შაბათ საღამოს იტალიური ფეხბურთის გურმანები ტელეეკრანებთან უნდა მოკალათდნენ
შაბათ საღამოს იტალიური ფეხბურთის გურმანები ტელეეკრანებთან უნდა მოკალათდნენ.

ნეაპოლში დაუმარცხებელთა ომია - ლიდერ "ნაპოლის" მდევარი "ინტერი" სტუმრობს და ეს არათუ სერია A-ს, არამედ მთელი უქმეების ცენტრალური მატჩიცაა.

"ინტერს" არ ანაღვლებს ევროთასები, "ნაპოლი" კი ჩემპიონთა ლიგაზეც გააფთრებით იბრძვის და ინგლისურ ჯახში მინიმალური ანგარიშით წააგო "მანჩესტერ სიტისთან". არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მასპინძლებს გადაღლილობის კვალი დაეტყობათ.

"ნაპოლის" დარად, ლუჩანო სპალეტის "ინტერზე" ბევრს არ ლაპარაკობენ, მაგრამ გუნდი მშვიდად აკეთებს თავის საქმეს და მაურო იკარდიც ჩინებულ ფორმაშია. არგენტინელმა ფორვარდმა წინა ტურში "დერბი დელა მადონინა" ჩაუმწარა "მილანს", რომელსაც 3 გოლი შეუგდო.

კარგია, რომ გუნდები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობებით ითამაშებენ. "ნაპოლის" პოლონეთის ნაკრების ფორვარდი არკადიუშ მილიკი არ ეყოლება, "ინტერი" კი ხორვატ მარსელო ბროზოვიჩს მოისაკლისებს.

"მილანს" უეჭველად მოსაგები აქვს საშინაო მატჩი "ჯენოასთან". მას შემდეგ, რაც გუნდმა დრამატული დერბი წააგო, ვინჩენცო მონტელას სხვა შედეგს აღარ აპატიებენ. "როსონერის", შეიძლება, დაუბრუნდეს ნიკოლა კალინიჩი, ვინც ტრავმის გამო არ თამაშობდა. რაც შეეხებათ კონტისა და რომანიოლის, ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავლენ მინდორზე.

დე შილიოს, ჰიოვედესისა და მარკიზიოს გარეშე "იუვენტუსსაც" აუცილებლად მოსაგები თამაში აქვს "უდინეზესთან", რათა კიდევ უფრო არ ჩამორჩეს ლიდერებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი კარგ ხასიათზეა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში "სპორტინგი" დაამარცხა, და მართალია, გაუჭირდა, მაგრამ მაინც...

ისე როგორ იქნება, ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ლაციოზეც" არ ვთქვათ. ჩირო იმობილეს თამადობით, "ბიანკოჩელესტე" მართლაც ძალიან კარგად თამაშობს და ახლა საშინაო ასპარეზზე იღებს "კალიარის", ვისაც ბოლო სამ საშინაო მატჩში 10 გოლი გაუტანა. მასპინძლებს დააკლდებიან ფელიპე ანდერსონი და ბასტა, მაგრამ გუნდი უკვე მიეჩვია ამ ბრაზილიელისა და სერბის გარეშე თამაშს.

ფაქტები

"ნაპოლი" და "ინტერი" - მხოლოდ ამ ორმა გუნდმა არ იცის მარცხის სიმწარე სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში.

ვერონულ დერბის "კიევო" შესანიშნავ ფორმაში ხვდება - გუნდს ბოლო 5 ტურია, არ წაუგია.

"მილანმა" სერია A-ს ბოლო სამ მატჩში ვერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

"ტორინოსა" და "რომას" შორის გამართულ ბოლო ხუთ შეხვედრაში ორივე გუნდმა გაიტანა.

"კალიარიმ" "ლაციოს" სერია A-ში ბოლოს 2013 წელს მოუგო.

"ბენევენტო" ამ ტურში შეეცდება ტოპლიგაში პირველი ქულ(ებ)ის მოპოვებას.

სერია A. IX ტური

შაბათი, 21 ოქტომბერი

სამპდორია-კროტონე 20:00

ნაპოლი-ინტერი 22:45

კვირა, 22 ოქტომბერი

კიევო-ვერონა 14:30

მილანი-ჯენოა 17:00

ატალანტა-ბოლონია 17:00

ბენევენტო-ფიორენტინა 17:00

სპალ-სასუოლო 17:00

ტორინო-რომა 17:00

უდინეზე-იუვენტუსი 20:00

ლაციო-კალიარი 22:45

ბომბარდირები: 11 - ჩირო იმობილე (ლაციო); 10 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 9 - მაურო იკარდი (ინტერი); 7 - დრის მერტენსი (ნაპოლი), ედინ ჯეკო (რომა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი