"დინამო არენაზე" საქართველო-უელსის მატჩის დაწყების წინ სტუმართა ჰიმნი ბოლომდე არ დაუკრეს
6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართული საქართველო-უელსის მატჩის დროს უსიამოვნო ფაქტი მოხდა - თამაშის დაწყების წინ ტრადიციული ეროვნული ჰიმნების შესრულებისას, სტადიონის დინამიკებში სტუმართა ჰიმნი ნაადრევად შეწყდა, მის დასრულებაზე კი "დინამო არენაზე" შეკრებილმა უელსელმა ფეხბურთელებმა და ფანებმა თავად იზრუნეს.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

ამ ამბავს walesonline.co.uk ასე გამოეხმაურა:

"უელსელმა ფანებმა უბრალოდ ბრწყინვალედ გაართვეს თავი ქართული მხარისგან უელსის ჰიმნის შუა გზაზე შეწყვეტის "უპატივცემულო" ფაქტს.

ამაღელვებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ ომახიანად გააგრძელეს უელსის ნაკრების ფეხბურთელებმა და მისმა 2000 ქომაგმა ჰიმნის სიმღერა მას შემდეგაც, რაც ქართველებმა ის პირველი კუპლეტის შემდეგ გაწყვიტეს. ამის შემდეგ სტადიონზე გამოცხადდა ცნობა საქართველოს ჰიმნის აჟღერების შესახებ, მაგრამ უელსელებმა დადუმების ნაცვლად, კიდევ უფრო ხმამაღლა შემოსძახეს საკუთარი ჰიმნი", - წერს გამოცემა.

თეთრი
სპორტულ შეხვედრებში სახელმწიფოთა ჰიმნების შემოკლებული ვარიენტი იკვრება და არა სრული ვერსია.
ნოკო
ერთმანეთს პატივს არ სცემთ და უელსელების მიმართ უპატივისმცემლობამ გაგაკვირვათ? + მაყურებლების სტვენა და მომსახურე პერსონალი არაპროფესიონალიზმი. p.s. სამარცხვინოები ხართ
დათო
ზედმეტი თვითკრიტაკა დაგვღუპავს, ტექნიკური ხარვეზი შეიძლება ყველგან მოხდეს, ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენი ჰიმნისთვის არ უნდა ეცათ პატივი, უზრდელად მოიქცნენ.
VAKHTANG LOBZHANIDZE
ეგრეა ნამდვილად - მოყვარულები ვართ თითქმის ყველა სფეროში.. მარტო სუფრასთან ვართ პროფები და კულტურულები..
kote
დააბრუნეთ ცხადაძე
ианош факаш
ჩვენი ფეხბურთი მკვდარია,სამარცხვინოები.ამათ ფული კი არა საჭმელიც არ უნდა აჭამო!
ვაკო
ასიათას პროცენტიანი ხარ... ნელ-ნელა გამოსწორდება ეგ, მარა სანამ გამოსწორდება ჩვენი საშველი არ იქნება არაფერი
saqme
სწორეც მოიქცნენ უელსელები...
რომა
ოროსნები ვართ ყველა სფეროში! და საქმეც ეგრე მიგვდის! არაფროფესიონალიზმი ღუპავს ამ ქვეყანას!
სოსო
ხალხი რა შუაშია?ვინც ჰიმნი შეწყვიტა,დამნაშავე ის არის.ხალხმა ჩათვალა,რომ ჰიმნი მორჩა.
დროშა ვერ დაკიდენ
ჰიმნი ვერ დაუკრენ
ლაშა
ეს სტადიონის ადმინისტრაციაა უტვინო, თორემ აბა წარმოიდგინეთ, სტადიონზე ხართ და საიდან იცით, სად მთავრდება უელსის ჰიმნი? დამთავრდა ფონოგრამა და გგონიათ, რომ საქართველოს ჰიმნის ჯერია. ამ დროს ისინი აგრძელებენ სიმღერას... არ დაუსტვენთ? სამარცხვინო ხალხი კი არა, ორგანიზატორები არიან!
ramazi
ტექნიკური ხარვეზი ერთია და ქართველი გულშემატკივრის სტვენამ გამაკვირვა... ნუთუ ასე დავეცით? სხვისი ჰიმნის უპატივიცცემლობა არაა ღირსეული საქციელი!
OTO
რაცა ყველანაირად წყალწაღებული ხალხი ვართ ქართველები,ასეთივე ქვეყანა ავაშენეტ 30 წელიწადში
shako
თამაშით ვერ უგებენ და ჰიმნი მაინც გაუთიშოთო :D
fonograma
აი როგორ უნდა ჰიმნის შესრულება ჩვენთან კი ფონოგრამაა ჩართული,მუსიკაც არაა რომ შენ იმღერო იმენა ჩაწერილი სიმღერა
ნოდო
კაი რუსეთის არ მოგვწონს არ მოგვწონს მარა უელსმა რაღა დაგვიშავა? :D ტექნიკური ხარვეზი არ გამართლებთ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა