დღეს, თბილისის "დინამო" ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამართავს
დღეს, თბილისის "დინამო" ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამართავს.

მისი მეტოქე ბულგარული "აკადემიკია", რომელიც საქართველოს ჩემპიონებს "უნივერსიადა ჰოლში" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

დინამოელები სოფიაში თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩავიდნენ და აქტიურად ემზადებიან მეტად საპასუხისმგებლო შეხვედრისთვის. რადგან ჯგუფური ეტაპი ჯერ არ დაწყებულა, რთულია, ძალთა თანაფარდობაზე ლაპარაკი, ამ საქმეში მეტ-ნაკლებად დაგვეხმარება ფიბას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ჯგუფების მიმოხილვა.

შესავალში დასმულია შეკითხვა: გაუჭირდება "ისტანბულს" ჩემპიონებთან? საქმე ის არის, რომ თურქული გუნდის გარდა ჯგუფის სამივე წარმომადგენელი თავისი ქვეყნის ჩემპიონია - "დინამო", რუმინეთის "კლუჟი" და ბულგარეთის "აკადემიკი".

აკადემიკი

"აკადემიკოსებზე" ვკითხულობთ:

"ბულგარული გუნდი ფიბას თასის ხშირი სტუმარია. მიუხედავად იმისა, რომ "აკადემიკმა" გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, მთავარი მწვრთნელი მაინც შეიცვალა - ტონი დეჩევი ებრაელმა სპეციალისტმა შარონ დრუკერმა ჩაანაცვლა.

გუნდის შემადგენლობაც მნიშვნელოვნად გადახალისდა, დიდი დანაკლისია ამერიკელი დენი გიბსონისა და უკრაინელი მაქსიმ კორნიენკოს წასვლა. შესაბამისად, ახლად აწყობილი გუნდი ჯერ არ არის ოპტიმალურ კონდიციებში და შეთამაშებაც აკლია.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელებმა ითამაშეს პორტუგალიის "ბენფიკასთან" და ლიტვის "იუვენტუსთან". ამ მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინეს კიტ კლენტონმა, დელტონ ფეფერმა და ჰრისტო ნიკოლოვმა."

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ აკადემიკელთაგან ბულგარეთის ნაკრებში სხვადასხვა დროს უთამაშიათ და თამაშობენ: ბოჟიდარ ავრამოვი, ჰრისტო ნიკოლოვი, ასენ ველიკოვი, დიმიტარ დიმიტროვი და ნიკოლაი სტოიანოვი.

დინამო

აი, რას წერს ფიბა ჩვენს ჩემპიონზე:

"სახელი "დინამო" დღეს, შესაძლოა, ისე ხმაურიანად არ ჟღერდეს, როგორც ნახევარი საუკუნის წინათ. ქართულმა გუნდმა ხომ ფინალში მადრიდის "რეალი" დაამარცხა და 1962 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო (დღევანდელი ევროლიგა).

ქართველები წლეულს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე ტურშიც ესპანელებს შეხვდნენ, თუმცა ამჯერად "ხუვენტუდთან" დამარცხდნენ და ბრძოლას ფიბას თასზე განაგრძობენ.

საკვალიფიკაციოზე "დინამოში" ლეგენდარული ნიკოლოზ ცქიტიშვილი თამაშობდა, რომელსაც ეხმარებოდნენ სერბი ნიკოლა გაჩეშა და რამდენიმე ამერიკელი კალათბურთელი. გუნდში ასევე წამყვან როლს თამაშობენ ეროვნული ნაკრების წევრები - ილია ლონდარიძე და მიხეილ ბერიშვილი. ისინი ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდში ევრობასკეტი 2017-ზე ასპარეზობდნენ."

აკადემიკი

ვარსკვლავი: კიტ კლენტონი

ფიბას თასამდე: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში დაამარცხა "ბენფიკა" (+25) და წააგო "იუვენტუსთან" (-8).

ევროპაში, 2016-17 წელს: ფიბა-ევროპის თასი, მეორე ეტაპი, 7 მოგება, 5 წაგება.

შინ, 2016-17 წელს: ბულგარეთის ჩემპიონი. ფინალში "ბეროე" 3:1 დაამარცხა. თასის ფინალისტი.

ევროტიტულები: ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1958, 1959), ფიბა-ევროპის სამხრეთ კონფერენციის გამარჯვებული (2003).

# მოთამაშე სმ პოზიცია ეროვნება

2 ენტონი რაფა 185 უკანახაზელი აშშ

33 კეით კლენტონი 205 ფორვარდი აშშ

20 დელტონ ფეფერი 196 ფორვარდი აშშ

10 ბოჟიდარ ავრამოვი 196 უკანახაზელი ბულგარეთი

18 ჰრისტო ნიკოლოვი 200 ფორვარდი ბულგარეთი

24 ჯასტინ კნოქსი 205 ფორვარდი აშშ

22 პავლინ ივანოვი 195 უკნახაზელი ბულგარეთი

34 დიმიტარ დიმიტროვი 203 ფორვარდი ბულგარეთი

8 ნიკოლაი სტოიანოვი 195 უკანახაზელი ბულგარეთი

13 ასენ ველიკოვი 187 უკანახაზელი ბულგარეთი

14 მარიო მირჩევი 201 ფორვარდი ბულგარეთი

9 ცვეტომირ ჩერნოკოჟევი 206 ცენტრი ბულგარეთი

მწვრთნელი: შარონ დრუკერი

დინამო

ვარსკვლავი: ნიკოლოზ ცქიტიშვილი*

ფიბას თასამდე: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში დამარცხდა "ხუვენტუდთან" (-32).

ევროპაში, 2016-17 წელს: არ უთამაშია.

შინ, 2016-17 წელს: საქართველოს ჩემპიონი. ფინალში "ქუთაისი" 3:0 დაამარცხა. თასის ფინალისტი.

ევროტიტულები: ჩემპიონთა თასის გამარჯვებული (1962), ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1960), საპორტას თასის ფინალისტი (1969).

შენიშვნა: * - ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერას სხვა გუნდში განაგრძობს, "დინამო" ფიბას თასზე მის გარეშე ითამაშებს.

# მოთამაშე სმ პოზიცია ეროვნება

1 გიორგი შარაბიძე 210 ცენტრი საქართველო

3 იოვან ცერნიჩი 194 უკანახაზელი სერბეთი

4 ლაველ ბოიდი 184 უკანახაზელი აშშ

6 ლევან გრძელიძე 186 უკანახაზელი საქართველო

9 ილია ლონდარიძე 205 ფორვარდი საქართველო

10 ზურა მაჩალაძე 198 ფორვარდი საქართველო

11 ჰარისონ ტურპინი 213 ცენტრი აშშ

12 ლევან ფაცაცია 198 უკანახაზელი საქართველო

15 გიორგი რევაზაშვილი 208 ცენტრი საქართველო

16 ნიკოლა გაჩეშა 206 ფორვარდი სერბეთი

17 მიხეილ ბერიშვილი 203 ფორვარდი საქართველო

21 ნოდარ გოგოძე 192 უკანახაზელი საქართველო

მწვრთნელი: ირაკლი ხოშტარია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება