ისლანდიური ზღაპარი გრძელდება
ისლანდიური ზღაპარი გრძელდება. ამჯერად კუნძულელებმა მუნდიალის საგზური მოიპოვეს. როგორც ვწერდით, ისლანდია მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე პატარა (სულ 330 ათასი ადამიანი) ქვეყანაა, რომელსაც ოდესმე მსოფლიოს ჩემპიონატებზე უთამაშია. დღეს ჩვენ 8 ისლანდიურ სასწაულზე ვწერთ...

2012 წელს ფიფას რეიტინგში ისლანდიას 133-ე ადგილი ეჭირა. ევროპის ბოლო ჩემპიონატზე კი ისლანდიელებმა მეოთხედფინალში იასპარეზეს...

ისლანდიაში ფეხბურთის განვითარებას შეუდგნენ მუნიციპალური პროგრამით, რომელიც რეიკიავიკის უნივერსიტეტმა შეიმუშავა. ფეხბურთზე აქცენტი უბრალოდ როდი გაკეთდა. ეს იყო ალკოჰოლის, მოწევისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი.

პირველი 6 მანეჟი დედაქალაქ რეიკიავიკში აშენდა. საფეხბურთო სკოლების გამორჩეულ მოსწავლეებს პრემიები დაუწესდათ. უნდა ითქვას, რომ ბოლო 10 წელიწადში ისლანდიაში ალკოჰოლის მოხმარება 30 პროცენტით შემცირდა.

ისლანდია სუბარქტიკული ზონაა. ამიტომ ფეხბურთის თამაში მხოლოდ წელიწადის ოთხ თვეს შეიძლება. დანარჩენ დროს ქუჩაში თოვლია. ამ ქვეყანაში არის ექვსი "საფეხბურთო სახლი". ეს არის გადახურული მანეჟები. სულ, დაახლოებით, 150 საფეხბურთო მოედანია.

ისლანდიელი მწვრთნელებისთვის 2006 წელს ქვეყანაში გაიხსნა სპეციალური კურსები. ახლა 10 წლის ასაკიდან ბავშვებს მხოლოდ ის სპეციალისტები ასწავლიან ფეხბურთს, რომელთაც A ან B ლიცენზია აქვთ. 2017 წელს 848 სპეციალისტმა მიიღო ლიცენზია, ანუ 400 ისლანდიელზე ერთი მწვრთნელი მოდის.

ისლანდიაში ფეხბურთი სამოყვარულოა. ფეხბურთელებს აქვთ მეორე პროფესია. მაგალითად, ისლანდიის ნაკრების წევრი იონ ბოდვარსონი პორტში მტვირთავი იყო, სვერირ ინგასონი ისლანდიის ქუჩებში სისუფთავეს იცავდა, გუნდის ლიდერი, გილფი ტორ სიგურდსონი თევზის პროდუქტების დამამზადებელი კომპანიის დირექტორი იყო.

მეკარე ჰანეს ჰალდორსონი დღემდე სარეკლამო რგოლების რეჟისორია, მწვრთნელი ჰეიმარ ჰალგრიმსონი კი სტომატოლოგი გახლავთ.

შრომისმოყვარეობა არის ის მთავარი თვისება, რის გამოც ისლანდიელ ფეხბურთელებს აფასებენ.

70-ზე მეტი ისლანდიელი ფეხბურთელი თამაშობს საზღვარგარეთ. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ზრდის ისლანდიური კლუბების ბიუჯეტს. მაგალითად, გუნდის ლიდერი გილფი სიგურდსონი პრემიერლიგელი "ევერტონის" წევრია.

ისლანდიის ნაკრების სატრანსფერო ღირებულება 42 მილიონი ევროა. ეს ევროპული მასშტაბით სასაცილო ციფრია.

ისლანდიის ნაკრებში უდიდესი ყურადღება ექცევა მოტივაციას. ყველა თამაშის წინა დღეს მთავარი მწვრთნელი ხვდება გულშემატკივრებს და მომავალი თამაშის გეგმაზე დაწვრილებით უყვება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zizu
ამათ პროფესიები მაინც აქვთ და ჩვენი 11 ფეხბურთელი ყველა რო სვარშიკია
888
მათ ფედერაციაში კობიაშვილები და მუჯირები არა ყავთ,ამიტომ ფულს არავინ იპარავს და საქმეც კეთდება.
stig
ეს სტატია დიდი პატივისცემით იქნებ ფედერაციის ხელმძღვანელობას მიაწოდოთ რო იმათაგნ პატენტი აიღონ და აამუშაონ, ზუსტად ეგ პრობლემაა ჩვენს ახალგაზრდებში და ჩვენთვის შესაფერისი გეგმაა გასაწერი, უბრალოდ უნდა გადმოაქართულონ აღარ უნდა ამას გამოგონება, აღარაფრის.
მამუკა
ქვეყანაში სადაც ფედერაციის ხელმძღვანელს მთავრობის ერთგულებით ნიშნავენ და არა სამართლიანი არჩევნების საშუალებით ირჩევა რა წარმატებაზე შეიძლება ლაპარაკი. კობიაშვილი პარლამენტის წევრია და შეთავსებით ფედერაციას ხელმძღვანელობს. ან პირიქით :(
dato
ჩვენს ფეხბურთელებსა და ფეხბურთის მესვეურებს იქნებ შერცხვეთ და მიხედონ ქართულ ფეხბურთს? ასე გაგრძელება არ შეიძლება! ერთი კინკილა გამარჯვებაც კი ვერ მოვიპოვეთ! სირცხვილია სხვა რომ არაფერი!
ლევანი
ისე,ბატონო ალეკო,თუ იცით,ისლანდიაში რომელიმე ქალაქის გუნდი, შენი ქალაქის გუნდივით,სხვა ქალაქში თუ დადის სავარჯიშოდ და სათამაშოდ?
ხარი
პატრონის მეტი რა გვყავს საქმეს არავინ აკეთებს
ნოდო
330 ათასი კი არიან მარა იმდენი ლიგა აქვთ მიკვირს ამდენი ხალხი საიდან :D
სოსო
330000 კაცზე 150მინდორი,საქართველოში სულ რამდენი მინდორია?ან თბილისში რამდენი რამდენი მოედანი დარჩა?რამდენი ლიცენზირებული მწვრთნელი გვყაავს და მათგან რამდენმა ჩააბარა რეალურად გამოცდები?დაფინანსებასა და პატრიოტიზმზე აღარაფერს ვამბობ.
კამეჩი
ვაი ჩვენ პატროს!! (თუ გვყავს საერთოდ პატრონი ფეხბურთში??). რა დღეში ვარ!!
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
9:0 რონალდოს გარეშე და 6 მოგებული მატჩი საერთო ანგარიშით 24:0 - პორტუგალია შეუჩერებელია
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]