ფიფამ რონალდო მიჯრით მეორედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად
ლონდონში დასრულდა ფიფას The Best-ის პრემიის დაჯილდოება.

ზედიზედ მეორედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო აღიარეს, რომელმაც წელს ბლანკოსთან ერთად ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პორტუგალიის ნაკრებს მუნდიალზე გასვლაში დაეხმარა.

გამარჯვებული გამოვლინდა ნაკრებების მწვრთნელების, კაპიტნების, ჟურნალისტების და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად. ყველას 25%-იანი კვოტა ქონდა.

რონალდომ ლიონელ მესისა (ბარსელონა) და ნეიმარს (ბარსელონა/პსჟ) აჯობა.

საუკეთესო მწვრთნელად "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი დაასახელეს. ის ერთადერთია, ვინც საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთელად (1998 წელს) მიუჩნევიათ. ზიზუს ჯილდო შარშანდელმა გამარჯვებულმა კლაუდიო რანიერიმ გადასცა.

საუკეთესო მეკარედ ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების 39 წლის მეკარე ჯიჯი ბუფონი აღიარეს. ის ამ ჯილდოს ყველაზე ასაკოვანი მფლობელია.

წლის გოლად ლონდონის "არსენალის" ფორვარდის ოლივიე ჟირუს მიერ "კრისტალ პალასის" კარში შეგდებული ბურთი მიიჩნიეს.მას ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი გადასცეს.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრების წევრი ლიკე მარტენსი გახდა.

G E L A
და მერე რაა რომ ბარსაში ცხოვრობ, შენ მეზობლებს უკეთ ეცოდინებათ თუ რაა? ანდა რა მნიშვნელობა აქვს სად ცხოვრობ? მე რომ თბილისში ვარ, ჩემზე უკეთ გაეცნობი ინფორმაციას? მე არ შემითხზავს ეს ლეგენდა, ინტერნეტში იდო და წავიკითხე, რაც შენი თვალით არ გინახავს არაფერი არ დაგიჯერებია არასდროს? რაც არ უნდა გელაპარაკოს ადამიანი არ დაიჯერებ გეტყობა. ჩაციკლულთა კატეგორიისა ხარ...
Liverpuli barselonas supermarketi.
Mesim ra icis apxazeti da cxinvali saertod ro arsebobs? Mec minda mag videos naxva an daamtkice ro magas idzaxis da ertad vaginot mere
G E L A
ზღაპარია ის რაც არ გინდა რომ დაიჯერო, ამ 2 წლის წინ გამოქვეყნდა ინტერნეტით, ფეისბუქზეე........
ika
გეხვეწებით დამიდეთ ის ვიდეო ან მითხარით სად მოისმინეთ ის, რომ მესიმ აფხაზეთზე და ოსეთზე აქცენტი გააკეთა. მე ბარსაში ვცხოვრობ,მესის ვგულშემატკივრობ და ეგეთი ზხაპარი აქ წავიკითხე პირველად
G E L A
რატომაა არაკაცი მესი? გიპასუხებ: ჯერ ერთი სეპარატისტული აზროვნების რომაა, იმას თავი დავანებოთ, მაგრამ ეს, რომ ჩვენთან, კერძოდ საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენა ის მათქმევინებს ამ სიტყვებს, მან ბრძანა: " ყველა ერს აქვს თვითგამოხატვის უფლება, მიბაძეთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს"-ო. ახლა გეკითხებით: მაინც კაცური კაცია, რადგან დიდი ფეხბურთელია? რაც (და ვინც) ჩემ ქვეყანას უარყოფით ასპექტში წარმოადგენს იმას ყოველთვის აქეკვატურად მოვიხსენიოებ, ამჟამად მეტი არაფერი შემიძლია გავაკეთო (ახალგაზრდული წლებისგან განსხვავებით).
Temo
წელს რაც რონალდომ გააკეთა ჩლ-ზე /5ბ ბაიერნთან,3ბ ატლეტიკოსთან და 2 ფინალში/ ასეთი რამე ჯერ არავის გაუკეთებია.ამას დაუმატეთ ნაკრებში გატანილი გოლები.ამის მერე მესის დასახელება წლის საუკეთესო ფეხბურთელად რომლის ბარსამ მხოლოდ ესპანეთის თასი აიღო,ხოლო ჩლ-ზე პლეიოფებში მესი საერთოდ ნული იყო, არაობიექტურია.
oeee
ფიფასთვის უბრალოდ უაზრობა გამოდის რომ ერთი და იგივე ფეხბურთელი თუნდაც ღირსეული (და ეს ნაღდად ეგრეა)ყოველ წელს დაასახელონ საუკეთესოდ. საინტერესო აღარ გამოდის და სხვას სტიმულს აკარგვინებს. ამიტომ რონალდუსაც აკვეხებენ. მესი აღემატება დანარჩენ საფეხბურთო სამყაროს და ეს რონალდუმაც კარგად იცის. ასეა ეს :)))
liverpuli barselonas supermarketi.
მოიგოს რონალდუმ ოქროს ბურტი აზრი? მაინც ყველამ იცის ვინ არის პირველი, და მესი რატოა არაკაცი?
G E L A
რა აზრი აქვს ფიფას აღიარებას თქვენთვის, უფრო კომპეტენტურნი ხომ ბარსას და ამ არაკაცი მესის "ბალელშიკები" ხართ? კონკრეტულ მომენტში უკეთესი აღმოჩნდა და აღიარეს კიდეც რონალდუ, როცა მესი იყო უკეთესი ეგ აღიარეს. მესი- ფეხბურთელი, მესი-პიროვნებასთან შედარებით დიამეტრალური განსხვავებაა,
გიო
და მაინც მესიიიიი
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ჯიჯი ბუფონი შეიძლება იტალიის სპორტის მინისტრი გახდეს
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
ბუფონი: კარიერის დასრულებას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში გადავიფიქრებ
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ტომას მიულერმა და ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს
უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდო აღიარა
"პერესი მადრიდელი მეფეა..." - ანტონიო კასანო
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
დადასტურდა - ჟირუ "ლოს-ანჯელესში" გადავა
"მალე ვარსკვლავი გახდება" - რონალდო 17 წლის ბრაზილიელზე
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
ბრაზილიელმა რონალდომ თავისი თავი კრიშტიანოსა და მესის შეადარა - ნახეთ, რომელს თვლის ის მასზე უკეთეს ფეხბურთელად [VIDEO]
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
"ბებერი ქალბატონი" ახალი შეტევით
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
"რონალდო, სახლში წადი" - "ვალიადოლის" ფანების პროტესტი ლეგენდარული ბრაზილიელის წინააღმდეგ
"გითხრათ, ძიუბა იბრაჰიმოვიჩსა და ჟირუს რითი ჰგავს?" - "რენის" ყოფილი მცველის უცნაური განცხადება
ურუგვაი-იტალია 2:2 (პენ. 2:3) - გმირი ბუფონია, საუკეთესო - კავანი [VIDEO]