ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლა ლი­გა. IX ტურის წინ: "ღა­მუ­რე­ბი" მაღ­ლა ფრე­ნენ

ლა ლი­გა. IX ტურის წინ: "ღა­მუ­რე­ბი" მაღ­ლა ფრე­ნენ

ჩემპიონატის ლიდერი "ბარსელონა" აუტსაიდერ "მალაგას" მასპინძლობს და მისგან ყველა იოლ გამარჯვებას ელის
ჩემპიონატის ლიდერი "ბარსელონა" აუტსაიდერ "მალაგას" მასპინძლობს და მისგან ყველა იოლ გამარჯვებას ელის.

ჩემპიონი "რეალი" კი, რომელსაც საქმეები ჩემპიონთა ლიგაზეც აერია, ბასკურ "ეიბარს" უმასპინძლებს. თუმცა ტურის ცენტრალური მატჩი "მესტალიაზეა", სადაც სეზონის სენსაცია "ვალენსია" მასპინძლობს "სევილიას", რომელიც ახლახან რუსეთში სერიოზულად შერცხვა.

"ვალენსია" ტრადიციული გუნდია, მაგრამ მისი მეორე ადგილი ამ ეტაპისთვის მართლაც სენსაციურია, რადგან გუნდი მაინცდამაინც არ გაძლიერებულა, მაგრამ უამბიციო კრებულიდან ძალზე საინტერესო კოლექტივად იქცა. "ვალენსიამ" წინა ტურში სტუმრად 6 გოლი გაიტანა, თანაც, არცთუ სუსტი "ბეტისის" კარში. ახლა კი მას მეორე სევილიური გუნდი ელის.

"ვალენსიას" ბოლოდროინდელ წარმატებას ორი სახელი აქვს - სიმონე ძაძა და მარსელინო გარსია ტორალი. იტალიელი ფორვარდი სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ლა ლიგაში. მის ანგარიშზე უკვე 7 გოლია ამ სეზონში. რაც შეეხება მარსელინოს, მან ჯერ კიდევ "ვილიარეალში" დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდის "შეკვრა" ძალუძს. სხვათა შორის, მარსელინო "სევილიას" ექსთავკაცია.

ედუარდო ბერიცოს "სევილია" კი სამშაბათს მოსკოვში ნაწილებად დაშალეს, ანდალუსიურმა გუნდმა 1:5 დათმო. ამას დავუმატოთ მარცხი ბოლო ტურში "ბილბაოსთან" და კრიზისიც სახეზეა.

მარსელინო (ვალენსია): "მომავალში აუცილებლად უნდა ავირიდოთ თავიდან ისეთი სიტუაციები, როგორიც "ბეტისთან" მატჩში იყო, როცა 4:0 4:3-ად გვექცა. მე უკვე საკმაოდ ასაკოვანი ვარ ასეთი სიტუაციებისათვის".

სიმონე ძაძა (ვალენსია): "მარსელინო ძლიერი მწვრთნელია უტეხი ხასიათით. მაგრამ მარსელინო არ ჰგავს ჯარის ისეთ გენერალს, რომელსაც ჯარისკაცებთან ლაპარაკი არ სურს. მას შეუძლია ყველაფერი დეტალურად აგიხსნას და მაშინაც კი, როცა გჯერა, რომ მწვრთნელი ცდება, ბოლოს აღმოაჩენ, რომ ის მართალი იყო".

"სევილიასთან" მატჩში "ღამურებს" ხიმენესი, ორელიანა და ვეზუ დააკლდებათ, ხოლო "სევილიას" კარისო, ნ"ზონზი და პარეხა არ ეყოლება. ძაძას ბოლო ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ასე რომ, იგი აუცილებლად ითამაშებს ანდალუსიელებთან დაპირისპირებაში. მართალია, მარჯვენა ფლანგზე ნაჩო ვიდალმა აშკარად გაამართლა, მაგრამ მარტინ მონტოია ბრუნდება და სწორედ ექსბარსელონელი დაიკავებს ადგილს სასტარტო შემადგენლობაში. გაბრიელ პაულისტას კი ალბათ ისევ ჯეისონ მურილიოს არჩევენ შეტევაში.

ერნესტო ვალვერდე ცამდე აიყვანა "ბარსას" პრეზიდენტმა ბარტომეუმ, რომელმაც განაცხადა, რომ მოვიდა ვალვერდე, შეიყვარა "კამპ ნოუ" და აქ სიმშვიდე დაამკვიდრაო. თავად ბასკი თავკაცი კი აცხადებს, რომ "ბარსას" ფეხბურთელებთან ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ვალვერდეს "ბარსელონაში" უთამაშია. ჟორდი ალბას მცირე ტრავმა აქვს, ასე რომ, ლუკა დინს ლა ლიგაშიც მიეცემა შანსი (ლიგაზე მან ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა). სავარაუდოდ, ჟერარდ დეულოფეუს ადგილს დენის სუარესი დაიკავებს, ხოლო პაულინიო ნახევარდაცვაში დაიხევს "მალაგასთან" თამაშში. "მალაგას" კი დისკვალიფიცირებული რესიო არ ეყოლება.

ფაქტები

"ვალენსიას" ამჟამინდელი მწვრთნელი მარსელინო 2011/12 წლების სეზონში "სევილიას" წვრთნიდა.

"ვალენსიას" 8 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი, მეტი მხოლოდ ლიდერი "ბარსელონას" ანგარიშზეა.

"ვალენსიამ" ბოლო 4 ტურში სულ მცირე 3-3 გოლი გაიტანა.

"ღამურებს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ.

"ვალენსია" "მესტალიაზე" "სევილიასთან" ბოლო 6 დაპირისპირებაში არ დამარცხებულა.

"ვალენსიამ" ბოლო სამ ტურში სულ მცირე, 2-2 გოლი გაუშვა.

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 16 საშინაო მატჩი მოიგო.

"რეალი" ლა ლიგის ბოლო 56 მატჩიდან 52-ში დაუმარცხებელია.

"ლას პალმასმა" ლა ლიგაში ბოლო 13 მატჩიდან 11 დათმო.

ბოლო 16 ტურია, რაც "ბარსას" შინ სულ მცირე, 2-2 გოლი გააქვს.

"მალაგამ" ვერ გაიტანა ბოლო 9 ტურიდან 7-ში და 8-ში დამარცხდა.

ლა ლიგა. IX ტური

შაბათი, 21 ოქტომბერი

ლევანტე-ხეტაფე 15:00

ბეტისი-ალავესი 18:15

ვალენსია-სევილია 20:30

ბარსელონა-მალაგა 22:45

კვირა, 22 ოქტომბერი

ვილიარეალი-ლას პალმასი 14:00

სელტა-ატლეტიკო 18:15

ლეგანესი-ბილბაო 20:30

რეალი-ეიბარი 22:45

ორშაბათი, 23 ოქტომბერი

სოსიედადი-ესპანიოლი 22:00

დეპორტივო-ჟირონა 23:00

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს

ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს

ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა

სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა

[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"

მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?

ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა

"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა

El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა

"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა

Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა

მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა

[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა

"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა