სუპერლიგის პირველი ტური სანახაობრივი მატჩით დასრულდა
სუპერლიგის პირველი ტური სანახაობრივი მატჩით დასრულდა.

14 ოქტომბერს გამართული 3 შეხვედრის შემდეგ, 15 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ტურის დასკვნითი - მეოთხე მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "სოხუმი" და"კაკტუსი" შეხვდნენ.

მატჩის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მატჩი ახლოს იყო მეორე ოვერტაიმთან, თუმცა კაკტუსელთა ამერიკელმა ლეგიონერმა კრისტიან ჯონსონმა ეფექტური გდებით შეხვედრას წერტილი დაუსვა.

სეზონი ახლა ხურდება, სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში წინ კიდევ 27 ტურია და გუნდებიც საგრძნობლად მოუმატებენ - თუმცა "კაკტუსმაც" და"სოხუმმაც" პირველსავე ტურში, რომ იტყვიან, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს.

არადა, სოხუმელები მატჩისთვის განკუთვნილი დროის უდიდეს ნაწილში ლიდერობდნენ. მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 22:13 მოიგო და დაახლოებით ამ სხვაობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. ბოლო პერიოდის წინ სოხუმელები 12 ქულით იგებდნენ, ხოლო ბოლოსწინა წუთზე კი 6 ქულით - 69:63 ლიდერობდნენ.

"კაკტუსის" მოთამაშეებმა მცირე სასწაული მოახდინეს, რაშიც მათ ამერიკელი ლეგიონერის - კრის უორდის სამქულიანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. კაკტუსელებმა ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. "სოხუმი" ისევ დაწინაურდა, ამჯერად 5 ქულით, თუმცა კრის უორდმა ისევ ჩააგდო სამქულიანი.

ბოლო წამებზე არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი "კაკტუსი" 3 ქულას იგებდა, თუმცა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე უკრაინელმა ბოგდან ბაიდამ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 80:80. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მეორე დამატებითი 5-წუთეული უნდა დანიშნულიყო, თუმცა სოხუმელებს დაცვაში ჯონსონი გამოეპარათ, რომელმაც ბურთი გვერდით ხაზთან მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და ძალიან ეფექტურად ჩატენა - 82:80 "კაკტუსის" პირველი გამარჯვება ახალდაწყებულ სუპერლიგაში.

"კაკტუსში" 24 ქულით საუკეთესო იყო კრის ჯონსონი. 16 ქულა დააგროვა დეანდრე პარკსმა, ხოლო 14 ქულა კრის უორდის ანგარიშზეა. დავით ლომიძემ "კაკტუსელებს" 13 ქულა შემატა. "სოხუმში" 22 ქულითა და 10 მოხსნით ანატოლი ჩელოვანი გამოირჩა. 15 ქულა მოაგროვა მაქსიმ ლუცენკომ, ხოლო ბოგდან ბაიდას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მეორე ტური 19 ოქტომბერს, "რუსთავისა" და "მარნეულის" ქვემოქართლური დერბით გაიხსნება.

სუპერლიგა. I ტური

კაკტუსი - სოხუმი 82:80

13:22, 22:17, 11:19, 23:11, 13:11

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

სოსო
ამდენი უცხოელი ...ქართველები მხოლოდ ბურთის მიმწოდებლებად გინდათ?
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება