ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური: გრანდები წინ მიიწევენ
18 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მეორე სათამაშო დღეს ყველა გრანდმა გამარჯვება მოიპოვა.

A ჯგუფში "ბაზელმა“ მოსკოვში ცსკა-ს 2:0 სძლია, "მანჩესტერმა“ კი ლისაბონში "ბენფიკა“ 1:0-ზე დაამარცხა. მასპინძელთა კარს 18 წლისა და 52 დღის მილე სვილარი იცავდა, რომელიც ამ ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა გოლკიპერია. აქამდე რეკორდი ყოფილ ბლანკოსელს იკერ კასილიასს ეკუთვნოდა, ვინაც 1999 წელს "ოლიმპიაკოსთან“ თამაშისას 18 წლისა და 118 დღისა იყო.

ამ კვარტეტს 9 ქულით "მანჩესტერი“ ლიდერობს, 6 ქულით მეორე ადგილზე "ბაზელია“, 3 ქულით მესამეზე ცსკა, ხოლო ბოლოზე - უქულო "ბენფიკა“.

B ჯგუფში მიუნხენში "ბაიერნმა“ გლაზგოს "სელტიკი“ გაანადგურა (3:0) და ფრიად გაახარა გუნდის დამრიგებელი იუპ ჰაინკესი, რომელიც ამ ტურნირზე ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია - 72 წლისა და 162 დღისაა. აქამდე რეკორდსმენი "მარსელის“ ყოფილი თავკაცი რაიმონდ გუტალსი გახლდათ (71 წლის და 131 დღის). "რეკორდმაისტერის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ტომას მიულერი კი პირველი გერმანელი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგაზე ათივე სეზონში გაიტანა გოლი.

როგორც მოსალოდნელი იყო, პსჟ-მ "ანდერლეხტი“ გააბითურა (4:0) და პარიზელთა სამივე დიდებულმა ფორვარდმა გამოიჩინა თავი. ედინსონ კავანიმ ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა გოლი და რუდ ვან ნისტელროისა და კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა.

ამ კვარტეტში პსჟ-ს 9 ქულა აქვს, "ბაიერნს“ 6, "სელტიკს“ 3, "ანდერლეხტს“ კი - 0.

C ჯგუფში ბაქოში "ყარაბაღმა“ მოულოდნელად უგოლო ფრე გაუგორა მადრიდის "ატლეტიკოს“ და როხიბლანკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ დაიჩივლა, მომენტები გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მომავალ შეხვედრებში გამოვასწორებთ მდგომარეობასო. ისიც აღსანიშნავია, რომ მეორე გაფრთხილება მიიღო აზერბაიჯანული გუნდის სამხრეთაფრიკელმა თავდამსხმელმა დიდო ნდლოვუმ და მასპინძლები ბოლო 15 წუთი რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდნენ. "ყარაბაღის“ ვიცე-პრეზიდენტმა ტახირ გეზალმა დაიტრაბახა, კაცნაკლულნი ვეპაექრეთ ერთ-ერთ ევროპულ გრანდს და მორალური გამარჯვება მოვიპოვეთო.

ლონდონში "ჩელსისა“ და "რომას“ დაძაბული დაპირისპირება 3:3 დასრულდა. დუბლები ედენ აზარმა და ედინ ჯეკომ მიითვალეს.

"ჩელსის“ 7 ქულა აქვს, "რომას“ 5, "ატლეტიკოს“ 2, ხოლო "ყარაბაღს“ – 1.

D ჯგუფში "ნოუ კამპზე“ "ბარსელონა“ "ოლიმპიაკოსთან“ დიმიტრიოს ნიკოლაუს ავტოგოლით დაწინაურდა, 42-ე წუთზე ჟერარდ პიკემ მეტოქის კარში ბურთი ხელით გაიტანა, მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა გააგრძელეს შეტევები და ლეო მესიმ (ევროტურნირებზე მე100 გოლი გაიტანა) და ლუკას დინმაც დაამწუხრეს ბერძენთა ბელგიელი კიპერი სილვიო პროტო. 89-ე წუთზე ნიკოლაუმ უკვე კატალონიელთა კარი დალაშქრა და შეხვედრა 3:1 დასრულდა.

"იუვენტუსმა“ სახლში ძლივს მოუგო ლისაბონის "სპორტინგს“ 2:1.

"ბარსელონას“ 9 ქულით ლიდერობს ჯგუფში, 6 ქულა "იუვენტუსს“ აქვს“, 3 ქულა "სპორტინგს“, ხოლო "ოლიმპიაკოსი“ უქულოდაა.

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო