19 ოქტობერს ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
19 ოქტობერს ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნინიაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იტალიელი მანუელ ლომბარდო იპონით დაამარცხა.

ნინიაშვილმა წინასწარ ეტაპზე სამი შეხვედრა მოიგო ვაზარით: კოლუმბიელ ხორხე გონსალესთან, ყაზახ სუნქატ ჟუბატკანთან და ესპანელ სალვადორ კასეს როხასთან. ნახევარფინალში ჩვენებური გაფრთხილებებით დამარცხდა ბრაზილიელ დანიელ კარგნინთან. სამაგიეროდ, დამამშვიდებლის ფინალში თვითონაც გაფრთხილებებით მოახსნევინა ჭაბუკებში იტალიელთა ევროპის ჩემპიონი მანუელ ლომბარდო და ახალგაზრდებში პირველი ჯილდო მოიპოვა.

73 კგ. წონით კატეგორიაში კი ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბრაზილიელი დავიდ ლიმა ორი ვაზარით დაამარცხა.

ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი გრიგალაშვილი ნახევარფინალში მართლაც უძლიერეს კონკურენტთან, უფროსებში აზერბაიჯანელთა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამარცხდა ვაზარით, მანამდე კი მშვენივრად იასპარეზა. მან ნინიაშვილის ნაცვლად ორმაგი რევანში აუღო ბრაზილიელებს, რადგან მათი ორი ფალავანი დაამარცხა: ჯგუფურ ეტაპზე ჯეფერსონ სანტოს ჟუნიორს ვაზარით მოუგო, დამამშვიდებლის ფინალში კი დავიდ ლიმასთან თვითონაც გაუშვა ილეთი, მაგრამ სანაცვლოდ ორი აუღო და სეზონში მეორედ დაეუფლა ბრინჯაოს. ჩვენებურმა პირველ პაექრობაში ორი ვაზარით და იპონით ჩამოიშორა გზიდან შვეიცარიელი ნაიმ მატი, მერე კი პორტუგალიელ ჟოაო ალმეიდას ვაზარით აჯობა, ხოლო მოლდოველი იონ ნაკუ ბეჭებზე დააგდო.

გუშინ გოგონებშიც გვყავდა ერთი მონაწილე - ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57), ვინც უმედლოდ კი დარჩა, მაგრამ ურიგოდაც არ გამოსულა: ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველად მოჭიდავე პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ამერიკელ კატერინ ლაიბს ვაზარით მოუგო, მაგრამ მერვედფინალში ასეთივე ანგარიშით წააგო სამხრეთკორეელ ჯისუ კიმთან.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე სამი მედალია. პირველ დღეს ჯაბა პაპინაშვილმა ოქრო მოიპოვა.

gurami
მაგარი ბიჭები ხართ!!!! ვფიქრობ ფინალში უნდა გამოსულიყავით ჰაიდაროვი გასაფრთხილებელი იყო ტატოსთან მაგრამ სოკარს რო მოუგო ილეთით გჭირდება მოგება ნინიაშვილს რატომ წააგებინეს ვერ ვხვდები ბრაზილიელი ხტებოდა და ნინიაშვილი გააფრთხილეს? ვფიქრობ ტატო იმსახურებს ეროვნულ ნაკრებს, ბიჭი მაგარ ფორმაშია 73-ში ლაშას ტრამვის პერიოდში შეგვიძლია ამ კოზირის გამოყენება ვინც უყურეთ ალბათ დამეთანხმებიან. დარჩენილ ძიუდოისტებს ჭარმატებები უფალი თქვენსკენ.
avto
კარგები ხართ გააგრძელეთ ოქროც თქვენი იქნება თქვენ გვერდით ვართ
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩხვიმიანი VS მშვიდობაძე - ყაზანური ფინალი ძიუდოში [VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან-სლემის ფინალშია
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ბრწყინვალე იპონი ფინალში - შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული [VIDEO]
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
8 მედალი და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ევროპირველობაზე [VIDEO]
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს