უნდა ეხემძღვანელად შეტევებისთვის, რა თქმა უნდა ისინი ამას ასეთ მდგომარეობაში ვერ შეძლებდნენ.ისე მე მაინც მგონია ბოლომდე ქართული სამწვრთნელო რესურსი გამოყენებული არ არის იგივე ცხადაძის მაგალითის მოყვანა შეიძლება.
ყოჩი
რომ გაიძახით დარჩესო!! კი ბატონო დარჩეს, მაგრამ ერთი ვერ გამიგია აგერ უკვე სამი წელი გაილევა რაც ვაისი მწვრთნელია და როდის უნდა გადმოვიდეს საცხოვრებლად საქართველოში რომ მთლიანად ჩაებას და გაერკვეს ჩვენი ცხოვრების არსში.მასე ბიძია მეც ვუყურებ ტელევიზორში ფეხბურთსა და შემიძლია დაგიხაზოთ რამდენიც გინდათ ტაქტიკა შემადგენლობა ნაკრების,თუ სლოვაკეთიდან კარგად ჩანს ჩვენი ბიჭები როგორ აგორავებენ ბურთს საქართველოში და შიათ თუ წყურიათ ერთ ფეხზე გკიდიათ!!??? რომ აგიჩემებიათ დაბალი დონეა ქართულ ფეხბურთშიო ვაისი რა თავს იკლავს საქართველოს ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად თუ წელიწადში 5-ჯერ შეკრიბავს 10 დღით ნაკრაბს და ეგ გონიათ ფედერაციას საქმე გაკეთებული!!??? უხადეთ მაშინ ფული ყოველ წლიურად კი არა არამედ რამდენჯერაც ჩამოვა და გაივლ გამოივლის მინდორზე!!
ბ_-
ფეხბურთის ფედერაცია ქუხნაში! მთლიანად მთელი შემადგენლობა.
haha
რა თქმა უნდა უნდა დატოვონ. ასე იაფად ვინ იმუშავებს. ისე მე თუ დამნიშნავთ, მაგის ნახევარ ხელფასზეც თანახმა ვარ. იგივე შეეგი გარანტირებულია.
romandro
amkacshi chans ro tu eyoleba shemadgenloba eqneba shedegic.eseti danaklisit ararsebobs mwvrtneli ro shedegi dados.tore vnaxet ukve sxva mwvrtnelebic kargi shemadgenlobitac cudi shedegi qondat.
ქართველი
ებრაელებს აქვთ ერთი მაგარი წყევლა - შენი არ იცოდე და სხვისი არ გჯეროდესო...
ხორვატია-სლოვენია
დღეს გაანთავისუფლეს ხორვატიის მთავარი მწვრთნელი თანანმდებობიდან - ანტე ჩაჩიჩი. რა მოხდა ასეთი რომ ბოლო თამაშიც არ აცალეს საწყალ მწვრთნელს რომ ჩაეტარებინა ჯგუფში!!?? (ბოლო თამაშს ხორვატია მართავს კიევში ორთავეს 17-17 ქულა აქვთ და ხორვატიას ფრეც ეყოფა გასასვლელად). აი რა მოხდა გუშინ ხორვატია ეთამაშა შინ ფინეთს და უგებდა 1-0 მაგრამ ჩაჩიჩმა აირჩია ანგარიშის შენარჩუნება და გადავიდა ყრუ დაცვაზე რაზეც დაისაჯა და ფინეთმა 90 წუთზე გაათანაბრა 1-1 (სხვათა შორის უელსიც შეიძლებოდა გუშინ დასჯილიყო კაკაბაძეს რომ ხეირიანად დაერტყა და არ ჩაეწოდებინა ბოლო წუთზე). აქედან გამომდინარე სად ჩაჩიჩი და ხორვატია და სად ვაისი და საქართველო!!?? ასევე მიდის სლოვენიის მწვრთნელი სტრეჩკო კატანეცი 1-0 წაგებისთვის ინგლისთან სახლში! ფედერაციამ სულ დაკარგა სინდის ნამუსი!!?? სერბეთი მინიმუმ 4-0 რომ გადააყენებს 9-ში მერე რას იტყვით ბატონო დავით! იქნებ შენ და ლევანი ჩაუდგებით სათავეში ნაკრებს და გაწვრთნით! (ჟორდანიამ ასე გააკეთა რუსეთთან თამაშის დროს 3-1 წააგეთ მაშინ მაგრამ აურზაური არ ატეხილა ასეთი).
ავტოგოლის მამა
ბოლშევიკებს მოგვანატრებენ მალე, ეს უაღრესად კმაყოფილი ფედერაცია!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა