ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

<p>არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა <br> არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა.</p><p>აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.</p><p>"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.</p><p>ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.</p><p>მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.</p><p>ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".</p><p>"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.</p>

  • roma

    ეგ იმას ნიშნავს რომ ლგბტ პარადები არ უნდა მოეწყოს საქართველოში.

  • გოგი ქუთაისელი

    საინტერესო არის როგორი შობადობა არის ნიდერლანდებში!

  • თემოს 20:37 23.10.2017 და სოსოს 11:25 25.10.2017

    ძმისშვილო თემო და სოსო, აქ სხვის ორიენტაციაზე კი არ ვიკლავ თავს ასეთები წყალს წაუღიათ, არამედ ქართველი კაცის ორიენტაციაზე ვმსჯელობთ. საკადრის პასუხს გცემს ბატონი სოსო, მაგრამ გამგებს ტვინი სჭირდება. არიან ტომები და ერებიც კი (მქონდა შემთხვები, მათ არ დავასახელებ), რომლებიც თავიანთ ცოლებს სთავაზობენ სტუმრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სტუმარმა უარი განუცხადა, ეს მათთვის საშინელი შეურაცყოფაა. გეკითხებით რომლებსაც ქართველებად წარმოგიდგენიათ თავი, ამ შემთხვევაში მასპინძლის ამპლუაში გამოხვიდოდით? მეორე საკითხი და არანაკლებ ძირითადი: კომენტარები: "კაშია საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს","თუ ითამაშებს კაპიტნობა ყოველ ვარიანტში უნდა გამოირიცხოს" და სხვა. კაშიამ კი არა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთოდ არ უნდა ითამაშოს ფეხბურთი თავისი რეიტინგის გამო.ერის შემარცხვენლები. ძველი გულშემატკივარი.

  • იუბ აივერსკი

    ქველმოქმედებით, რომ გამოვირჩეოდეთ ჩემო "კაპიტანო" უფრო კაი იქნებოდა ეხლა ბევრი მაგ საქციელსაც გიწონებს და შეიძლება ქველმოქმედებაში გითვლიდეს, მაგრამ გაჭირვებულ, ავადმყოფ ხალხს რომ დაეხმაროთ თავად თქვენ და მაგალითი იყოთ ამ საქმის ბევრად უკეთესი იქნებოდა ან რომელიმე მაღალმთიან რეგიონის ბავშთა საფეხბურთო გუნდს რომ აჩუქოთ ბურთები, ან სპორტული ატრიბუტიკა სხვებიც მოგბაძავდნენ ხომ იცით სიკეთე გადამდებია. ეს ჩემი თავისუფალი აზრია და ქმედება, როგორც თქვენი იმ სამკლავურის გაკეთება იყო თქვენი ნება და ბოლოს მაგრად მაინტერესებს და თვალყურს ვადევნებ თქვენს მერე ვინ იქნება მეორე ქართველი ფეხბურთელი ვინ მოგბაძავთ "სიკეთის" კეთებაში წარმატებებს გისურვებთ როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს გულწრფელად მსურს მეტად წარმატებული იყოთ მომავალში არა მარტო საფეხბურთო კუთხით არამედ ქველმოქმედებითაც მისაბაძი და თვალსაჩინო

  • პაატა

    რა გეკატაკად ამ ქართველ ფეხბურთელებს ასეთი რომ ფულის გამო ყველაფერზე მიდიხირთ??? თამაშით ვერ თამაშობთ კაი რაც არის ეგ არის, პოლიტიკაში ბლომად წახვედით და დრემდე ეგეც შეირგეთ, ეხლა მორალზე და წესიერებაზე უნდა მოძღვროთ საქართველო?! კაი, კაშიას დაუშვათ არ შეეძლო ამ ოხერი ჰოლანდიური ტრენდიდან ამოვარდა (არა და რაც გააკეთა არ შეიძლება, გახდა მაგათი თანაზიარი...), კალაძეს და კობიაშვილს ვინღა დაგაძალათ ამათ დამცველებად გამოსვლა??? ვერ ხვდებით რომ ეს ფასეულობათა ომია და მაინცდამაინც ამ უბედური ლგბტ-ს დამცველებად გამოხტომა რომ არ არის ჯანმრთელი ადამიანის შესაფერისი საქმე?! ღმერთმა დაგიფაროთ და რომელიმეს ძალიან ახლობელი ამ გზას რომ დაადგეს ერთი მერე როგორი სოლიდარულები იქნებ საერთოდ თუ წარმოგიდგენიათ??? თქვენთვის რაც გინდათ ის აკეთეთ და ნორმალურ ხალხს გაგვეშვით, ვითომ თანამედროვეობის ამბავში გარყვნილობის ადვოკატები ნუ გახდებით!!! ის გერჩივნოდ რამე წესიერი გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, თორემ მართლა საცოდავ კაცუნებად დარჩებით...

  • გიორგი

    ეეეჰ, გურამ, გურამ........ ზნედაცემულებო!!!!!! გამოხატვის თავისუფლების ფსევდო არგუმენტაციას, რომ ხართ ამოფარებული!!!!! მშვიდობაში მოიხმარეთ და გაცვითეთ თქვენი ერთი ადგილი და სიმაღლის მიხედვით დამწკრივდით ყოველ 17 მაისს..... მაინცდამაინც შუბლზე უნდა დაიწეროთ და რუსთაველზე უნდა ჩაატაროთ აღლუმი ისე ვერ სიამოვნებთ ერთმანეთში?! პირჯვარი ერთხელ მაინც არ გადაგიწერიათ გულწრფელად?! თუ ახალ ათ მცნებას მიაგენით სადმე?! როდისმე გინახავთ ან გაგიგონიათ ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს რამე სამკლავურის გაკეთების ან რუსთაველზე აღლუმის ჩატარების სურვილი გამოეთქვათ?!

  • Lukinio

    Kashias cinapars xmlit da jvarit akvs gadarhenili sakartvelo, es kide gei samklaurit gamodis, 90 procentis azria da hemic ar daishvad nakrebshi kartveli eris gamanadgurebeli nakrebshi.

  • გიო

    მიჩინიო მაგ კაცური სიმართლით იარეთ შენ და შენმა შთამომავლობამ....დამწკრივება ადვილია უბრალოდ დედაშენს თუ ჩააყენებ სათავეში თორე ისე არაფერი გამოვა ;) :))

  • naili

    საქართველოში რომ ბნელოდა კი ვიცოდი, მაგრამ ასეთი სიბნელე თუ იყო ნაღდად არ მეგონა. სრული ტიმნატა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  • მიჩინიო

    ყოჩაღ გურამს! ნამდვილი კაცური პოზიციაც აქვს და კლავიატურის კუანა ვაჟკაცებიც და ქლიავი ჟურნსლისტებიც მაგრად ფეხებზე კიდია. კაცმა თავისი მართალი სიმართლე თქვა და თქვენ დამწკივდით ეხლა...

  • განათებული გვაქვს!

    თუ ყველა გუნდის კაპიტანი უნდა გამოსულიყო და სხვა გზა არ ქონდა (ეგეც გაუგებარია, მაგრამ მაინც) რაღა კომენტარებს იძლევა ჩემს ქვეყანაში არ ესმითო და ა.შ. და ისიც პარადოქსია რომ ლგბდ-ს პროპაგანდა თავისუფლების სახელით შენიღბული ყველა კაპიტანს აიძულეს - ეგ არ არის თავისუფლების შეზღუდვა?

  • გენო

    განათლრბაზე აპელირებას მორჩით ამას მაგრად შეეშალა დაინტერესებულპირებს ჩემს ნიშნებს ვეტყვი გამოცდებზე და ახალგაზრდებში არიან სამშობლოს მოყვარული ხალხი დამიჯერეთ მეც იმათში

  • ვვვ

    "15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატი მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანს აღნიშნული სამკლაური ეკეთა." - იქნებ ამან მაინც გაგინათოთ ერთი-ორი პატარა უბანი ))

  • aburjga

    ასე იცის ჰოლანდიაში "თამაშმა"! ეტყობა ჰავაა იქ ასეთი! სამარცხვინო კონფორმიზმია! თუ იმ გუნდში მხოლოდ იმიტომ აჩერებენ ასთ სამკლავურზე რომ თანხმდება, მაშინ კაცობაში ჩაჭრილა და ეგაა! სამწუხაროა თითონ რომ ვერ ხვდება! ჰავა, ჰავის ბრალია ყველაფერი!

  • deme!

    იმ დროიდან რაც კაშია ფეხბურთს თამაშობს, რამდენიმე გახმაურებული საფეხბურთო დავა და სასამრთლო (სისხლის სამართლის)იყო და კოლეგების დასაცავად ხმა არ ამოუღია- გაიტრუნა! ყოლელწლიურად, შახტებში (და არა მარტო) რამდენი ქართველი იღუპება და ზარალდება, შრომის გაუსაძლისი პირობების გამო!- მათ უფლებებსა და თავისუფლებაზე ხმას არ იღებს- პროტესტის გრზნობა არ უჩნდება! ამ დროს კი თანაუგრძნობს LGBTებს რომელნიც,აღლუმებით და სხვა ათასგვარი ღონისძიებით ეწევიან თავიანთი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდას!კაშია ხმას იმაღლებს მათი უფლებებისა და თავისუფლებისათვის! რომელსაც არავინ არ ეხება. და არც ლოგინში არავინ არავის არ უხტება!!! რაც შეეხება კაშიას თამაშს ნაკრებში, გინდ ეგ ყოფილა და გინდ ნებისმიერი სხვა მცველი თუნდაც საქართველოში მოთამაშე, მასზე ცუდად არ ითამაშებს გოლები კი მაინც მაგ პოზიციიდან გადის.

  • z.

    კუმ ფეხი გამოყო, მეც დამარტყმევინეთო. ვისი ტიკი ტომარაა, ვის დაკარგვია?! თუ ეგეთი გულშემატკივარი და გულისდამწველია საქართველოს ნაკრებში გამოსულიყო მაგ საკლაურით თუ კაცია. აბა ჰოლანდიაში ეგ ვის უკვირს.

  • სოსო

    მასე არ არის თემო.თვითონ რაც უნდა ის გააკეთოს,ვერავინ და არავინ დაუშლის მაგრამ,მისი საქციელი მოწოდება და პროპაგანდაა.ეს კი უკვე პირადად ჩვენზეა მომართული და ჩვენ გვეხება.ასე რომ მიყრუება არ შეიძლება,მით უმეტეს მას ბევრი ქართველი ყმაწვილი უსმენს და მიჰბაძავს.საქართველოში ადრეც იყვნენ ფერნაცვალი ხალხი,ბევრიც ძალიან ცნობილი,მაგრამ ისინი ამას არ ამზეურებდნენ და სხვასაც პროპაგანდას არ უწევდნენ.ამიტომაც არ იყო აგრესია მათ მიმართ.ახლა კი აქეთ გვიტევენ და თან წიოკობენ,გვჩაგრავენო.ამაშია განსხვავება.თანაც ძალიან დიდი ფული იდება ამის აგიტაციაში და ახალგაზრდობას უკვე სასაცილოდ აღარ ჰკმარა პატრიოტიზმი,ზნეობრივი სიწმინდე და ქართული ენის პატივისცემა.თანაც ქვეყნის მოსახლეობა ისედაც კატასტროფულად მცირდება და კიდევ ჰომოსექზუალიზმის პროპაგანდა,მთლად გაანადგურებს ეროვნულ გენოფონდს.ამას დაუმატე უკვე განადგურებული განათლების სისტემა და სურათი უკვე საშინელი ხდება,მთავრობა მაინც ეროვნული რომ გვყავდეს,კიდევ იქნებოდა რაღაც იმედი,მაგრამ რაგდენი წელია უკვე ქვეყანას სხვა წვეყნის მსახური მთავრობები მართავს და თუ ვინმე გამოჩნდა ისეთი,ვინც ხმალ ამოღებული იბრძოდა ეროვნული ფასეულობების წინ წამოსაწევად,ყველა საიქიოში გაისტუმრეს.ვეფხისტყაოსანს ან ილიას ახსენებს კიდევ ვინმე?მოკვლიდან 110 წლისთავზე, ტელევიზიებს არც კი გახსენებიათ ილიას სახელი.

  • ჯიმი

    ეს მალე პაპიროსსაც მოწევს...

  • სოსო

    მამუკა გორგოძესთან საუბარი მახსენდება,მგონი იმედზე იყო,სადაც რაგბიში სიმულაციაზე და სადისციპლინო კომიტეტში მის გამოძახებაზე საუბრობდა.მამუკას დისკვალიფიკაცია მისცეს თამაშის დროს ჩხუბის გამო და მისი პასუხი ასეთი იყო.რაგბი კაცების თამაშია და ზოგჯერ ჩხუბიც ხდება,მაგრამ ემოცია მოედანზევე რჩება,თქვენი მიდგომების ბრალია,თქვენი შვილები ცისფერები რომ იზრდებიან,მე კი არ მინდა ჩვენი შვილები ცისფერები გახდნენო.ზუსტად ვერა,მაგრამ აზრი ასეთი იყო.რაგბისტები ვაჟკაცები არიან,სხვანაირად რაგბის ვერ ითამაშებ,იქაც კი ცდილობენ მამაკაცური საწყისი ჩაახშონ და ფეხბურთში რაც ხდება ,ყველა ვხედავთ,ეს უზომო სიმულაცია და კოტრიალი,პიჟონური გარეგნობა და ჩაცმის სტილი ნორმა გახდა.მათ წიაღში მართლა ბევრი იქნება გადახრილი.

  • სოსო

    კი ბატონო,მას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი დამოკიდებულება,მაგრამ მეც მაქვს უფლება,მქონდეს ჩემი დამოკიდებულება,მისი დამოკიდებულების მიმართ.ის აქტიურ აგიტაციას ეწევა...მეც მაქვს უფლება საწინააღმდეგო აგიტაცია გავწიო.კაშია ვეღარ იქნება კაპიტანი ან ვიცე კაპიტანი და პირადად მე ასეთი გადახრილი,საერთოდ არ მინდა ნაკრებში.რონალდო შეიძლება გეიც იყოს,თუმცა მაინც არა მგონია,მაგრამ ამის პროპაგანდას არ ეწევა,კაშიასაგან განსხვავებით. კიდევ რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.საქართველო ისედაც გადაშენების გზაზე დამდგარი ერის სახელმწიფოა და ასეთ ქვეყანაში ლგპდ- ობაზე ქადაგება,ან მხარდაჭერა დამღუპველია.ნაკრების ვიცე კაპიტანი ამაზეც უნდა დაფიქრებულიყო,მაგრამ რას ვიზავთ,კიდევ ერთი კაცი დავკარგეთ,არა და დასაკარგი ადამიანები საქართველოს აღარ ჰყავს.მორჩა არჩევნები.დასცემენ ლარის კურსს,კიდევ უფრო გააღატაკებენ რიგით ქართველს და კიდევ უფრო გააფთრებით შეუტევენ ეკლესიას,მართლმადიდებლობას და მის საფუძვლებზე აღმოცენებულ ცხოვრების წესს.ჩვენი ასარჩევია რომელ მხარეს დავდგებით.კაშიამ კი ეტყობა უკვე აირჩია,თუმცა კიდევ აქვს მცირე შანსი,გამოსწოროს შეცდომა,ძალიან მცირე მაგრამ მაინც შანსი.არ კი მგონია ,რომ შეეცდება.

  • 912

    გურამ წადი

  • ბ_-

    ერთი პატარა კომენტარი კი დავდე აქ.მეტს აღარ ვაპირებდი მაგრამ გარემოებები მაიძულებენ. -ეს ფეხბურთელია თუ უფლებადამცველი? არ წაიღეს ტვინია ამდენმა უფლება დამცველებმა? სისულელე რო გადამდებია ეგ კაი ხანია დამტკიცებულია ახლა იქნებ მკითხოთ რატომაა გადამდები. მაგათ რა თქვენი მხარდაჭერა ჭირდებათ აწუხებთ ვინმე თუ რაა? თუ კაი ხალხი ხართ იმათ გამოუცხადეთ სოლიდარობა ვისაც მართლა ჭირდება მუშებს მაგალითად, თქვენს თავს,კაბალურ პირობებში რო იმყოფებით მავანთა გამო არაფერს ვამბობ მშიერ და მიუსაფარ ადამიანებზე,ომის და ტერორიზმის მსხვერპლებზე-ვერა ხოო? ძნელი ხო ამ მხრივ ნაბიჟის გადადგმა არავინ დაგიფასებთ ტაშსაც არავინ დაგიგრაკვთ არაა? მაჰათმა განგ- გახსოვთ?ახლა ხო ხვდებით ის ,,განათლებულები"" რატომაა სისულელე ასე ადვილად გადამდები და მისაბაძი ზოგიერთისთვის? -მეტი არაა ჩემი მტერი.ეს უფლებადამცველი კი ნაკრებში არ უნდა იყოს.

  • ???

    მარიხუანას ფოთლით სამკლავური როდის უნდა გაიკეთო? ან ჩადრით არ გამოხვალ - ბევრ ქვეყანაში აკრძალეს და ეგეც თავისუფლების შეზღუდვაა. არ ვიცი რამ ან ვინ გაიძულა ეს, მაგრამ ნამდვილად არ მესიამოვნა მე პირადად. უფრო მეტად რომ დაფიქრებულიყავი და ყველა ის ხალხი ვინც გქომაგობს შენ და არ მოსწონს შენს მიერ ლგბტ პროპაგანდა (პროპაგანდა და არა თავისუფლების მხარდაჭერა) ფეხებზე არ დაგეკიდებინა უფრო ადექვატური იქნებოდა, მაგრამ ეს შენი არჩევანია და ამაში თავისუფალი ხარ (პატივს ნამდვილად არ ვცემ მაგ არჩევანს), შესაბამისად იმაშიც თავისუფალი ხარ რომ "შენს ქვეყანაში ზოგი ამას ვერ იღებს" და შენ ეს გკიდია, ხოდა რა ობსტრუქციასაც მიიღებ შეგიძლია ეგეც დაიკიდო, მე პირადად მართლა მკიდია შენ ლგბტ იქნები, ავტოგოლს გაიტან, თუ თამაშს ჩააგდებ, რადგან შესაბამის პოზიციაზე არ გათამაშებენ ნაკრებში - ეტყობა ჰოლანდიამ ძალიან ცუდად იმოქმედა შენზე.

  • ჯიჯი ბუფონი

    მადლობა ღმერთს საქართველო თუ ჩამორჩენილია ყოველგვარი უზნეობისთვის.. მამათმავლობა არის გარყვნილების უკიდურესი ფორმა და უდიდესი ცოდვა! თუ ადამიანი გარკვეული დოზით რაღაც ქალური თვსებებით იბადება ეს არ ამართლებს მის ამ გარყვნილ ცხოვრებაში ჩაბმას, მითუმეტეს სქესის შეცვლას და ა.შ. ამ რუსეთის მუდმივმა ხსენებამ კი ყოველგვარ ძალა დაკარგა დიდი ხანია უკვე)

  • romas

    მართალი ხარ,საერთო არაფერი უნდა ჰქონდეთ,მაგრამ ვაი რომ აქვთ. მათ პატარა გაფხაკუნებაზეც რომ ტაბურეტმომარჯვებულები დასდევენ,ეგ რას ნიშნავს?

  • სანდრო10

    ქართველები ნუთუ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანები ვართ?! გულზე ყველას არსად არ ეხატება გეი ადამიანები,მაგრამ მათ ასე არ ლანძღავენ(ჩამორჩენილი ქვეყნების ჩრდ.კორეის,ჩეჩნეთის,სირიის...საქართველოს გარდა). ეს გარყვნილება არ არი, ისენი ასეთები დაიბადნენ...მსოფლიოს ნომერი პირველი ფეხბურთელი გეია, სადღაც პრემიერმინისტრი და ა.შ.ასეთი პროპაგანდით რუსეთი გვაძულებს ევროპა-ამერიკას და ჩვენთან ამას ბევრი სათავისოთ იყენებს.უბრალო ხალხი ამას გულწრფელად საშიშროებად მიიჩნევს, მარა არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან(მართლა განათლებულები არიან), რომ ეს არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს და მხოლოდ ქულების დასაწერად იბრძვიან.ასეთები არიან მართლაც საშიშები პოლიტიკაში

  • გიგი

    თუ მოიხდის ბოდიშს საჯაროდ და აღიარებს რომ მაგრად შეეშალა ქართველი ერის წინაშე, მაშინ შეიძლება კიდევ ითამაშოს არა?

  • დათო

    კაშიამ,ამ საქციელით მხარი დაუჭირა ლგბტთა ყველა მოთხოვნას.. რომ წერს არავის დაჩაგვრას არ ვემხრობი და ა.სშ. არც ჩვენ ვუვარდებით არავის თავის სახლებში რაც უნდა ის უქნიათ მაგრამ რიცა სამკლაურით გამოდიხარ ან ვინ ეხვეწებოდა ესეიგი მხარს უჭერ აბსოლიტურად ყველა მათ მოთხოვნებს ქორწინდბას, შვილიების აყვანას და ა.ს.შ. საქართველოს ნაკრებს ასეთი კაპიტანი არ სჭირდება ეგეც არ მყავდეს კრუიფი.

  • roma

    თუ ითამაშებს კაპიტნობა ყველა ვარიანტში უნდა გამოირიცხოს, აქაც რომ გაიკეთოს მასეთი სამკლაური ხომ გახდა გასალახი. ისა და თუ მართლა ძალადობასა და რასიზმზეა ლაპარაკი გაეკეთებინა შავი სამკლაური ან თუნდაც წითელი ან ყვითელი არ ვიცი ფერს რა მნიშვნელობა აქვს ერთ ფერში ყოფილიყო წარწერით "NO RASIZM" და ამდენი მითქმა მოთქმა აღარ იქნებოდა.

  • roma

    განათლებას რას ეძახი შენ? იმას განათლება საერთოდ არ ჭირდება რომ ლგბტ პირებთან ნამდვილ კაცს და თან ქართველს საერთო არაფერი არ უნდა ქონდეს. ასე რომ განათლება კი არა მაგას კაცობა ქვია,

  • nnn

    სამკლაური კი აქვს უკვე

  • მართლა ქომაგი

    კაშია საქართველოს ნაკრებში ვეღარ ითამაშებს ძალიან სამწუხაღოდ, კაპიტნობაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია!

  • ქომაგი

    ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და მიკვირს ესეთი დაბალი დონე როგორა ხართ? ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი დამოკიდებულება და მოგვწონს თუ არა ჩვენი საქმე არაა. კაშიამ უნდა ითამაშოს საქართელოს ნაკრებში და კანკავას შემდეგ ის უნდა იყოს მთვარი კაპიტანი!

  • vaxo

    ჯერ ერთი მამათმავლობა როგორ უნდა დაგმო, რა ფორმით ?ეგეთები გაჩნდნენ და მორჩა.გინდა დაგმე, გინდა დააიგნორე, მაინც ჩვენს გვერდით იყვნენ და იქნებიან. უბრალოდ მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაბალი საზოგადოებრივი შეგნების ნიშანია.თან საბაბად ის მოჰყავთ,ჩვენი შვილების გამო გვეშინიაო.არადა ისიც კი ვერ წარმოუდგენიათ,რომ მათი შვილებისათვის ჯერ მშობელი უნდა იყოს ავტორიტეტი და მისი მოსაზრება უმთავრესი. თუ გგონიათ რო მამათმავლობა გადამდებია, შეამზადეთ თქვენი შვილები, რომ ამ "სენს" არ დაექვემდებარონ. მაგრამ რა აღზრდაზეა საუბარი? ასეთები ორ სიტყვას იტყვიან და ეგრევე ეტყობათ რომ განათლებას მათ გვერდზე საერთოდ არ ჩაუვლია.

  • xaxa

    მე არა მაგრამ შენ ალბათ ტასაობ და ფულის გულისთვის იქნებ რას აკეთებ გამგამობით ვინ იცის?

  • roma

    საერთოდ რაგბი კაცების თამაშია და კაცები თამაშობენ იქ, ლგბტ პირების მიმართ იმიტომ არიან ასე განწყობილი რომ ქართველი ვაჟკაცები არიან და მათ ამ პირდაპირობას ხელი რომ არ შეუშლიათ კარიერაში ნათლად ჩანს, ჩვენი ბიჭები ისეთი წარმატებულები არიან რომ თვით ინგლისი უკრავს ტაშს მათ თამაშს და 6 ერის ნაცვლად 7 ერის შექმნაზე და მათ რიგში ქართველი კაცების შეყვანა უნდათ, ამით კაშიას პირად შეხედულებას არ ვეხები მაგრამ როგორც ქართველ ვაჟკაცს შეშვენის ისე უნდა მოქცეულიყო და მაგიათ არამგონია რამე შეცვლილიყო მის კარიერაში.

  • გიგი

    Vava შენ თუ ფულის გამო გახვიდოდი გეი-აღლუმზე ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვაც იგივეს გააკეთებდა! მე პირადად და ნებისმიერი ქართველი ვისაც კაცი ჰქვია, ტრილიონები რომ მისცე და ყველაზე მაგარი კარიერა დაპირდე მაინც არ გავაკეთებთ მაგას და ვინც შემთავაზებს გეების მხარდაჭერას - ერთი კარგად დავადებ კიდეც ცხვირში!

  • ბ_-

    ეს აკლდა სრული ბედნიერებისთვის ჩვენ ფეხბურთს.სამწუხაროა ძალიან. -ისე ერთ რჩევას კი მივცემ ხომ ამბობს (თუ არავიის არაფერს უშავებენო) უკვე დაგიშავეს ჯიგარ!-- სამკლაურზე,რო დაიტყეპე და ვერ გაგიგია:)))))))

  • vava

    ფულის ამბავია მაგი, ფულის და კარიერული წინსვლის. აქ გურამს ვინც აკრიტიკებთ, თქვენ მაგდენი ფულის გამო სამკლაურს კი არა, წითელი ფახანებით წატასავდებით გეი-აღლუმზე.

  • გიგი

    "ქართული რაგბის მსოფლიო ლეგენდები მამათმავლობას გმობენ! აი, შეადარეთ: საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ჰოლანდიის ჩემპიონატზე ქართველი კაცის შემარცხვენელი ლგბტ სამკლაურით აწონებს თავს გეი-სექტას, ქართველი რაგბისტები კი, როგორც ჭეშმარიტი ვაჟკაცები, ღიად გმობენ ლგბტ-სიბილწეს: ,,საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, ქ.თბილისის მერიას და საკრებულოს ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, ვემიჯნებით მამათმავლობის ბუნებრივ ნორმად გამოცხადებას და მის პროპაგანდას - როგორც პრესითა და ტელევიზიით, ასევე დემონსტრაციებითა და აღლუმებით და ნებისმიერი სხვა საშუალებებით..." დიახ, ამ განცხადებას ხელს აწერენ ლეგენდარული ბორჯღალოსნები, რომელთაც ტაშს უკრავს მთელი მსოფლიო: მამუკა გორგოძე, დავით ზირაქიშვილი, მექო კვირიკასვილი, დავით კაჭარავა, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძეთედო ზიბზიბაძე, ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი მაჩხანელი და სხვები... რაგბისტები კაცები რომ არიან, იმიტომაც უყვართ საქართველოში და აფასებენ მთელს მსოფლიოში!"

  • გიგი

    ისე ძალიან უცნაურია როგორ უნდა წახვიდე ისეთ რამეზე, რაც შენი ხალხის სიყვარულს და პატივისცემას დაგაკარგვინებს! თან რისი და ვისი გულისთვის?!(

  • roma

    არ ვიცი რა ვთქვა. "რა გითხრათ რით გაგახაროთ". ძლადობის მეც წინააღმდეგი ვარ მაგრამ ლგბტ პირების საქციელებიდან გამომდინარე როცა საქვეყნოდ ყვირიან ჩვენ ასეთები ვართ და უნდა გვაღიაროთო, მაშინ უკვე ძალადობის მომხრე ვხდები. რა ვქნა ვერ ვიქნები მათ მიმართ სოლიდარული, იცხოვრონ მაგრამ ნუ ჩაგვერევიან ქართულ მენტალიტეტში, მე მაგალითად კაშიას ადგილზე რაღაცეებს დავთმობდი და ამ სამკლაურს არ გავიკეთებდი.

  • ასტრიდ

    P.S. ანუ როგორც ამ პატარა საკითხში ასევე სხვა საკითხებში განვითარდით. ხოლო ზემოთ ხსენებულ ამბავში ჯერ ვერ გამოვედით. არაუშავს ყველაფერს დრო უნდა. რამოდენიმე ხანში ამ საკითხშიც ტოლერანტები გავხდებით!

  • luka di montizemolo

    ისე მართლა რას აქტიურობენ ეს ლგბტ-მხარდამჭერები აქ და ყველგან - კომენტარებს რომ გადახედოს ვინმემ იფიქრებს საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია ამ მამათმავლებთან დაკავშირებითო და ამ დროს საქართველოს მოსახლეობის 90% მეტი კატეგორიულად წინააღმდეგია ყველაფერი იმისა რასაც კაშია და კალაძე ასე თავდადებით უჭერენ მხარს, მით უმეტეს ამ უაქტიურესი გეი- პროპაგანდის!

  • sos

    თუ ძალადობის წინააღმდეგ გამოდიხარ მაშინ ყველას მიმართ ძალადობის წინააღმდეგი უნდა იყო და არა გარკვეული გარკვეული ჯგუფების მიმართ და სხვებმა რა დააშავეს ჩემს სამშობლოში ვერ გაიგესო ეს რას ნიშნავდა ყველამ კარგად გაიგო თავში ნუ აგივარდებათ გაფერადება განათლებას არ ნიშნავს

  • bs

    ყველაფერი სწორად თქვა, ისე როგორც უნდა ეთქვა, მაგრამ ერთი უნდა დაემატებინა, რომ კრიტიკოსებისათვის და ვაი ლიბერალებისთვისაც გასაგები ყოფილიყო, რომ ამ სამკლაურის გაკეთებით გარდა იმისა რომ პატივს ცემს სხვის თავისუფლებას, არანაირად არ უწევს რეკლამას LGBT თემს!!! ვიცი რომ ასეა, მაგრამ რატომ არ თქვა ეს არ ვიცი, უნდა ეთქვა, მით უმეტეს ჰოლანდიელებისათვის, თუმცა მე რა ვიცი იქნება მოსწონს კიდეც მათთვის რეკლამის გაკეთება?

  • joni

    იყვნენ ოღონდ ნუ გამოდიან. ჩემ შვილს ნუ უვარდებიან. )))))) ცოტა სასაცილოა )))

  • nnn

    ამ ბოლო დროს შეცდომებს უმატა ეტყობა თვალი გაურბის

  • opizar

    მიდი გურამ შეუბერე მაგარი კაციც ხარ და პატრიოტიც. მგონი სასტავი ვერ ხვდება როო ესე უბრალოდ კაპიტნის სამკლაურს ვერ მოისვრიდა და ეტყოდათ რომ მისი ფერის გამო ვერ ითამაშებდა იმიტომ რომ კავკასიელია და ჩვეთან ესე არ მოსულა. ითამაშა და დაამთკიცა რომ პროფია თავისი საქმის. უაზრო კრიტიკას კიდე ჯობია ყველამ თავისი საქმე აკეთოს ტორე ამდენი უცოდინარის გადამკიდე ბოლომდე ჩამოინგრევა ისედაც ამორტიზირებული ჩვენი ლამაზი სამშობლო( სხავათაშორის ოდითგანვე ტოლერანტობით გამორჩეული)

  • lashamax

    სკამი არა. ბიკინით და პომადით გაიაროს რუსთაველზე სოლიდარობის მიზნით და შენც შეუერთდი

  • დათო

    ჯიგარი ხარ გურამ მიაწექი! ბნელები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან!

  • adam

    სერიოზულად წერთ ამ კომენტარებს? თავისი აზრის დაფიქსირების გამო აგინებთ ტიპს? აბა სკამით უნდა გაიჩითოს 17 მაისს თუ რა გინდათ ვაბშე

  • ლაზი

    ეს ლიბერალები მაინც რა ორგანიზებულად წერენ ხოლმე კომენტარებს ყველგან).. ისე წელს რამდენადაც ფაჩულიამ გვასახელა, იმდენად კაშიამ მოგვჭრა თავი სამწუხაროდ( არადა რამდენი წელი ვგულშემატკივობდი ,ვიტესს' კაშიას და ვაკოს ხათრით!

  • gio

    კაშია ევროპაში ცხოვრობს უკვე წლებია და მასში უკვე გაიდგა ღრმად ევროპულმა "ნეო ლიბერალისტურმა" ფესცვებმა რაც მაშტაბურად არის მოდებული მთელს ევროპაში და საქართველოშიც ცდილობენ,რომ ეს დაამკვირონ ეს არა არის გასაკვირიდი და რაღაც ახალი. მე არ მინახავს ადამიანი იმის გამო მოეკლათ, რომ ის არის ჰომოსექსუალი უამრავი არატრადიციული ორიენტაცის ადამიანი ცხოვრობდა და ცხოვრობს საქართველოში და მათ არანაირი პრობლემები არ აქვთ ამის გამო,მაგრამ ნამდვილად არ არის მოსაწონი როდესაც ცისფერები ქალებივით ჩაცმულები დადიან ქალაქში ან გამოდიან ე,წ ტრანსვესტიტები სოციალურ ქსელებში და შეგნებულად აღიზიანებენ ადამიანებს თავიანთი ქცევით იცხოვრონ თავისთვის,მაგრამ საჯაროდ ნუ მოგვახვევენ თავს თავიანთ ორიენტაციას და ცხოვრების დეტალებს.

  • სამო

    100% ხარ. იცით რაზე ვღადაობ. საბჭოთა კავშირს უნდოდა ჩვენთვის ენის წართმევა და ზოგადად გაქრობა როგორც ერის და ამაზე არ ამბობდნენ რატომღაც ქართველობას გვართმევენო. და ახლა აყვირდნენ ვკარგავთო ქართველობას იმიტომ რომ გვეუბნებიან არ იძალადო, არ დაჩაგრო და ასე შემდეგ. დაანებეთ სხვისი ორიენტაციით ინტერესს თავი გირჩევთ. ეს ლგბტ ხალხი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. ახლა გახდა ეს პრობლემა?

  • კახა ქირია

    კაცი არის ძალადობის წინააღმდეგი რა არის ამაში ცუდი ვერ გავიგე.ყველამ თავის ცხოვრებას მოუაროს.იმ ვიღაც ჟურნალისტის გადასაწყვეტი არ არის ვინ უნდა ი თამაშობს და ვინ არა.

  • ვახტანგი

    მართლა მგონია რომ ღადაობთ კომენტარებში, ძალიან არგუმენტირებულად ისაუბრა ადამიანმა და ამ ქვეყანაში არგუმენტს მნიშვნელობა არ აქვს მგონი , ადამიანმა თქვა, თავისი პირადი ცხოვრება აქვს ყველას და რასაც უნდა იმას იზამსო და ეგრეც არის, ევროპა რა შუაშია, რუსეთში რო არიან ჰომოსექსუალები და ლესბოსელები ეგრე უნდა და რუსეთში რომ არიან გარყვნილები, 12 წლიდან რომ ქალიშვილობას კარგავენ და სტრიპტიზის და ორალური სექსის სკოლებში დადიან, აი ეგ არის გარყვნილება, ევროპაში კი ეგ ბავშვების უფლებების დარღვევაა... ჩვენ უფრო გარყვნილი ერი რომ ვართ 14 წლის გოგოები რომ მოჰყავთ 30 წლის კაცებს ?

  • ასტრიდ

    ერთ დროს შორტებით სიარული ტეხავდა, ახლა ყოველი მეორე ფოხანით დადის :))

  • 912

    ყურადღების მიქცევის ხერხია სხვა არაფერი მე არ მჯერა ამ კაცის გულწრფელობის ვისაც გჯერათ გაიარეთ

  • luk

    კაშიამ ლგბტეებს კი არ დაუჭირა მხარი არამედ იმათი წინააღმდეგია ვინც მათ კლავს! ვინც რ უნდა იყოს ადამიანი ზალადობა უნდა იგმობოდეს! მარტო ღმერთს შეუზლია გადაწყვიტოს ვინ იცოცხლებს დ ვინ არა.

  • gio

    რა გჭირს ასეთი? რამე მოწიე?

  • Niko

    ფეხბურთი ითამაშონ წესიერი და მოიგონ თამაშები ეს არის გულშემატკივარისთვის მთავარი და საქართველოსვისაც. ყველამ თავის ცხოვრებას და ორიენტაციას მიხედოს. არავის საქმე არ არის ვინ რას ფიქრობს და როგორ. ქართველობას რომ ბევრი მაგით საზღვრავს ეგ მაგის გამოა რომ კარგად და დალაგებულად ცხოვრობს ქვეყანა.

  • ვვვ

    2-3 ფეხბურთელი გვყავს რაღაც დონის და შევირგოთ, რა. რა სამკლაური, რის სამკლაური... ყველამ თავის სამკლაურს მიხედოს! ;)

  • mm

    ტეხავს რა, ყველაფერი არ იყიდება ფულზე და ევროპაში ცხოვრებისთვის, გარყვნილებას არ უნდა დაუჭირო მხარი...

  • ვასილიჩი

    ეს არის სვლა ერთგვარი, ეს ბილეთია ევროპაში ცხოვრებისთვის. აბა რასაც ფიქრობს იმას ხომ ვერ იტყვის კაცი ყველგან და ყოველთვის. მე ასე მჯერა და თუ "ცვეტში" ასეთია გურამი მაშინ ოოოოოოოოოო................

  • თემო

    ნეტა როდის მოვა ის დრო ქართველები მოვეშვებით სხვისი ცხოვრების კრიტიკას და თავისას მივხედავთ. ამ ქვეყანაში იმაზს მეტი სასაუბრო არ გაქვთ ვიდრე სხვისი ორიენტაცია? თუ არ გაქვთ ყოჩაღ თქვენ.

  • meocnebe ixvi

    ვიღაც გიგაურს თუ პრობლემები აქვს მესაჯდომეებთან, კაშიამ ამის გამო კარიერა უნდა დაინგრიოს? თავისი ინიციატივით ხომ არ გაუკეთებია სამკლაური, დირექტივა იყო კლუბის ხელმძღვანელობიდან. რომ არ შეასრულოს, ჰომოფობიაში დასდებენ ბრალს და მოკვეთავენ. ყველაფერზე უარი თქვას ახლა კაშიამ და საჩხერის ჩიხურაში ითამაშოს? თუ რა მოთხოვნები გაქვთ მის მიმართ?

  • SL

    პირადად მე მაგრად გამიტყდა კაშია რომ უნდა ამოვშალო იმათგან ვისაც ვგულშემატკივრობ. რეალურად თავი თვითონ ჩაიყენა რთულ და აბათ სულელურ სიტუაციაში. თან ვფიქრობ? რომ კაშია ჭკვიანი ბიჭია და ეს "ხოდი" დასჭირდა როგორც გარანტია, რომ ვიტესის ძირითადში ჯერჯერობით იქნება. მაშინ კიდე ხო.

  • qomagi

    daukaririt tashi, rom chamova nakrebshi satamashod)))

ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია

[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო

[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]

სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?

საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია

"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...

[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს

РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა

"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა