ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარი მოვლენა "ბაიერნში" 72 წლის იუპ ჰაინკესის დაბრუნებაა
ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარი მოვლენა "ბაიერნში" 72 წლის იუპ ჰაინკესის დაბრუნებაა.

2013 წელს ის ტრიუმფით გაეყარა "რეკორდმაისტერს" და პენსიაზე გავიდა, მაგრამ ახლა საშველად უხმეს. გერმანულმა გრანდმა სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო და ჩემპიონთა ლიგა რომ გვერდზე გადავდოთ, ბუნდესლიგაშიც არ მისდის საქმეები კარგად - 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ "დორტმუნდს".

რაც მთავარია, კითხვის ნიშნებს ტოვებს "ბაიერნის" თამაშის ხარისხი. ერთი მხრივ, შვედეთთან ბრწყინვალე თამაშის (დუბლი) შემდეგ გუნდს კარგ ხასიათზე უბრუნდება არიენ რობენი, მაგრამ მეორე მხრივ, ის გულდაწყვეტილიცაა - სანაკრებო კარიერა დაასრულა, ხოლო ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩა. ნაკრებიდან წავიდა არტურო ვიდალიც.

"ფრაიბურგთან" საშინაო შეხვედრა "ბაიერნს" აშკარად მოსაგები აქვს. ნოიერის, ალაბას, ბერნატის, რიბერისა და იმავე ვიდალის არყოფნა სერიოზული დანაკლისია, მაგრამ ვეჭვობთ, ამან "რეკორდმაისტერი" შეაჩეროს. საეჭვოა ზულეს თამაში. "ფრაიბურგს" აკლია აბრაში, გედე და კამპფი. უცნობია, შეძლებენ თუ არა თამაშს მეფერტი და სიერო.

ლიდერი "დორტმუნდი" საშინაო ასპარეზზე დაუხვდება გასული სეზონის აღმოჩენას - "ლაიპციგს". როგორც ყოველთვის, მასპინძელთა ლაზარეთი ამჯერადაც სავსეა. ბოლოს მას ლუკაშ პიშჩეკიც შეუერთდა. მის გარდა, ვერ ითამაშებენ ბიურკი, დურმი და გერეიროც.

საეჭვოა ტრავმამოშუშებული როისისა და შიურლეს მინდორზე გასვლა. "ლაიპციგს" არ ეყოლება ზაბიტცერი, ხოლო დემესა და ილსანკერის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

კარგი თამაში უნდა გამოვიდეს ბერლინში, სადაც "ჰერტა" "შალკეს" მიიღებს. მასპინძლებს არ ეყოლებათ იარშტაინი. საეჭვოა შტიბერისა და ზელკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. სტუმრებს დააკლდებათ ბენთალები. ტრავმები აქვთ კოკეს, ინსუასა და შოპფს. მათი საკითხი უშუალოდ თამაშის წინ გადაწყდება.

"ჰოფენჰაიმი" "აუგსბურგთან" შეხვედრაში ბიჩაკჩიჩის გარეშე ითამაშებს. კითხვები ისმის დემირბაის, ჰიუბნერისა და ამირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. "ლევერკუზენს" "ვოლფსბურგის" დამარცხების მშვენიერი შანსი აქვს. მასპინძლებს მხოლოდ იედვაი აკლიათ.

სტუმრები კი განახევრებული შემადგენლობით ითამაშებენ - საქმეს ისეთი პირი უჩანს, არ იქნებიან გომესი, ბრუმა, არნოლდი, იუნგი და ნტეპი.

ფაქტები

"კიოლნი" საშინელ ფორმაშია: ზედიზედ 7 მატჩია, არ მოუგია.

"ჰამბურგს" 5 მატჩია, არ გაუტანია და ამდენივე შეხვედრაში არ მოუგია.

"ჰერტას" მიმდინარე სეზონში შინ არ წაუგია.

ბოლო 7 შეხვედრაში "ჰოფენჰაიმს" რეგულარულად გააქვს.

"დორტმუნდი" ყველანაირად ეცდება 13-მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას.

"ვოლფსბურგს" ბოლო 5 შეხვედრაში არ მოუგია.

10 მატჩია, "ვერდერმა" გამარჯვების გემო არ იცის.

ბუნდესლიგა. VIII ტური

პარასკევი, 13 ოქტომბერი

შტუტგარტი-კიოლნი 22:30

შაბათი, 14 ოქტომბერი

ბაიერნი-ფრაიბურგი 17:30

ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 17:30

ჰერტა-შალკე 17:30

მაინცი-ჰამბურგი 17:30

ჰანოვერი-აინტრახტი 17:30

დორტმუნდი-ლაიპციგი 20:30

კვირა, 15 ოქტომბერი

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 17:30

ვერდერი-გლადბახი 20:00

ბომბარდირები: 8 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში