ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვაისური ამბები: თანამდებობას კბილებით არ ვიცავ, ფულის საშოვნელად არ ჩამოვსულვარ

ვაისური ამბები: თანამდებობას კბილებით არ ვიცავ, ფულის საშოვნელად არ ჩამოვსულვარ

გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ყველაზე პოპულარული გამონათქვამების ქრონოგრაფიას
6 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა. ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

- "შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

ვლადიმირ ვაისს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მალე ორი წელი შეუსრულდება და ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი პოზიცია დაუფიქსირებია. გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ყველაზე პოპულარული გამონათქვამების ქრონოგრაფიას:

2015 წლის 15 მარტი: "არავის ვპირდები, რომ დიდ შედეგს მივაღწევ. იდეალური ნამდვილად არაა, როცა ნაკრები შესარჩევი ციკლის წილისყრამდე მე-6 კალათაშია, მაგრამ მსურს, ფეხბურთელები შეკრებაზე ღიმილიანი სახეებით ჩამოვიდნენ. ნელ-ნელა პროგრესს უნდა მივაღწიოთ და შემდეგი ციკლის დაწყებამდე უკეთეს კალათაში მოვხვდეთ. მწვრთნელობა იოლი საქმე არაა, ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული. თბილისში უცხო ქალაქის დასათვალიერებლად და ფულის საშოვნელად არ ჩამოვსულვარ...

უელსთან, სერბეთთან, ირლანდიასთან კარგად თამაში და ემოციის ხარჯზე მოგებაც შეგვიძლია. კარგია, იღბალიც თუ გვექნება, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, იღბლის მაინცდამაინც არ მჯერა. მთავარია, გონივრულად ვითამაშოთ".

2015 წლის 28 მარტი: "მე-5–მე-6 ადგილებისთვის თამაში უინტერესოა. წარსულში საკმაოდ კარგად თამაშობდა ნაკრები, იგივე პოლონეთთან, შოტლანდიასთან, გერმანიასთან. ჩემი ამოცანაა, ვიპოვო ის, რაც გვაკლია. ჩვენ ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს".

2016 წლის 29 მარტი: "ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს. ქართველი ფეხბურთელების დონიდან გამომდინარე, ყაზახეთთან უნდა მოგვეგო. მესამე ადგილი მუნდიალის შესარჩევში არაფერს მოგვცემს. ყოველთვის უფრო მაღალი ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

2016 წლის 4 ივნისი: "სანაკრებო დონეზე მიუტევებელი შეცდომები დავუშვი. გვქონდა რაღაც შანსები, მაგრამ 1:5 დავმარცხდით და რუმინეთს უნდა მივულოცოთ ეს გამარჯვება".

2016 წლის 7 ივნისი: "ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ესპანეთთან სამი ქულის აღება ყველას არ გამოსდის. არ მახსოვს, ესპანეთმა შინ როდის წააგო და ეს არის დიდი წარმატება და ბედნიერება ბიჭებისთვის, ფედერაციისთვის, ყველასთვის, ვინც მუშაობს გუნდთან და სრულიად საფეხბურთო სამყაროსთვის. ვულოცავ ყველას.

დღეს ვზეიმობთ, მაგრამ ხვალ იწყება ახალი ცხოვრება. ცოტას შევისვენებთ და შემდეგ გავემგზავრები საფრანგეთში, სადაც დავაკვირდები კონკურენტებს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დავუპირისპირდებით".

2016 წლის 1-ლი სექტემბერი: "დადებითი შედეგის მისაღწევად ავსტრიასთან მაქსიმუმს გავიღებთ. ადვილი მატჩი არ გველის. ავსტრია კარგი გუნდია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე წელს არ გაუმართლა. მათ არნაუტოვიჩისა და ალაბას სახით მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. თუმცა, მეორე მხრივ, არც ჩვენ გვყავს ცუდი ფეხბურთელები - დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია!"

2016 წლის 5 ოქტომბერი: "დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებთან ერთად იმავე შედეგის გამეორებას შევძლებ, რასაც სლოვაკეთთან ერთად მივაღწიე. სლოვაკეთის ნაკრები ზუსტად იმავე სიტუაციაში მყოფი ჩავიბარე, როგორშიც დღეს საქართველოს ნაკრებია, მაგრამ ყოველდღე ვვითარდებით, წინ მივიწევთ... "

2016 წლის 9 ოქტომბერი: "საკუთარ მოედანზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ ამას ვგრძნობთ. სამი მატჩის შემდეგ 1 ქულა გვაქვს, მაგრამ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ".

2016 წლის 12 ნოემბერი: "დაუშვილმა ყვითელი მიიღო და მეშინოდა, არ გაეძევებინათ. მინდოდა მაგის მაგივრად კანკავა შემომეყვანა. შეცვლებზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ძალიან ცუდად ვთამაშობთ მეორე სართულზე დაცვაში.

მოლოდინი ყველას დიდი გვქონდა, შეგვიძლია ამ საღამოს კოშმარი ვუწოდოთ. შეცდომები გვქონდა ბურთის ამოტანაზე, მეორე სართულზე ბრძოლის დროს და ბურთის ართმევაზე".

2017 წლის 18 იანვარი: "ვისურვებდი, რომ იგივე განმეცადა საქართველოს ნაკრებთან ერთადაც, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. მაშინდელი სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელები ევროპულ ტოპ-კლუბებში, ტოპ-ჩემპიონატებში თამაშობდნენ: "ლივერპულში", "ნაპოლიში", ჩემი შვილი "მანჩესტერ სიტიში" იყო, უმრავლესობა რეგულარულად თამაშობდა რუსეთის პრემიერლიგაში. საქართველოსა და სლოვაკეთის ნაკრებებს შორის განსხვავება სწორედ ესაა".

2017 წლის 24 მარტი: "არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე, საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავეო, წავალ".

2017 წლის 27 მარტი: "მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას და მატჩს ელოდება: თუ მას იგებს, ის რჩება, თუ არა - მიდის. ამიტომ ჩემი მომავალი ფეხბურთელებზე, ფედერაციის წარმომადგენლებზე, გულშემატკივრებზეა დამოკიდებული. ვნახოთ, რა იქნება ხვალ..."

2017 წლის 28 მარტი: "თუ ნებას დამრთავენ, გავაგრძელებ საქართველოს ნაკრებში მუშაობას".

2017 წლის 5 ივნისი: "11 ივნისს მოლდოვაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და ვემზადებით. ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. სხვა ნებისმიერი შედეგი მიუღებელი იქნება".

2017 წლის 5 სექტემბერი: "ავსტრიელებს თავიანთი გეგმები აქვთ, საშინაო მატჩში ყველაფერს გააკეთებენ მოსაგებად, მაგრამ ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ. ჩვენც მოსაგებად ვითამაშებთ და ვეცდებით, 3 ქულა მოვიპოვოთ".

2017 წლის 6 სექტემბერი: "წინ კიდევ ორი თამაშია და ვეცდებით, შესარჩევი ციკლი მოუგებლად არ დავამთავროთ. რთული იქნება, მაგრამ შეევეცდებით".

• vano

ვაისმა კი არა კობიაშვილმა უნდა აგოს პასუხი , დიდი ბაქიბუქით რომ გააგდეს ცხადაძე. ვაისის გამონათქვამები კი არა კობიაშვილის გამონათქვამების კოლაჟი მოიყვანეთ და მიხვდებით რას გვპირდებოდა და რა შეგვრჩა ხელში.

• ზურაბ

ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი რომ ჩაუყენო ვერაფერს გააწყობს. ის რაც 20 წელი ინგრეოდა, ერთი ხელის მოსმით ვერ აშენდება. ვერ ხედავთ რა დღეშია ახალგაზრდული ნაკრები.. ვაისის ხელში გუნდი უფრო ახლებურად ათამაშდა. სერბები, უელსელები, ავსტრიას ან ირლანდიას რომ სტუმრად თანაბრად ეთამაშები ეს ამ სანაკრებო რესურსით ამ კაცის დამსახურებაა. სხვა საქმეა საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელები რომ არ ყავს. აბა მერებაშვილი ან ქვილითაიამ რა უნდა გაიტანოს. მაგას ჯობს ახალგაზრდულიდან თუნდაც ჩაკვეტაძე გამოეყვანა. და ბოლოს მე მაინც ვფიქრობ ჩვენს საფეხბურთო სამყაროში მსახვრალის ხელი ურევია... აბა რა უნდა ადამიანებო დვალიშვილს ნაკრებში. ცხადაძემ ჯერ შუა აზიაში დაამტკიცოს რისი მაქნისია.

• A

ყოვლად დაუნახავი, საცოდავი, მარტივად დაკერვადი, აცუნდრუკებული ერი ვართ. ორი მხარე კამათობს. ვინც გარტყმაში არაა ფეხბურთის ითხოვს ვაისის წასვლას. ვინც აზროვნებს დასაბუთებულად წერს რატომ უნდა დარჩეს ვაისი. ერთ წელიწადში ვინც უკეთეს შედეგს ელოდა პირდაპირ ვიტყვი იდიოტია. ნაკრები 4 და 8 წელიწადში არ შენდება. კაფელჩიკმა იცის რომ სხვისი დაწყებულის დამთავრება რთულია. ჩვენ ვერ შევიგნეთ. პირდაგებული ვდგავართ და მივჩერებივართ. რად მინდა თქვენი სტადიონის გავსება ჩუმად თუ ისხედით და აქა იქ საქართველოს წამოიწკმუტუნებთ. არ ყავდა უელსს ნაკრები მაგრამ ხალხი სტადიონს აყრუებდა. და მაინც რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ.

• რამაზი

ვაისის ნაკრებმა იპოვა თავის სათამაშო სტილი, გუნდი მიუხედავად შემადგენლობისა წინასწარ არაა განწირული არცერთ მეტოქესთან, გუნდს შეუძლია ბურთის კონტროლი, გუნდის აშკარა ნაკლია სტანდარტულების ძალიან სუსტი შესრულება. ერთი სიტყვით ვაისს უნდა ვაცალოთ...

• Givi

ვაისმა ბევრ შეხვედრაში ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. ამასთან ის ვერ ახერხებს გუნდის შეკვრას როგორც ამას ცხადაძე აკეთებდა. ფეხბურთელს უნდა ესმოდეს მწვრთნელის ჩანაფიქრის და უნდა მიჰყვებოდეს გეგმას მაგრამ აქ ჩანს რომ ვაისი კონტაქტურად პრობლემურია ფეხბურთელებს მისი არ ესმით. გერმანიასთან თამაში მაგალითი იყო იმისა თუ როგორ თამაშობს ჩვენი გუნდი როცა მწვრთნელის ნათქვამს მიყვება და მის ტაქტიკას იაზრებს. მოკლედ ვაისი უნდა წავიდეს

• poeti

უფრო შემტევი, გინდაც წააგო, აზრი არა აქვს დაცვით ვარიანტს, ვერ გამიგია, ვერსად გავდივართ!? შეტევა გისხნის მხოლოდ ვაისა. მოჰქროლავს აგერ, ბურთიაქვს ფეხში, პას გადის მარჯვვნივ, ხანაც მარცხნივა, ჩაკიდულები, ჩაწოდებები, ბურთები გააქვს ქვილითაის. ვაისი არის ნაკრების მხსნელი, მუჯირი ამბობს, მოისაკლისა, თუ ფულს არ იღებს მიეცით მეტი, თორემ ვერ გვტოვებს, გაისაძლისა. დღეს სერბეთია მეტოქე ჩვენი, ხვალ ვინ იქნება, ან და გაისად? დაცვას ამაგრებს ბურჯი კაშია, შეტევას იწყებს ისევ ვაისა. აგერ სასტავიც ჩამოგიწერე, ტაქტიკურიც გაქვს ნახაზი ხელში, თუ ივარგე და გამოიყენე, დღეს შენ ნიჩიას შეჰქმნი სერებეთში.

• ვინ გვახვევს თავს ამ უცხოელ მწვრთნელებს?

ცხადაძეს აქვს მომთხოვნი მწვრთნელის თვისებები. ყველაფერი უწყობს ხელს, ფიზიკურობაც და საფეხბურთო ბიოგრაფია. იცნობენ საზღვარგარეთ. თანაც საქართველოშია და ადვილად შეძლებს კარგი ფეხბურთელების სელექციას შიდა ჩემპიონატის თამაშების მუდმივი დაკვირვების შედეგად.

• კოტე

სულ 4 თამაში გვაქვს წაგებული - ამ ოთხიდან ორი შეიძლებოდა არც წაგვეგო. ფრეებიდან ერთი-ორის მოგებაც შეიძლებოდა. ბოლოს რომელ შესარჩევში გვქონდა ამაზე უკეთესი შედეგი? ან თამაშს როდის ვაჩვენებდით ამაზე უკეთესს? ამაზე სუსტი შემადგენლობა როდის გვყავდა? იმათ გასაგონად ვსვამ კითხვას, ესე ერთი მოსმით რომ ვაისს წასვლისკენ მოუწოდებს - ამდენი რამის ვერდანახვა ან ფეხბურთის უცოდინარობაა ან უაზრო ახირება. აცალეთ კაცს მუშაობა, ამაზე ნაკლები ხელფასი ნაკრებებში პრაქტიკულად არც არავის აქვს. რა ფულის შოვნაზე და რა წილებში ჯდომაზეა საუბარი. ეს ამდენი ამბიცია და პრეტენზია საიდან? ბოლო 10-15 წლის შესარჩევ ეტაპებს გადახედეთ, რა ლოგიკით უნდა გვქონდეს პრეტენზია უკეთესზე?

• დიტო

ბაჩანა?

• maximus

ვეთანხმები კახას, რომ მოდიოდა ოჯახაშენებული ვინმე რეალში ან ბარსაში გვყავდა... ყველაფერი ფედერაციის ბრალია.ცხადაძეს რას ერჩოდნენ...კობიაშვილმა და მისმა სასტავმა უნდა აგოს პასუხი... არაა ბატონო ეს ნაცები და მერე რაა გვაქვს რამე შედეგი...

• კახელი პაპა

ამ ეტაპზე გვჭირდება ქართველი მწვრთნელი, თუ გვეყოლება ფეხბურთელები პრემიერლიგაში, ლა ლიგაში და ა.შ.,მაშინ გვეყოლება ტოპ მწვრთნელი(იმ დროისთვის შეიძლება ქართველიც, ან უცხოელი). ჩემის აზრით:ან ცეცაძე, ან ცხადაძე. პრინციპში, მე რომ ვყოფილიყავი ნაკრების თავკაცი, ამაზე უარესი შედეგი არ მექნებოდა(ან თქვენ რომ ყოფილიყავით)!აღარ ღირს ვაისის დატოვება, თუ ნამუსი აქვს-ცოდვაა.

• ზაზა

ამ კაცმა თქვა სიმართლე - "ჭ" კლასის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებისგან ჩვენი ნაკრების ვითხოვთ ევროპის ლიდერად გახდომას.

• daTo

ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს ქართველიუნდა იცნობდეს ფეხბურთელებს და არაა მარტო ნაკრების ფეხბურთელებს უნდა იცოდეს ხალხის აზროვნება და მენტალიტეტი ურთიერთობა უნდა ქონდეს კლუბების მწვრთნელებთან ხელმძღვანელებთან და აშ კაცი რომელიც წელიწადში ერთხელ ჩამოდის 1 კვირა და მერე ისევ მიდის და 500 000 $ უნდა აიღოს ამაში 2 წელიწადში და თამაში არ მოუგია ოფიციალური ესეთი მწვრთნელი არაა ნამდვილად სასურველი ნაკრებში.

• giorgi

მწვრთნელის მოვალეობაა შემადგენლობები დაყენოს და სათამაშო გეგმა დასახოს მაგრამ როცა ფეხბურთელი პას ვერ აკეთებს როცა ფეხბურთელი კაცს ვერ ატყუებს ფიზიკურ ორთაბრძოლაში ვერ შედის და ბურთსაც კი ვერ აჩერებს მწვრთნელმა რაქნას?? როცა ფეხბურთელები არ გვყავს ჩვენ იმ დონის რომლებსაც შეუძლიათ ნაკრებში თამაში და ვინც გვყავს ისინიც ხარ ფორმაში არ არიან ხან ტრანვები აქვთ ზოგიერთ საერთოდ უარს ამბობს ნაკრებში თამაშზე ასეთ სიტუაციაში ყველაფრის მწვრთნელისთვის დაბარალება და ფედერავისთვის დაბრალება არაა სწორი.

• leo

ვაის, ელემენტარულად აგვიხსენით, რა კრიტერიუმების მიხედვით თამაშობენ დღეს ლორია, კანკავა, გვილია,კვეკვესკირი, ნავალოვსკი და არ ეძლევათ შანსი აბურჯანია, ხოჭოლავა, მაკარიძე,დვალი, ჰუფნაგელი, ებრალიზე, რომლებიც სუპერ საფეხბურთო ასაკში არიან და 90 წუთი თუ არა, 1 ტაიმის, ხან მეტის, ხან ცოტა ნაკლებს თამაშობენ თან რეგულარულად და საფეხბურთო ქვეყნებში, სადაც მკვეთრად განსხვავებული მიდგომაა, ამ პრორუსულ-სლავურ ჩამპალ საფეხბურთო ფილოსოფიასთან განსხვავებით. მოიყვანეთ მწვრთნელი, განვითარებული ქვეყნებიდან, გადაუხადეთ ფული , მის გუნდსვე ჩააბარეთ 21 წლამდელთა ნაკრებიც და დაანებეთ თავი, არ ჩაერიოთ მის საქმეში და დადებს შედეგს. და იმ სიბინძურეებს კი დაანებეთ თავი,

• მამუკა

ვაისის წასვლა არაფერს შეცვლის, რამდენი ვაისი შეიცვალა და რა 23 წელია.

• მიხო

სად ნახეთ ეს სურათი!!?? გესტაპოში ხომ არ იყო გამოძახებული!!! დარჩი ვაის ოღონდ უნდა იცოდე რომ საქართველოში უნდა გადმოსახლდე ძამა და აქეთ იქით სიარულს მოეშვა!! წნორის მილანის თამაში რომ იყოს იქაც უნდა ჩახვიდე საყურებლად აბა ასეა ეს. სხვანაირად არ გამოვა!!

• gulshematkivari

ვაის , თავს რა ალანძღინებ ამ ხალხს წადი სახლში შეეშვი ამ უჯიგრო ნაკრებს, ამათ არ ცხვენიათ ტყუილის თქმა და გატყობ შენც გასწავლეს ჩვენისთანა გულუბრყვილო ხალხის დაბოლება? გეყოფათ რა ფედერაციავ, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფულების ჩამა! გრცხვენოდეთ!

• geo

გაითვალისწინეთ გულშემატკივრის თხოვნა, დააბრუნეთ ცხადაძე.

• ara

ეს თუ არ გაუშვეს ყველაფერი გასაგებია წილში არიან

• VAKHTANG LOBZHANIDZE

მეც და გულშემატკივრის უმრავლესობა ცხადაძეს უჭერს მხარს! ფულის გულისთვისაა ჩამოსული ვაისი და მეტსაც გეტყვით სანდო წყაროებიდან ვიცი რომ ფედერაცია წილში უზის..

• კახა

ცხადაზე ტუ გვიშველის დააბრუნეტ ცხადაზე

• შოთა გუგეშაშვილი

კონტრაკტს ხელს რომ აწერდი მაშინ რეალსი ტამაშობდენ ტუ ბარსაში რა არ იცოდი სადაც ტამასობდენ დააბრუნეტ ცხადაზე

• bajo

ცადი ვაის ცადიიიიიიიი,მადლობა გაცეული სჰრომისტვისს მაგრამ უნდა ცახვიდეეე.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?

შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა

კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ

სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს