ევროპის შესარჩევი ციკლი დასრულდა და გრძელდება
ევროპის შესარჩევი ციკლი დასრულდა და გრძელდება - ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ცნობილია 9 გამარჯვებული, რომლებიც რუსულ მუნდიალზე მოხვდნენ, მაგრამ "ბებერ კონტინენტს" კიდევ ოთხი საგზური ეკუთვნის, რომელსაც ნოემბერში პლეი-ოფში გაითამაშებენ.

მაშ ასე, ჯგუფები მოიგეს და რუსეთის საგზური დაბევებული აქვთ: საფრანგეთს, პორტუგალიას, გერმანიას, სერბეთს, პოლონეთს, ინგლისს, ესპანეთს, ბელგიასა და ისლანდიას.

პლეი-ოფში ითამაშებენ: შვეიცარია, იტალია, დანია, ხორვატია, შვედეთი, ჩრ. ირლანდია, საბერძნეთი, ირლანდია.

ბორტს მიღმა დარჩა ერთადერთი მეორეადგილოსანი - სლოვაკეთი.

პლეი-ოფის კენჭისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება. ფიფას ოქტომბრის რეიტინგის მიხედვით, ოთხი ნაკრები განთესილი იქნება, ოთხიც - არა.

პლეი-ოფის მატჩები 9-11 ნოემბერსა და 12-14 ნოემბერს გაიმართება და იმ დროისთვის ევროპიდან გასული ყველა გუნდის ვინაობაც გვეცოდინება.

A ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ბელორუსი და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

ანტუან გრიზმანისა და ოლივიე ჟირუს გოლებს ერთით ანტონ საროკამ უპასუხა.

დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "ჩვენ რთული შესარჩევი ციკლი გვქონდა. არც ბელორუსთან მატჩი იყო საჩუქარი, თუმცა მიზანს მივაღწიეთ და ძალიან მიხარია ფეხბურთელთა გამო - მათ დაიმსახურეს მუნდიალზე თამაში. რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრები მუდამ მაღალი კლასის გუნდია და საგზურის მოპოვება მისთვის აუცილებლობაა, სხვას მისგან არც უნდა ელოდო. შესაძლოა, დღეს ცოტა დაძაბული მატჩი გამოგვივიდა, ბელორუსის ნაკრები არაფრით არ დანებდა, მაგრამ ამ ამოცანას გავუმკლავდით".

ჰოლანდიის ნაკრებს 6-გოლიანი სხვაობა ესაჭიროებოდა პლეი-ოფში მოსახვედრად და ბუნებრივია, შვედეთი ამას არ დაუშვებდა.

ჰოლანდიამ არიენ რობენის დუბლით მოიგო, მაგრამ კვლავ დიდი ტურნირის მიღმა დარჩა. 33 წლის რობენმა ნაკრებში 37 გოლის გატანა შეძლო (96 მატჩში) და დენის ბერხკამპს გაუთანაბრდა.

ეს მეოთხე ადგილია ჰოლანდიის ნაკრების მეგოლეთა შორის. მეტს რობენი ნაკრებში აღარ გაიტანს, რადგან მატჩის შემდეგ მან საჯაროდ გამოაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს.

B ჯგუფში ყველაფერი ერთ მატჩში წყდებოდა - ლისაბონში ევროპის ჩემპიონ პორტუგალიას მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, სტუმარ შვეიცარიას კი ფრეც ჰყოფნიდა მუნდიალის საგზურისთვის, მაგრამ პეტკოვიჩის გუნდმა 9-მატჩიანი მოგებათა სერია შესარჩევ ციკლში შეწყვიტა - 0:2 დამარცხდა და ახლა მას პლეი-ოფი ელის.

კრიშტიანო რონალდომ გატანა ვერ შეძლო. ამგვარად, შესარჩევი ციკლის ბომბარდირი (ევროპაში) პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა 16 გოლით.

რონალდოს გოლი დააკლდა, თუმცა ახლა ეს მას და მის გუნდს ნაკლებად ადარდებთ, პორტუგალია მუნდიალზეა.

სასწაული არ მოხდა, H ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებმა, რა თქმა უნდა, მოუგო უსუსურ გიბრალტარს (თანაც, კარგად მოუგო 4:0, დუბლი კოსტას მიტროღლუმ შეასრულა) და პლეი-ოფში გავიდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პლეი-ოფში სლოვაკეთი ითამაშებდა, მაგრამ ეს არ მოხდა.

ბელგიას დიდი ხანია, საგზური მოპოვებული აქვს და ახლა სხვა მიღწევით გაერთო - 4:0 მოუგო კვიპროსს, შესარჩევ ციკლში 43 გოლი დაუგროვდა და გერმანიის რეკორდი გაიმეორა.

A ჯგუფი

საფრანგეთი-ბელორუსი 2:1

გოლები: 1:0 გრიზმანი (27), 2:0 ჟირუ (33), 2:1 საროკა (44)

საფრანგეთი (4-4-2): ლორისი - სიდიბე, ვარანი, უმტიტი, დინი - კომანი (61. მბაპე), ტოლისო, მატუიდი, ლემარი (83. ლემარი) - ჟირუ, გრიზმანი (78. მ. სისოკო)

ბელორუსი (4-2-1-3): ჩერნიკი - მატვეიჩიკი, იანუშკევიჩი (46. საჩივკო), პოლიტევიჩი, ვოლოდიკო - დრაგუნი, კორზუნი (79. ბიკოვი) - კარნიტსკი - კოვალევი (65. სკავიში), საროკა, სტასევიჩი

იხილეთ ვიდეო

ჰოლანდია-შვედეთი 2:0

გოლები: 1:0 რობენი (16-პენ), 2:0 რობენი (40)

ჰოლანდია (4-2-1-3): სილესენი - ტეტე (71. იანმაატი), ვან დეიკი, რეკიკი, აკე - ვილიენა, ბლინდი - ვეინალდუმი (71. კლაასენი) - რობენი, იანსენი (46. დოსტი), ბაბელი

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელიოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი - კლასონი (68. სვენსონი), ლარსონი (81. ოლსონი)), იოჰანსონი, ფორსბერგი - ტოივონენი (76. ტელინი), ბერგი

იხილეთ ვიდეო

ლუქსემბურგი-ბულგარეთი 1:1

გოლები: 1:0 ო. ტილი (3), 1:1 ჩოჩევი (68)

ლუქსემბურგი (4-1-2-3): ჟუბერი - ჟანი (81. მარტინსი), მარტინსი, მალჟე, იანიში - ფილიპსი - ო. ტილი, სკენდეროვიჩი - ტურპელი, იოახიმი (85. სინანი), როდრიგესი (60. და მოტა)

ბულგარეთი (4-3-3): ივანოვი - ს. პოპოვი, ბოდუროვი, ბოჟიკოვი, ზანევი (14. ნედიალკოვი) - კრაევი (49. გალაბინოვი), სლავჩევი (62. რაინოვი), ჩოჩევი - ნედელევი, ი. პოპოვი, დელევი

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 10 7 2 1 18-6 23

2. შვედეთი 10 6 1 3 26-9 19

3. ჰოლანდია 10 6 1 3 21-12 19

4. ბულგარეთი 10 4 1 5 14-19 13

5. ლუქსემბურგი 10 1 3 6 8-26 6

6. ბელორუსი 10 1 2 7 6-21 5

B ჯგუფი

პორტუგალია-შვეიცარია 2:0

გოლები: 1:0 ჯურუ (41 ს.კ.), 2:0 ანდრე სილვა (57)

პორტუგალია (4-4-2): პატრისიო - სედრიკი, პეპე, ფონტე, ელიზეუ (68. ანტუნეში) - ჟოაო მარიო (91. დ. პერეირა), ჟოაო მოუტინიო, ვ. კარვალიო, ბერნარდო სილვა - ანდრე სილვა (75. ანდრე გომეში), რონალდო

შვეიცარია (4-3-3): ზომერი - ლიხტშტაინერი, შარი, ჯურუ, როდრიგესი - ფროილერი (46. ზაკარია), ჯემაილი (66. ცუბერი), ჯაკა - შაკირი, სეფეროვიჩი, მეჰმედი (66. ემბოლო)

იხილეთ ვიდეო

უნგრეთი-ფარერები 1:0

გოლი: 1:0 ბოდე (81)

უნგრეთი (4-4-2): გულაჩი - ფიოლა, გუზმიჩი, კადარი, საბო - შტიბერი (66. დ. ნადი), პატკაი, ა. ნადი, ჯუჯაკი - უგრაი (89. შალაი), ეპელი (46. ბოდე)

ფარერის კუნძულები (4-4-2): ნილსენი - იონსონი, ბალდვინსონი, გრეგერსენი, ნაესი - ვატნჰამარი, სორენსენი (73. ბარტალსტოვუ), ბენიამინსენი (66. ჰანსონი), ედმუნდსონი - იოენსენი, ფაერო (88. ოლსენი)

ლატვია-ანდორა 4:0

გოლები: 1:0 იკაუნიეკსი (11), 2:0 საბალა (19), 3:0 საბალი (59), 4:0 ტარასოვსი (63)

ლატვია (5-3-2): ვანინში - გაბოვსი (65. ვიშნიაკოვსი), კოლესოვსი, დუბრა, ტარასოვსი, სოლოვიოვსი - კლუშკინსი (81. ულიმბაშევსი), ინდრანსი, ტორესი - იკაუნიეკსი (71. ულდრიკისი), საბალა

ანდორა (4-4-2): გომესი - რუბიო, ლიმა, ლიოვერა, მ. გარსია - კლემენტე (63. მარტინესი), რებესი, ე. გარსია, ვიეირა (87. რიერა) - პუჟოლი, ალაესი (83. სანჩესი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 10 9 0 1 32-4 27

2. შვეიცარია 10 9 0 1 23-7 27

3. უნგრეთი 10 4 1 5 14-14 13

4. ფარერები 10 2 3 5 4-16 9

5. ლატვია 10 2 1 7 7-18 7

6. ანდორა 10 1 1 8 2-23 4

H ჯგუფი

ესტონეთი-ბოსნია 1:2

გოლები: 0:1 ჰაიროვიჩი (48), 1:1 ანტონოვი (75), 1:2 ჰაიროვიჩი (84)

ესტონეთი (3-4-3): აკსალუ - ბარანოვი, მეტსი, კლავანი - ტენისტე, კაიტი, ანტონოვი, პიკი - ზენიოვი (69. ტამი), ანიერი (76. იააგერი), ლუტსი

ბოსნია (4-3-1-2): ბეგოვიჩი - შუშიჩი, კოკალიჩი, ჟუკანოვიჩი, კოლაშინაცი (46. დუმიჩი) - კრუნიჩი, ცირმიოტი, ჰაიროვიჩი - მედუნიანინი - იბიშევიჩი (65. ჯეკო), კოდრო (75. დულიევიჩი)

საბერძნეთი-გიბრალტარი 4:0

გოლები: 1:0 ტოროსიდისი (32), 2:0 მიტროღლუ (61), 3:0 მიტროღლუ (63), 4:0 იანიოტასი (78)

საბერძნეთი (4-2-3-1): კარნეზისი - ტოროსიდისი (68. მანიატისი), სოკრატისი (68. ციოლისი), პაპადოპულოსი, სტაფილიდისი - ზეკა, ტახციდისი - ხრისტოდულოპულოსი (74. იანიოტასი), ფორტუნისი, მანტალოსი - მიტროღლუ

გიბრალტარი (4-4-2): იბრაჰიმი - გარსია, ჩიპოლინა, ბარნეტი, მასკარენიასი - ერნანდესი, უოკერი, ბარდონი, პონსი (72. გილინგი) - კუმბსი (88. რუისი), ლოპესი (62. იომე)

ბელგია-კვიპროსი 4:0

გოლები: 1:0 ე. აზარი (12), 2:0 ტ. აზარი (52), 3:0 ე. აზარი (62-პენ), 4:0 ლუკაკუ (78)

ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, სიმანი, ვერტონგენი - მონიე (66. ლუკაკუ), ტილემანსი, ვიტსელი, შადლი - ტ. აზარი, ბატშუაი (56. მერტენსი), ე. აზარი (77. დე ბრუინი)

კვიპროსი (4-1-4-1): პანაი - დემეტრიუ, კატერალისი, ლაიფისი, მარგაკა - მერკისი - კირიაკუ (64. ხარალამბიდისი), არტიმატასი (91. ნიკოლაუ), ლაბანი, ალექსანდრუ (46. კასტანოსი) - სოტირიუ

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბელგია 10 9 1 0 43-6 28

2. საბერძნეთი 10 5 4 1 17-6 19

3. ბოსნია 10 5 2 3 24-13 17

4. ესტონეთი 10 3 2 5 13-19 11

5. კვიპროსი 10 3 1 6 9-18 10

6. გიბრალტარი 10 0 0 10 3-47 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]