წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ 30 წლის თავდამსხმელი კარიერას ცხინვალის "სპარტაკში" გააგრძელებს
წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ლაშა ჯაკობია ფეხბურთს დაუბრუნდა - 30 წლის თავდამსხმელი კარიერას ცხინვალის "სპარტაკში" გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, რომელსაც ცნობილ ევროპულ თუ უკრაინულ კლუბებში უთამაშია, 2009 წლის 26 სექტემბერს კიევის "არსენალისა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგის" მატჩის შემდეგ დოპინგტესტზე ჩავარდა და ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ჯაკობიამ იანვარში ტაშკენტის "ფახტაქორში" სცადა ბედი, კონტრაქტიც შესთავაზეს, მაგრამ უზბეკები ლაშას აზიის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეყვანას ვერ ასწრებდნენ და ნახევარი წლით ერთ-ერთ უზბეკურ კლუბში თამაში შესთავაზეს, რაც თავდამსხმელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ცხინვალელთა პრეს-ატაშე დავით ცაბაძის თქმით, ჯაკობიამ ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "სპარტაკის" ხელმძღვანელები ლაშას შესაძლებლობებს კარგად იცნობენ და იმედოვნებენ, რომ ფორმას მალე აღიდგენს და უმაღლეს ლიგაში დარჩენაში დაეხმარება. შემდეგ ლაშას კვლავ უკრაინაში თამაში სურს. სხვათა შორის, იგი "სპარტაკში" თამაშს სეზონის დაწყებამდეც დათანხმდა, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ჯაკობიამ "სპარტაკის" მაისურით პირველივე შეხვედრაში გაიტანა. ცხინვალელებმა სპორტკომპლექს "შატილში" 26 მარტს საკონტროლო შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჩაატარეს. "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ათამაშა და შესვენებამდე ცხინვალელები 2:0 დაწინაურდნენ.

სათადარიგოებმა კიდევ სამი გაიტანეს, ერთი გაუშვეს და საბოლოოდ "სპარტაკმა" 5:1 მოიგო. "სპარტაკიდან" თავი გამოიჩინეს ზვიად მეტრეველმა, ლაშა ჯაკობიამ, მიხეილ ბარაბაძემ, ერეკლე ხაჭვანმა და მიხეილ ჯაყელმა, სტუდენტებიდან კი ლევან ცხოიძემ.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა