ყატარი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე საწვრთნელი და ძირითადი მინდვრების დაჩრდილვისთვით ხელოვნურ ღრუბლებს ამზადებს
ყატარი სპეციალურ ხელოვნურ ღრუბლებს ამზადებს, რათა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე საწვრთნელი და ძირითადი მინდვრები ჩრდილით დაიცვას. ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეცნიერებმა სპეციალური "ღრუბლები" დააპროექტეს, რომელთაგან თითო 500 ათასი დოლარი დაჯდება.

საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანაში ზაფხულში, როდესაც მსოფლიოს პირველობა უნდა ჩატარდეს, ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 42 გრადუსს შეადგენს, ასეთ პირობებში კი, განსაკუთრებით მზის მცხუნვარებისას, თამაში თითქმის შეუძლებელია.

"ღრუბლები მსუბუქი ნახშირბადის სტრუქტურისგან მზადდება და დისტანციური მართვის მზის ბატარეებით იქნება აღჭურვილი", - განაცხადა ყატარის პროექტზე მომუშავე საიდ აბდულ გენიმ.

აღსანიშნავია, რომ ადრე ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ზამთარში გადატანას არ გამორიცხავს, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და თქვა, რომ ყატარის მუნდიალის თამაშები ტრადიციულ დროს - ზაფხულში გაიმართება. აზიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ყატარელმა ბენ ხამამმა, რომელიც ფიფაში ბლატერის შეცვლას აპირებს, თქვა, რომ მისი ქვეყანა კარგადაა მომზადებული იმისთვის, "რათა სიცხის გამოწვევას უპასუხოს".

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტადიონებზე კლიმატი მატჩების კომფორტულად ჩატარებისთვის შესაბამისი იქნება, ქუჩებში ტემპერატურა მაინც ცხელი დარჩება - ამასთან გამკლავება კი უკვე ყოვლისშემძლე ყატარელ შეიხებსაც არ შეუძლიათ. ასე, რომ გულშემატკივრებს, რომელთა გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია, აუტანელი სიცხისგან ტანჯვა მაინც მოუწევთ.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ბლატერი ყატარის მუნდიალის ზამთრის პერიოდში გადატანის შესახებ მოსაზრებას მიუბრუნდება. ამით ყატარელები ფულსაც არცთუ ცოტას დაზოგავენ, რადგან ძვირადღირებული ხელოვნური ღრუბლები აღარ დასჭირდებათ.

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე