ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვინ შეაჩერებს თსუ-ს?

ვინ შეაჩერებს თსუ-ს?

XIX ტურისა და წრის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში, მეორე წრეში დაუმარცხებელმა სტუდენტებმა დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ შსს-ს ოვერტაიმში აჯობეს
შაბათს სუპერლიგის მე-19 ტურში არაერთ კითხვაზე უნდა მიგვეღო პასუხი: ვინ გააჩერებს თსუ-ს? ზამთრის შემდეგ რა პროგრესი განიცადა შსს-მ? რა გუნდია სტუ ბექა ჩიკვილაძის გარეშე? ასევე საინტერესო იყო ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ "სამედიცინოს" პროგრესის ხილვა, რაც მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის "ქუთაისთან" მატჩში უნდა გამოჩენილიყო.

26 მარტი, თბილისი, სპორტის სასახლე

სოხუმი-სტუ 98:55

31:16, 15:15, 23:8, 29:16

სოხუმი: ფარღალავა (28ქ), ჰარისი (18ქ), ჩლაიძე (9ქ), კვეტენაძე (17ქ), კ. დამუსი (10ქ), შანიძე (8ქ), სორდია (3ქ), კანკია, რ. დამუსი (5ქ)

სტუ: ლომოური (17ქ), ვ. ბერუაშვილი (10ქ), ლაშქარაძე, ძიძიგური (4ქ), ახალკაცი, ჭოხონელიძე (4ქ), გასიტაშვილი, თევზაძე, კობიძე (10ქ), ჯანგველაძე (10ქ), მჭედლიშვილი.

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. არეშიძე

კომისარი: რ. ხომერიკი

"სოხუმის" მთავარ მწვრთნელად აინარს ბაგაცკისის მისვლის შემდეგ განსაკუთრებით დაცვაში თამაში გამოსწორდა. ეს სტუ-სთან მატჩშიც აშკარად გამოჩნდა - ჩემპიონატის ბომბარდირის ბექა ჩიკვილაძის არყოფნაში ახალგაზრდა ტექნიკოსებმა სოხუმელთა დაცვის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს.

"სოხუმმა" შეხვედრა სტაბილურად ჩაატარა და 43-ქულიანი სხვაობით მოიგო, რაც სტუ-ს საამსეზონო ანტირეკორდია.

შსს-თსუ 96:98 დ.დ. (ძ.დ: 84:84)

30:28, 22:23, 19:15, 13:18, 12:14

შსს: წივწივაძე (16ქ), ბ. ლეჟავა (21)ქ, კოტონი (13ქ), დ. ბარბაქაძე (16ქ), ტუჯანი (21ქ. 11მ), ნიკოლაძე, ი. ბერიშვილი (4ქ), შერმადინი (5ქ).

თსუ: გაფრინდაშვილი (21ქ, 11პ.), ფანჩულიძე (32ქ), ჩიტაშვილი (9ქ), მ. ბერიშვილი (13ქ, 13მ.), ლონდარიძე (10ქ), კოხრეიძე, კორკოტაძე (5ქ), მათიაშვილი (8ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი

კომისარი: რ. ხომერიკი

ტურისა და წრის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი 14 საათზე დაიწყო - ერთმანეთის წინააღმდეგ შსს და თსუ წარდგნენ. მეორე წრეში ორივე გუნდი წაუგებლად თამაშობდა, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავად მაინც თსუ გამოიყურებოდა, რომელმაც თვით "არმიასაც" დამაჯერებლად მოუგო. სწორედ სტუდენტებთან შეხვედრაში უნდა გამოჩენილიყო შსს-ს პროგრესი. იანვრის შემდეგ ხომ გუნდში მწვრთნელად დავით უსტიაშვილი მივიდა და შემადგენლობაშიც გარკვეული ცვლილებები მოხდა. ასეთ სიტუაციაში, თამაშის დასალაგებლად დროა საჭირო.

მთელი 45 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში ვიხილეთ. დავით უსტიაშვილს ნუგზარ ჭეიშვილზე არანაკლებ მობილური შემადგენლობა ჰყავს და თსუ-ს მიერ შეთავაზებულ მაღალ ტემპს სათანადოდ მომზადებული შეხვდა - "ძალოვნებიც" სწრაფად თამაშობდნენ...

როგორც წესი, ასეთი ტიპის თამაშში გუნდები შეტევიდან დაცვაზე გადაწყობას სათანადოდ ვერ ასწრებენ და უპირატესობა ყოველთვის მოიერიშეთა მხარესაა. ამიტომაც იყო, 45 წუთში ორივე გუნდმა 100-ქულიან ნიშნულს რომ მიუკაკუნა.

თსუ აწყობილი გუნდი რომაა, აქამდეც არაერთხელ აღგვინიშნავს, შაბათის მატჩმა კი დაგვანახა, რომ შსს-ს შეთამაშების ხარისხიც მატულობს და პლეი ოფში ორივე გუნდისგან კიდევ უფრო საინტერესო თამაშს უნდა ველოდეთ.

45 წუთი ზემოთ ორჯერ ვახსენეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს გამარჯვებულის გამოსავლენად 40 წუთი არ ეყოთ - 84:84.

ოვერტაიმში ორი მიშას, ფანჩულიძისა და ბერიშვილის სამქულიანების წყალობით თსუ 91:84 დაწინაურდა, შსს-ს კი სიტუაციის გამოსასწორებლად დრო აღარ ეყო.

ტურის საუკეთესოდ ცენტრალურ მატჩში 32 ქულის ავტორი მიხეილ ფანჩულიძე დავასახელეთ.

სამედიცინო-ქუთაისი 93:70

27:20, 24:21, 24:14, 18:15

თსსუ: გულისაბედაშვილი (15ქ), როჯერსი (23ქ), ჩაჩიბაია (9ქ), ბექაური (6ქ), დვალიშვილი (22ქ, 14მ), თავართქილაძე, როდუმტა (8ქ), ჭოჭუა (10ქ).

ქუთაისი: კვიმსაძე (20ქ), ცეკვავა, დიდია (10ქ), გ. ბარბაქაძე, ბოლქვაძე (8ქ), ბაბუნაშვილი (22ქ), ტუკვაძე, ლომინაშვილი (6ქ), კოღუაშვილი (4ქ)

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე

კომისარი: მ. რატიშვილი

"სამედიცინოს" ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, რომ მწვრთნელად ნუგზარ კანდელაკის, ხოლო გამთამაშებლად ჯეფ როჯერსის მიწვევა სწორი ნაბიჯი იყო.

კანდელაკმა "მედიკოსების" თამაში სათადარიგოთა სკამიდან, ხოლო როჯერსმა მოედნიდან დაალაგა და ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი "ქუთაისი" 23 ქულის სხვაობით დაამარცხა. არ უნდა გამოგვრჩეს ფარქვეშ აკაკი დვალიშვილის აქტიურობა - 22 ქულას 14 მოხსნა მიამატა.

დინამო-არმია 60:102

6:27, 17:21, 19:21, 18:33

დინამო: ეძგვერაძე (22ქ), ივანეიშვილი (10ქ), გლუნჩაძე (2ქ), ჩაველაშვილი, თავამაიშვილი (4ქ), პატარაია (2ქ), თვაური (8ქ), შალიკიანი, ალხანაიძე (6ქ), გულდედავა (6ქ).

არმია: ბაქრაძე (7ქ), ბოისა (2ქ), საყვარელიძე (29ქ), პირველაშვილი (6ქ), შარაბიძე (28ქ), მინაშვილი (17ქ), ვახანია (5ქ), ლ. მოსეშვილი (7ქ), ათანელიშვილი (1ქ).

მსაჯები: გ. მიქელაძე, მ. ანდღულაძე

კომისარი: რ. გელოვანი

18-საათიან მატჩში ჩემპიონატის პირველადგილოსანი "არმია" ბოლო პოზიციაზე მყოფ "დინამოს" ეთამაშა.

პირველი მეოთხედის შემდეგ ძალოვნები 21 ქულის სხვაობით იგებდნენ (27:6), ხოლო საბოლოოდ 42-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს.

25 მარტი, ბათუმი

ბათუმი-ენერჯი 79:56

14:13, 14:13, 28:11, 23:19

ბათუმი: ნინუა (8ქ), სანაძე (25ქ), ელიაშვილი (6ქ), კეშელავა (7ქ), ნ. ჩხატარაშვილი (15ქ, 16მ), ყველაშვილი (14ქ), რამიშვილი (4ქ).

ენერჯი: მაჭავარიანი (18ქ), მებურიშვილი (4ქ), აბაიშვილი (18ქ), ლამუ, გუგავა (13ქ, 10მ.), არაბული (2ქ), აბულაძე (2ქ)

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი

კომისარი: თ. ქიქოძე

"ბათუმმა" პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ენერჯის" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ზღვისპირელთა შორის 25 ქულით გამოირჩა დუდა სანაძე, რომელიც პირველ წრეში სწორედ "ენერჯის" ღირსებას იცავდა. ეფექტური დუბლი შეასრულა კვიპროსიდან დაბრუნებულმა ნიკა ჩხატარაშვილმა - 15 ქულა, 16 მოხსნა.

"ბათუმი" მერვე ადგილზეა და "ენერჯის" ერთი მოგებითღა ჩამორჩება.

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. თსუ 18 15 3 1680/1462 33

2. არმია 17 15 2 1482/1162 32

3. შსს 17 12 5 1501/1302 29

4. ქუთაისი 17 12 5 1374/1243 29

5. სოხუმი 18 11 7 1474/1344 29

6. ენერჯი 17 7 10 1188/1280 24

7. სამედიცინო 17 6 11 1250/1254 23

8. ბათუმი 17 6 11 1324/1395 23

9. სტუ 17 5 12 1341/1469 22

10. აგრარული 17 4 13 1198/1392 21

11. დინამო 18 2 16 1232/1741 20.

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა

ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!