მაიამის მასტერსზე ბრძოლაში განთესილი ჩოგბურთელები ჩაებნენ, თუმცა მათთვის მეორე ეტაპი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა
მაიამის მასტერსზე მამაკაცებმა მეორე წრე დაასრულეს. ბრძოლაში ჩაებნენ განთესილი ჩოგბურთელები, თუმცა მათთვის მეორე ეტაპი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. ტურნირის 32 განთესილი მოთამაშიდან თითქმის ნახევარმა - 14 ჩოგბურთელმა შეწყვიტა მაიამიში გამოსვლა.

ფავორიტები ერთი მეორის მიყოლებით აგებდნენ მატჩებს. ყველაზე სენსაციური ორი მატჩის შედეგი იყო. გრძელდება ბრიტანელი ენდი მიურეის კრიზისი. ცნობილია, რომ მიურეის არ უყვარს სიცხეში თამაში, ორგანიზატორებმა კი სწორედ შუადღეს გაუშვეს კორტზე ბრიტანელი. მიუხედავად ამისა, ენდი ვალდებული დაემარცხებინა ალექს ბოგომოლოვი. რაც არ უნდა იყოს, მათ შორის კლასში სხვაობა უდიდესია. 27 წლის წარმოშობით რუსი ჩოგბურთელი (ამერიკის სახელით გამოდის) ბოლოს საუკეთესო ასეულში რვა წლის წინ იყო. მას შემდეგ ის ეპიზოდურად ჩნდება ATP-ის ტურნირებზე და უფრო ხშირად ჩელენჯერეზე თამაშობს.

კლასში ასეთი სხვაობის მიუხედავად, მატჩის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთში ბოგომოლოვი 4:0-ს უგებდა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს. პირველ სეტში მიურეის არაფერი გამოსდიოდა. მეორეში ბრძოლა იყო, ოღონდ ენდი კვლავ ცუდად თამაშობდა თავის მოწოდებაზე. ბოლოსკენ ბოგომოლოვმა პირველ ცდაზე მატჩზე ვერ ჩააწოდა და მიურეის გულშემატკივრებს მატჩის შემობრუნების იმედი გაუჩნდათ, მაგრამ არც აქედან გამოვიდა არაფერი - 1:6, 5:7. ავსტრალიის წლევანდელი ღია პირველობის ფინალის შემდეგ ბრიტანელმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და ღრმა ფსიქოლოგიურ კრიზისში იმყოფება.

"ყველანაირად ვცადე მეტოქის შეჩერება, მაგრამ რაღაცამ არ იმუშავა. ვარჯიშებზე ყველაფერი გამომდის და ვერ გამიგია მატჩების დროს რა მემართება. ვერც ერთ სათამაშო ეპიზოდში სტაბილურობას ვერ მივაღწიე", - განცხადა მატჩის შემდეგ მიურეიმ.

ამ წაგების მიუხედავად, ენდის მაინც შეუძლია რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე გადასვლა, რადგან მის კონკურენტს, მსოფლიოს ამჟამინდელ მეოთხე ჩოგანს რობინ სიოდერლინგს შარშანდელი ნახევარფინალის სარეიტინგო ქულები აქვს დასაცავი. შვედმა კი ტურნირი არც ისე დამაჯერებლად დაიწყო - მხოლოდ სამ სეტში გატეხა ხორვატი ივან დოდიგის წინააღმდეგობა.

სიოდერლინგს ბადის მხრივ აშკარად არ გაუმართლა, რადგან შემდეგ წრეში ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება. არგენტინელი ბოლო ორ კვირაში მეორედ შეხვდა ფილიპ კოლშრაიბერს და ორივეჯერ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია. თამაში კვლავ სამ საათს გაგრძელდა და გამარჯვება ისევ დელ პოტროს დარჩა.

მეორე სენსაციური შედეგი იყო მოქმედი ჩემპიონის, ამერიკელი ენდი როდიკის მარცხი ურუგვაელ პაბლო კუევასთან. მასპინძელმა ორჯერ ექიმს უხმო მოედნაზე და შესაძლოა, მისი მარცხის მიზეზი ცუდი ფიზიკური მდგომარეობაც იყო. თუმცა როდიკს მაინც შეეძლო მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება, მაგრამ მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა - 4:6, 6:7(4). ამ წაგებით ენდი დაახლოებით 1000 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და პირველი ათეულიდან გავარდება. მომავალ კვირას რეიტინგში ის სავარაუდოდ მე-13 პოზიციაზე აღმოჩნება. ასეთი შედეგი ამერიკელს ბოლო 9 წელია არ ჰქონია.

ასევე უნდა აღინიშნოს ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს მარცხი თანამემამულე პაბლო ანდუხართან. ეს მით უფრო გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პაბლომ კარიერაში მხოლოდ მესამე მატჩი მოიგო ჰარდზე! ამ მარცხში ფერნანდომ, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს, რადგან ცხრა ორმაგი შეცდომა დაუშვა, თანაც მატჩის მნიშვნელოვან მომენტებში.

კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბი ამ სეზონში ისევ დაუმარცხებელია. ამჯერად 2011 წლის ლიდერმა 48 (!) წუთში გაანადგურა დენის ისტომინი - 6:0, 6:1. ეს იყო ნოვაკის ზედიზედ 21-ე მოგება!

პრობლემები არ ჰქონიათ რაფაელ ნადალს და როჯერ ფედერერს. შვეიცარიელისთვის რადეკ შტეპანეკის ძლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა - როჯერი კარიერაში მოგებული მატჩების რაოდენობით (762) ლეგენდარულ პიტ სამპრასს გაუთანაბრდა. ახლა ისინი მეშვიდე ადგილს იყოფენ. ფედერერის მორიგი სამიზნე შვედი სტეფან ედბერგია, რომელსაც 44 გამარჯვებითა ჩამორჩება.

ლიდერთა სია

1. ჯიმი კონორსი 1222

2. ივან ლენდლი 1070

3. გილერმო ვილასი 920

4. ანდრე აგასი 870

5. ჯონ მაკინროი 867

6. სტეფან ედბერგი 806

7. პიტ სამპრასი 762

7. როჯერ ფედერერი 762

9. ილიე ნასტასე 724

10. ბორის ბეკერი 713

II წრე

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:4, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-დენის ისტომინი (უზბ) 6:0, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:3, 6:3; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 4)-ივან დოდიგი (ხორ) 3:6, 6:2, 6:4; ალექს ბოგომოლოვი (აშშ)-ენდი მიურეი (ბრიტ, 5) 6:1, 7:5; დავიდ ფერერი (ესპ, 6)-იგორ კუნიცინი (რუს) 6:2, 6:1; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-რუბენ რამირეს იდალგო (ესპ) 6:1, 6:7, 6:0; პაბლო კუევასი (ურუ)-ენდი როდიკი (აშშ, 8) 6:4, 7:6; პაბლო ანდუხარი (ესპ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 9) 3:6, 7:6, 6:4; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 10) 6:3, 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11)-ფედერიკო ჟილი (პორ) 6:4, 3:6, 6:2; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 12) 6:0, 6:7, 6:3; მიხაილ იუჟნი (რუს, 13)-ენ ჰსუნ ლე (ტაივ) 6:1, 6:0; მარდი ფიში (აშშ, 14)-ჟულიან ბენეტო (საფ) 6:4, 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 15)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:3, 6:7, 6:3; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 16)-მარსელ ილჰანი (თურ) 6:3, 6:3; რიშარ გასკე (საფ, 17)-პაოლო ლორენცი (იტა) 6:2, 6:3; იანკო ტიპსარევიჩი (სერ)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 18) 6:3, 7:6; სემ კუერი (აშშ, 19)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:3, 6:2; ფლორიან მაიერი (გერ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ, 20) 6:4, 3:1 უარი; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 21)-ანდრეას სეპი (იტა) 6:1, 5:3 უარი; ოლივიე როხუსი (ბელ)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 22) 6:2, 4:6, 6:4; მიკაელ ლოდრა (საფ, 23)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:2, 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 24) 6:3, 5:7, 6:4; ჟილ სიმონი (საფ, 25)-რაინერ შუტლერი (გერ) 6:4, 6:3; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 26) 7:6, 3:6, 6:4; ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-ტომას ბელუჩი (ბრა, 27) 2:6, 6:4, 7:6; კარლოს ბერლოკი (არგ)-ერნესტ გულბისი (ლატ, 28) 6:1, 2:6, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 29) 6:7, 6:4, 7:5; ჯონ ისნერი (აშშ, 30)-იგორ ანდრეევი (რუს) 6:4, 5:7, 7:6; სომდევ დევარმანი (ინდ)-მილოშ რაონიჩი (კან, 31) 7:6, 7:5; ხუან მონაკო (არგ, 32)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:4, 6:7, 6:4.

1/16 ფინალი

ნადალი (1)-ლოპესი; დოლგოპოლოვი (21)-ცონგა (15), ალმაგრო (11)-მაიერი; ბერდიხი (7)-ბერლოკი; ფედერერი (3)-მონაკო (32); როხუსი-იუჟნი (13); პეტცშნერი-ტიპსარევიჩი; სიმონი (25)-კუევასი; ფერერი (6)-დევარმანი; ლოდრა (23)-გრანოლერსი; ფიში (14)-გასკე (17); დელ პოტრო-სიოდერლინგი (4); ბოგომოლოვი-ისნერი (30); ანდერსონი-ანდუხარი; ტროიცკი (16)-კუერი (19); ბლეიკი-ჯოკოვიჩი (2).

WTA

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

II წრე

კიმ კლაისტერსი (ბელ, 2)-ანასტასია იაკიმოვა (ბლრ) 6:1, 6:1; ვერა ზვონარევა (რუს, 3)-დინარა საფინა (რუს) 3:6, 6:3, 6:2; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 6:4, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 7:5, 4:6, 6:0; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-ბარბორა ზახვალოა (ჩეხ) 6:1, 6:0; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 12)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:1, 6:2; ვირჟინ რაზანო (საფ)-კაია კანეპი (ესტ, 14) 6:3, 7:6(5); მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:3, 2:6, 6:1; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-აგნეს შავაი (უნგ) 6:1, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 19)-კიმიკო დატე (იაპ) 6:2, 6:0; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ალისა კლეიბანოვა (რუს, 22) 7:5, 6:3; მარია კირილენკო (რუს, 24)-სანია მირზა (ინდ) 5:7, 6:3, 6:0; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 25)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 6:1, 5:7, 7:5; მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ, 27)-ანა ტატიშვილი (საქ) 6:1, 6:4; იარმილა გროტი (ავსტრა, 28)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 6:4, 3:1 უარი; ლურდეს დომინგეს ლიგო (ესპ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 31) 5:7, 6:3, 6:4.

1/16 ფინალი

შუაი პენგი (ჩინ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 11) 6:3, 6:1; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-ელენა ვესნინა (რუს) 6:3, 6:4; ალექსანდრა დულგერუ (რუმ, 26)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:2, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრია, 4)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 30) 6:0, 7:6; ელენა იანკოვიჩი (სერ, 6)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 32) 7:5, 6:1; მარია შარაპოვა (რუს, 13)-საბინ ლისიცკი (გერ) 6:2, 6:0; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 21)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:0, 6:3; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 29) 6:1, 7:6.

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე