2019 წელს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს

ალბანეთის ქალაქ დურესიდან, სადაც ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა, სასიხარულო ცნობა მოვიდა - 2019 წელს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს! ეს ამბავი ჩვენი ქვეყნის სპორტის და ზოგადად ქართული ძალოსნობის მორიგი აღიარებაა.

2015 წელს თბილისმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2016 წელს კი გეოგრაფია გავზარდეთ და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენს დედაქალაქში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატსაც გავუღეთ კარი.

თბილისში ზედიზედ ამ ორი მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ კონტინენტის პირველობის ხელმეორედ ჩატარების უფლება ამჯერად ბათუმს მიანდო, რაც ამ ქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. საგულისხმოა ისიც, რომ ბათუმის ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ ტელეტრანსლაციას Eurosport-ი 40 საათის განმავლობაში განახორციელებს, რაც შავიზღვისპირა კურორტისთვის დამატებითი რეკლამა იქნება. ასევე ცნობილია, რომ ევროპის სამაუწყებლო კავშირის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ ევროპის ძალოსნობის ფედერაციასთან თანამშრომლობს, ჩემპიონატი 60-მდე ქვეყანაში გადაიცემა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის დურესში ერთმანეთს ეცილებოდა საქართველო, ესპანეთი, პოლონეთი და თურქეთი. თურქეთმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, დარჩენილი სამეულიდან კი ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ საუკეთესოდ საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმის კანდიდატურა მიიჩნია. ბათუმი ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს 1000-ზე მეტ სტუმარს მიიღებს.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა აღნიშნულ საკითხზე წინასწარი საქმიანი შეხვედრები გამართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილაშვილთან და ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვთან.

ასე რომ, თბილისის შემდეგ 2019 წელს კონტინენტის უძლიერეს ძალოსნებს ბათუმის ფიცარნაგზეც ვიხილავთ.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით

llcl
ეს ერთი და სხვა მრავალი, მაგარია როგორც სპორტული, ესევე მარკეტინგული კუთხით
ლაშა
აი სპორტის რომელ სახეობაში უნდა ჩაიდოს ფული და არ გადაიყაროს მილიონები სპორტის ისეთ სახეობებში სადც არაფერი გვესაქმება!!! რაც ქართველს ოდითგანვე აქვს სისხლში ის უნდა გამოვავლინოთ სპორტშიც!!
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა