მუნდიალი 2018. ევროპა. X ტური: გერმანიის ნაკრებმა ათივე მატჩი მოიგო
8 ოქტომბერს, ევროპის ზონის 3 ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტური გაიმართა.

C ჯგუფში კაიზერსლაუტერნში აზერბაიჯანმა ერთი ტაიმი კი გაუძლო გერმანიას, მაგრამ ნაანტრაქტევს ბუნდესგუნდმა 4 გოლი გაიტანა და 5:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ იოახიმ ლიოვის შეგირდებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ათივე შეხვედრაში იმარჯვეს, მთლიანობაში კი შესარჩევ ტურნირზე მიჯრით მე-16 გამარჯვება მოიპოვეს და თავისივე მსოფლიოს რეკორდი გაიმეორეს. ამას გარდა, გერმანიამ ამ შესარჩევ ციკლში 43 გოლი გაიტანა და 2000 წელს ესპანელთა დამყარებული რეკორდი დაამხო. ზედიზედ მე-5 სანაკრებო მატჩში გაიტანა გოლი „ჰოფენჰაიმის“ 29 წლის თავდამსხმელმა სანდრო ვაგნერმა.

ჩრდილოეთ ირლანდიას პლეი - ოფში თამაში გარანტირებული ქონდა და ოსლოში ნორვეგიასთან 0:1 წააგო. ჩეხეთმა კი შინ სან მარინო გაანადგურა (5:0).

E ჯგუფში პოლონეთმა ვარშავაში მონტენეგროს 4:2 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ამ შეხვედრაში ერთი გოლი მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და 16 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დანია სახლში რუმინეთს დაუზავდა (1:1) და პლეი - ოფში ითამაშებს. ყაზახეთი - სომხეთი 1:1 დასრულდა.

F ჯგუფში ვილნიუსში ინგლისმა, რომელსაც უკვე განაღდებული ქონდა პირველი ადგილი, ექსპერიმენტალური შემადგენლობით ლიტვას 1:0 სძლია. ეს ერთადერთი გოლი გარი კეინმა გაიტანა. მან „სამი ლომის“ უკანასკნელ 5 შეხვედრაში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ნაკრებისა და კლუბის ბოლო 10 მატჩში კი 15 გოლი გაიტანა. ინგლისელთა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა განაცხადა, რომ უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება უნდოდათ, მაგრამ 3 ახალი ფეხბურთელი გამოსცადა და მომავალ თვეში გაცილებით უფრო ძლიერ ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

სლოვაკეთმა მალტას ტრნავაში 3:0 მოუგო (დუბლი ადამ ნემეცმა მიითვალა), სლოვენია - შოტლანდია 2:2 დასრულდა, სლოვაკეთმა და შოტლანდიამ 18-18 ქულა დააგროვეს და ბურთების უკეთესი სხვაობით მე-2 ადგილი სლოვაკებმა დაიკავეს.

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]