ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პროგრამა "კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის" - სემინარები ზუგდიდში ჩატარდა

პროგრამა "კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის" - სემინარები ზუგდიდში ჩატარდა

საჯარო სკოლების ფიზკულტურის მასწავლებლების კალათბურთის განხრით გადამზადების მორიგი სემინარები ზუგდიდში გაიმართა
საჯარო სკოლების ფიზკულტურის მასწავლებლების კალათბურთის განხრით გადამზადების მორიგი სემინარები ზუგდიდში გაიმართა, სადაც თავი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის 70-ამდე მასწავლებელმა მოიყარა. მიმდინარე თვეში სემინარები ბათუმსა და ოზურგეთში ჩატარდა, რომლებსაც შესაბამისად - აჭარისა და გურიის საჯარო სკოლების მასწავლებლები დაესწრნენ.

აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მიზნად სკოლების ფიზკულტურის პედაგოგთა სხვადასხვა სპორტის სახეობის ძირითადი საფუძვლების ათვისებას ისახავს.

სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, ზემოხსენებული პროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადამზადების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა - სახელწოდებით: "კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის". აღნიშნული პროგრამის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 650 სკოლის მასწავლებელს უნდა ჩაუტარდეს საკალათბურთო სემინარები.

ბათუმისა და ოზურგეთის შემდეგ სემინარები ჩატარდა ზუგდიდში, სადაც სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ფიზკულტურის მასწავლებლები შეიკრიბნენ. მასწავლებლებს სემინარები საკალათბურთო "აკადემიისა" და 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბ "ორბის" მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ ჩაუტარეს.

ფიზკულტურის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიც მათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს 3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობის სტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლების კომპლექტი გათამაშდება.

ზუგდიდში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბას სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ. პროცესში აქტიურად ჩართულმა მასწავლებლებმა საკალათბურთო ბურთებიც მიიღეს.

პროგრამა ოქტომბრის მეორე ნახევარში გაგრძელდება და სემინარები იმერეთის (ქუთაისი), სამცხე-ჯავახეთის (ბორჯომი) და რაჭა-ლეჩხუმის (ამბროლაური) რეგიონებში ჩატარდება.

ნოდარ ავალიშვილი (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მწვრთნელთა განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი):

"პროგრამა საკმაოდ აქტიურად დაიწყო. ფიზკულტურის მასწავლებლები, რომლებიც ჩვენს სემინარებს დაესწრნენ, ძალიან მონდომებულები იყვნენ. ჯერ მხოლოდ 3 რეგიონში ჩავატარეთ პროგრამით გათვალისწინებული სემინარები, რომლებსაც 150-მდე მეტი პედაგოგი დაესწრო.

კალათბურთის მიმართ მთელ საქართველოში საკმაოდ დიდია ინტერესი და აღნიშნულ სემინარებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთლიანობაში, დაახლოებით 650-მა მასწავლებელმა უნდა გაიაროს სემინარები, რომლებიც სკოლებში კალათბურთის გაკვეთილებს გაუძღვებიან.

კალათბურთის ფედერაცია, სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს პედაგოგთა გადამზადებისთვის სასურველ პირობებს. პროგრამა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გაგრძელდება და მომდევნო სემინარები ქუთაისში, ბორჯომსა და ამბროლაურში გაიმართება".

წყარო: superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა