დღეს განახლდება ევროთასების გათამაშება - გუნდები ჩემპიონთა ლიგის I წრის ბოლო ტურის მატჩებს ითამაშებენ
დღეს განახლდება ევროთასების გათამაშება - გუნდები ჩემპიონთა ლიგის I წრის ბოლო ტურის მატჩებს ითამაშებენ. დღის ერთი ცენტრალური მატჩის მაგივრად ორი გვაქვს - მანჩესტერსა და მადრიდში...

დღის მატჩი I: რეალი-ტოტენჰემი

2017 წელს კრიშტიანო რონალდომ ყველა შეჯიბრებაში 43 გოლი გაიტანა, ამდენივე გოლი გაიტანა წლეულს ჰარი კეინმაც - დღეს ეს ორი სუპერფორვარდი ერთმანეთის პირისპირ დადგება.

რა თქმა უნდა, "ოქროს ბურთის" მფლობელის "აქციები" უფრო ფასობს თანამედროვე ფეხბურთში, მაგრამ ინგლისელმა წლეულს 43 გოლის გატანა 38 მატჩში მოახერხა, მაშინ, როცა პორტუგალიელს საამისოდ 46 მატჩი დასჭირდა.

ჩემპიონთა ლიგაზე კეინმა პირველ ორ ტურში ხუთი გოლის გატანა შეძლო და ახლა ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

მხოლოდ H ჯგუფში აქვს ორ გუნდს 6-6 ქულა. ეს ჩემპიონთა თასის ამჟამინდელმა მფლობელმა "რეალმა" და "ტოტენჰემმა" მოახერხეს. დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ლოს მერენგესი" "დეზებს" უმასპინძლებს.

ზინედინ ზიდანს ამ მატჩში არ ეყოლება დანი კარვახალი, რომელსაც გულის პრობლემა აღმოაჩნდა და შესაძლოა, კარგა ხნით ჩამოშორდეს ფეხბურთს. ვერ ითამაშებენ ვერც გარეთ ბეილი და მატეო კოვაჩიჩი. "ტოტენჰემს" მუსა დემბელე და ვიქტორ ვანიამა დააკლდებიან, დისკვალიფიკაცია აქვს დელე ალის, საეჭვოა ბენ დევისის, ჟორჟ-კევინ ნ"კუდუსა და დენი როუზის თამაში.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ და ესპანურ გრანდს დიდი უპირატესობა აქვს - 3 მოგება და 1 ფრე. მეტიც, "რეალს" ჯერ ბურთი არ გაუშვია "დეზებთან" დაპირისპირებაში, თავად კი 6-ჯერ გაიტანა.

პრესკონფერენცია

ზინედინ ზიდანი (რეალი): "100 მატჩი "რეალის" მწვრთნელად - არ დავიწყებ თავის დაფასებას და ვიტყვი, რომ ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემი ოცნება ყოველთვის ესპანეთში თამაში იყო, ახლაც აქ, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ და იმედი მაქვს, სულ მცირე, კიდევ 10 მატჩში ვუხელმძღვანელებ "რეალს". წინ "ტოტენჰემთან" ორი თამაშია.

ჩემი აზრით, ეს ამ ჯგუფის ორი ფინალური მატჩია და ხვალ პირველი ფინალი გვექნება. იმედი მაქვს, რომ ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორიც ხალხს მოსწონს და თან სამ ქულას მოვიპოვებთ. კეინი "ტოტენჰემის" ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია. მას უამრავი გოლი გააქვს და მუდამ მოძრაობაშია, ყოველთვის ეძებს თავისუფალ სივრცეებს და სწრაფია. ის სრულყოფილი მოთამაშეა".

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "ჰარი კეინმა ძალიან ემოციურად მიიღო, როცა ფრანჩესკო ტოტის "რომასთან" გამოთხოვება ნახა. ის კლუბის აკადემიის აღზრდილია და ვფიქრობ, კიდევ დიდხანს ითამაშებს "ტოტენჰემში".

ჩვენი სურვილია, მან აქვე დაასრულოს კარიერა. შარშან, თითქოს, ამაზე იოლ ჯგუფში ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მესამე ადგილზე გავედით. ახლა მეტოქეებზე აღარ ვფიქრობთ, უბრალოდ, სიამოვნებას ვიღებთ საკუთარი თამაშით".

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-4-2): კ. ნავასი - ნაჩო, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, ისკო - ბენზემა, რონალდო

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდი, დ. სანჩესი, ვერტონგენი - ორიე, ვინკსი, დაიერი, ტრიპიერი - ერიქსენი, საონი - კეინი

ფაქტები

ლუკა მოდრიჩი და გარეთ ბეილი სწორედ "ტოტენჰემიდან" გადავიდნენ "რეალში შესაბამისად, 2012 და 2013 წლებში.

2010/11 წლების ლიგის მეოთხედფინალში "რეალმა" "ტოტენჰემი" ორი მატჩის ჯამში 5:0 გამოთიშა გათამაშებას.

კრიშტიანო რონალდო 109 გოლით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ფორვარდია.

"რეალს" უკვე 17 მატჩია, რაც ლიგაზე ერთი გოლი მაინც გააქვს. ბოლოს "სამეფო კლუბმა" ვერ გაუტანა "მანჩესტერ სიტის" (2015/16 წწ).

დღის მატჩი II: მანჩესტერ სიტი-ნაპოლი

2011/12 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "სიტის" დებიუტი შედგა. მაშინ ჯგუფურ ეტაპზე "ქალაქელები" სწორედ დღევანდელმა მეტოქემ, "ნაპოლიმ" ჩატოვა.

იტალიური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აცხადებს, რა დროს ლიგაა, როცა "ნაპოლის" "ინტერთან" მატჩი ელისო, ალბათ, დუბლებს ვათამაშებთო, მაგრამ მას სავარაუდოდ (იმედია) არ ეთანხმება მაურიციო სარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი ჯახი მოგვაკლდება.

ინგლისელებს არ ეყოლება ბენჟამინ მენდი, საეჭვოა ვენსან კომპანის თამაშიც. "ნაპოლის" მთავარი დანაკარგი კი პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკია.

ორივე გუნდი სუპერფორმაშია - "ნაპოლი" ერთადერთი კლუბია ევროპის ტოპლიგებში, ვისაც ჩემპიონატში ქულა არ დაუკარგავს. იტალიელებმა ყველა შეჯიბრებაში ბოლო 32 შეხვედრიდან 26 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს. "სიტიმაც" მხოლოდ ორჯერ წააგო, ოღონდ, ბოლო 22 შეხვედრაში.

ურთიერთშეხვედრები

გუნდები სულ ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "ნაპოლის" მოგება და ფრე აქვს, ბურთების უკეთესი შეფარდებით - 3:2.

პრესკონფერენცია

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "იტალიურ და ინგლისურ ფეხბურთს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ფაქტები თავისთავად მეტყველებს, რომ ფეხბურთში მოდას ესპანური კლუბები აკანონებენ - "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო", "სევილია", "ვალენსია" და სხვები. "ნაპოლი" ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელსაც ფეხბურთში ძალიან ბევრი გამოსდის. ეს არ არის გუნდი, რომელიც დაელოდება, რა მოხდება თამაშში.

მეტოქეს სამი ძალზე დინამიკური ფეხბურთელი ჰყავს - კალეხონი, ჟორჟინიო და მერტენსი. მიმუშავია პეპე რეინასთან ერთად და იგი ნამდვილი ლიდერია. აგუერო მზადაა, მან გუშინ უპრობლემოდ ივარჯიშა".

მაურიციო სარი (ნაპოლი): "მადლობა მინდა გადავუხადო პეპს ჩვენი შექებისთვის. მან ძალიან კარგი სიტყვებით ილაპარაკა "ნაპოლიზე". მისი კომპლიმენტი ბევრს ნიშნავს, რადგან ამჟამად იგი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. 25 წლის წინათ ფეხბურთი არიგო საკიმ შეცვალა და მალე გამოჩნდება, რომ ბოლო წლებში იგივე გააკეთა გვარდიოლამაც".

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, ოტამენდი, დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დ. სილვა - სტერლინგი, ჟეზუში, სანე

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, დიავარა, ჰამშიკი - კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

ფაქტები

"სიტის" ჯგუფში ზედიზედ მესამე გამარჯვების შანსი აქვს.

"ნაპოლი" ერთადერთხელ ეთამაშა "სიტის" სტუმრად და 1:1 დაუზავდა (2011 წ).

"სიტის" იტალიურ კლუბებთან ძალიან უჭირს - ბოლო 8 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

მარეკ ჰამშიკს მხოლოდ ერთი გოლი რჩება დიეგო მარადონას რეკორდის გამეორებამდე "ნაპოლიში" - მარადონას 115 გოლი აქვს იტალიური კლუბის მაისურით გატანილი.

სხვა ფაქტები

მოსკოვის "სპარტაკმა" ევროთასებზე ესპანურ კლუბებთან 26 დაპირისპირებიდან 13 დათმო.

"სპარტაკი" და "სევილია" ერთმანეთს პირველად ეთამაშებიან.

"მარიბორს" ინგლისურ კლუბებთან 8 დაპირისპირებაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

დონეცკის "შახტარს" ევროთასებზე ჰოლანდიურ კლუბებთან 2005 წლის მერე არ უთამაშია.

"მონაკო" და "ბეშიქთაში" ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

"დორტმუნდს" ევროთასებზე კვიპროსულ კლუბებთან აქამდე არასოდეს უთამაშია.

აპოელ-მა გერმანულ კლუბებთან 16 დაპირისპირებიდან 14 დათმო და მხოლოდ ერთი მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ "ლაიპციგს" ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია.

აპოელ-მა ჯგუფური ეტაპის ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

სამშაბათი, 17 ოქტომბერი

E ჯგუფი

მარიბორი-ლივერპული 22:45

სპარტაკი-სევილია 22:45

F ჯგუფი

ფეიენოორდი-შახტარი 22:45

მანჩესტერ სიტი-ნაპოლი 22:45

G ჯგუფი

ლაიპციგი-პორტუ 22:45

მონაკო-ბეშიქთაში 22:45

H ჯგუფი

აპოელ-დორტმუნდი 22:45

რეალი-ტოტენჰემი 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vai shens patrons
წამოსულია ბრატდდდდდ

ლივერპული-2 სევილია-2 ფეინვორდი-1 სიტი მეტი პორტუ-2 მონაკო მეტი დორტმუნდი 2 რეალი 1 :D თუ წამოვა მაინტერესებს :D
ამრედუზო
აშკარად PES არის ჩემპიონთა ლიგის სპონსორი :D
MEDUZO
EA SPORTS FIFA 18 არის ჩემპიონთა ლიგის სპონსორი (კომპიტერულია თამაშია)
ამპრედუზო
სურათს ვერ მივხვდი, FIFA რა შუაშია ჩემპლიგასთან?
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა