ავთანდილ ასათიანი: "დიდი მუშაობა დამჭირდება, ბიჭები ფსიქოლოგიური სტრესიდან რომ გამოვიყვანო"
ფუტსალში უეფას თასის ახალი ფორმატი დამტკიცდა. 2017/18 წლების სეზონში გათამაშება გაფართოვდება, ხოლო შემდეგი წლიდან ჩემპიონთა ლიგა დაერქმევა. მთავარი სიახლე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ფუტსალის მთავარ საკლუბო ტურნირზეც გრანდებიდან მეორეადგილოსნები დაუშვეს: სამი საუკეთესო რეიტინგის მქონე ქვეყანა (რუსეთი, ესპანეთი და პორტუგალია) გათამაშებაში 2-2 გუნდს გამოიყვანს.

ასევე 2 გუნდს გამოიყვანს მე-4, იტალიის ასოციაცია, რადგან ბოლო გათამაშების გამარჯვებული ესპანური "ინტერი" (დიახ, ესპანური) გახდა. ერთ ქვეყანას კი 2 გუნდზე მეტის გაყვანის უფლება არ ექნება და აქედან გამომდინარე, კვოტას იტალია შეავსებს.

ძველებურად ჩატარდება წინასწარი, შესარჩევი და ელიტრაუნდები. 4 გუნდი მინი-ტურნირს ჩაატარებს. წინასწარ ეტაპზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდები მოხვდებიან, მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით, ელიტრაუნდში გუნდებს წინასწარ აღარ დაუშვებენ - შესარჩევ ეტაპზე ელიტური კლუბებიც ითამაშებენ.

ჩვენი ჩემპიონი "სტუ-თელასი" ტურნირში 10 ოქტომბერს, შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთვება, ოღონდ ავთანდილ ასათიანის გუნდი უეფას თასზე "ჯორჯიანსის" სახელით გამოვა. მინი-ტურნირს სლოვაკეთი უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან მასპინძელი "სლოვ მატიკი", ჰოლანდიური "კნოპუნტი" და პოლონური "რეკორდი".

ქართული გუნდის გრაფიკი ასეთია: 10 ოქტომბერი. ჯორჯიანსი-კნოპუნტი; 11 ოქტომბერი. ჯორჯიანსი-რეკორდი; 13 ოქტომბერი. ჯორჯიანსი-სლოვ მატიკი.

ჯორჯიანსის" მთავარი მწვრთნელი მომავალი თამაშების შესახებ გველაპარაკა.

"ურთულესი თამაშები გველის. ტურნირისთვის მზადება 1-ელ ოქტომბერს დავიწყეთ, რადგან მანამდე თვე-ნახევარი საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან პლეი-ოფის მატჩისთვის ვავარჯიშებდი. მთელი სულითა და გულით ამაზე ვიყავით გადართულები და ამას "თელასი" გაგებით ეკიდებოდა.

შესარჩევი თამაშებისთვის სერიოზულად ვემზადებით. მაქსიმუმს შევეცდებით, მაგრამ გარდა იმისა, რომ უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით, ახლა ელიტრაუნდში მხოლოდ ერთი გუნდი გადის. უეფამ ტურნირის ფორმატი შეცვალა და ახალი მოდელით შედარებით სუსტი ქვეყნები უმძიმეს მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. რა დასამალია, ეს ჩვენთვის მიუღებელი ფორმატია. წარმოიდგინეთ, ჯგუფში გვყავს პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონები.

რას ვიზამთ, ასე გადაწყვიტეს, ოღონდ ჩვენ უიმედოდ ნამდვილად არ ვართ. თუმცა დიდი მონდომება და ენერგია კი დამჭირდება, ბიჭები რუმინეთთან წაგების შემდეგ ფსიქოლოგიური სტრესიდან რომ გამოვიყვანო. ჩვენთან ნაკრების რამდენიმე მოთამაშეა - კობაიძე, კაკაბაძე, ნიყვაშვილი და კურტანიძე, ასევე, ორი მეკარე - ჯამბურია და ბუკია. ამას გარდა, რამდენიმე მოთამაშეც დავიმატეთ", - ამბობს ასათიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო
ავთანდილ ასათიანი: მიყვარს ჩემი გუნდი - რუსეთთან შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ...
ავთანდილ ასათიანი: აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს