ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სასწაული პორტლენდში

სასწაული პორტლენდში

NBA: ტიმ დანკანის გარეშე მოთამაშე "სან ანტონიო სპურსს" ფსიქოლოგიური პრობლემები რომ შეექმნა, "პორტლენდთნ" დაპირისპირებაში კარგად გამოჩნდა
ტიმ დანკანის გარეშე წაგებებს მოუხშირა "სან ანტონიო სპურსმა". რა თქმა უნდა, ეს გუნდი არ დათმობს არც კონფერენციისა და მთლიანად რეგულარულის ჩემპიონობას, რადგან კონკურენტებთან უპირატესობა ჯერ ისევ დიდია. თუმცა გრეგ პოპოვიჩის გუნდს თავისი აღიარებული ლიდერის გარეშე ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. ეს კარგად გამოჩნდა "პორტლენდთან" მატჩში, რომელშიც "სპურსს", წესით და რიგით ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიეყვანა საქმე.

საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 35 წამით ადრე ნილმა საშუალო მანძილიდან ჩააგდო და "სან ანტონიოს" უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა, მაგრამ შემდეგ პარკერმა და ჯინობილიმ სამი შეცდომა დაუშვეს და "პორტლენდმა" 13:2 გაქცევა განახორციელა. ფრანგმა და არგენტინელმა ძალიან მალე გამოასწორეს შეცდომები - ერთმა გარღვევისას ჩააგდო, მეორემ სამქულიანი მოათავსა კალათში - 96:90 სირენამდე წუთითა და 21 წამით ადრე. ასეთ დროში ასეთ უპირატესობას "სპურსი" არ ფლანგავს, თუმცა დანკანის გარეშე ეს შესაძლებელი ყოფილა.

დარჩენილ დროში პარკერი და ჯინობილი ანტიგმირებად იქცნენ, ანდრე მილერი და ნიკოლა ბაუტმი - გმირებად. მილერმა ფარქვეშიდან ორი ტყორცნა გამოიყენა, თანაც მეორე მაშინ ჩააგდო, როცა პარკერმა ტარებისას დაკარგა ბურთი. შემდეგ ჯინობილიმ ვერ მოატყუა ერთი ერთზე მეტიუზი და მეტოქეს შეტევის უფლება მისცა. "პორტლენდის" სწრაფი იერიში ბატუმზე ჯარიმით დასრულდა და ფრანგმა ორივე თავისუფალი ზუსტად შეასრულა - 96:96. სათამაშო რჩებოდა 0.9 წამი.

ტაიმ-აუტის შემდეგ სტივ ნოვაკმა გრძელი პასი გაუკეთა ჯინობილის, მაგრამ ძლიერი მოუვიდა და ბურთი არგენტინელს თავზე გადააფრინდა. ტაბლოზე დრო არ შეცვლილა, ბოლო შეტევის უფლება კი "პორტლენდმა" მიიღო. ანალოგიური კომბინაცია ფარქვეშ ბურთის ჩაგდებით მასპინძლებს კარგად გამოუვიდათ - მილერის ლამაზი პასი ერთი შეხებით ფარისკენ გაუშვა ბატუმმა და მისი ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა - 98:96!

როგორც ჩანს, საბოლოოდ შეეგუა აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობის დაკარგვას "ბოსტონ სელტიქსი", რომელმაც მორიგი შეხვედრა წააგო შინ არაფრით გამორჩეულ "შარლოტთან". არადა, დოკ რივერსის გუნდი სამი მეოთხედის შემდეგ დამაჯერებლად იგებდა 13 ქულით, სირენამდე 7 წუთითა და 41 წამით ადრე კი კომფორტული 11-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. მაგრამ მომდევნო 293 წამი მასპინძლებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა.

სამი შეცდომის, სამი აცილებისა და რონდოს ორი არაზუსტი საჯარიმოს წყალობით "შარლოტმა" ზედიზედ 16 ქულა დააგროვა და 5 ქულით წაიყვანა ანგარიში. ფავორიტი პირსმა გამოაცოცხლა, რომელმაც ერთ შეტევაში სამი ქულა მოუტანა თავის გუნდს. "სელტიქსმა" დაცვაც გააძლიერა და მალე ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ გარნეტის ზუსტი ტყორცნის შემდეგ დარჩენილ 54 წამში "სელტიქსმა ქულა ვეღარ აიღო, თუმცა იყო ამის შანსი, რადგან ჰენდერსონმა ორიდან ერთი საჯარიმო ვერ გამოიყენა და "ბოსტონს" თამაშის გადარჩენის კარგი შესაძლებლობა დაუტოვა.

"ბოსტონის" მთავარმა კონკურენტმა "ჩიკაგომ" კი არასტუმართმოყვარე მემფისში მორიგ გამარჯვებას მიაღწია. მთავარი მოვლენები მეოთხე მეოთხედში განვითარდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სამ ქულაზე მეტით წინ გასვლას, სანამ "ბულზმა" თავის საფირმო იარაღს - მკაცრ დაცვას არ მიმართა. 275 წამის განმავლობაში "მემფისმა" ბურთი ვერ ჩააგდო. ამის შემდეგ მასპინძლები ბევრს ეცადნენ ბოლო წუთს ხუთქულიანი ჩამორჩენის გაბათილებას, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.

"ბოსტონის" პრობლემებით შეიძლება "მაიამიმაც" ისარგებლოს. "ჰიტს" გაუჩნდა შანსი მეორე ადგილზე გავიდეს აღმოსავლეთ კონფერენციაში და პლეი ოფის პირველ ორ რაუნდში მოიპოვოს საკუთარი მოედნის უპირატესობა. ამ მომენტისთვის ფლორიდელები ერთი მოგებით ჩამორჩებიან "სელტიქსს".

"ფილადელფიასთან" მატჩში "ჰიტმა" 111 ქულა დააგროვა და აქედან 91 ქულა "დიდი ტრიოს" ანგარიშზე მოდიოდა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო დუეინ უეიდის თამაში, რომელმაც 41 წუთში 39 ქულას მოუყარა თავი (თამაშიდან - 15/26), 11-ჯერ მოხსნა ბურთი, 8 შედეგიანი პასი მიითვალა და ამას ხუთი დაფარება და 3 ჩაჭრა დაუმატა. ასეთი მონაგარი ბოლო 25 წლის განმავლობაში მხოლოდ შაკილ ო'ნილს ჰქონდა.

უეიდს დაეხმარნენ ჯეიმსი და ბოში. ლებრონს ოდნავ მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა - 32 ქულა (თამაშიდან ტყორცნების 64-პროცენტიანი რეალიზაცია), 10 მოხსნა, სამი ჩაჭრა, ორი პასი და ერთი დაფარება, კრისმა კი ორმაგი დუბლი (20 ქულა+10 მოხსნა) იკმარა, მაგრამ ნაყოფიერების კონფიციენტით (+33) თავის გუნდში საუკეთესო იყო.

ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფებდა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი". ფილ ჯექსონის გუნდმა "ვარსკვლავური უქმეების" შემდეგ მე-15 მატჩი ჩაატარა და მე-14 გამარჯვებას მიაღწია. ამჯერად ჩემპიონმა მოიგო ლოსანჯელესური დერბი "კლიპერსის" წინააღმდეგ. ამ მატჩში გამარჯვებულის ბედი ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო. საფინალო სირენამდე 35 წამით ადრე "ლეიკერსი" 108:104-ს იგებდა, როცა დერეკ ფიშერმა საჯარიმო ააცილა და "კლიპერსის" ლიდერ ბლეიკ გრიფინს თითქოს იოლად უნდა მოეხსნა ბურთი, მაგრამ ბოლო მომენტში ბინუმმა აჯობა და ორი ქულა მოუტანა თავის გუნდს, რითაც გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

იმ საღამოს მთავარი გმირი კი "ლეიკერსის" ცენტრი პაუ გასოლი გახდა. ესპანელმა თამაშის წინ განაცხადა, რომ მიწისძვრით დაზარალებული იაპონელების დახმარების ფონდში, ყოველი მოპოვებული ქულისთვის ათას დოლარს გადარიცხავდა. საბოლოოდ ესპანელმა 26 ათასი დოლარი შეაგროვა, მისი საქციელით მოხიბლულმა "ლეიკერსის" ლეგენდამ მეჯიქ ჯონსონმა ამდენივე დაუმატა...

25 მარტი

ინდიანა-საკრამენტო 93:110

18:22, 19:33, 31:30, 25:25

ი: გრეინჯერი (20), ჯორჯი (12+8 მოხსნა), ჰიბერტი (11), ჯონსი (11).

ს: კაზინსი (18+14 მოხსნა), დალემბერი (16+10 მოხსნა), გარსია (16), ტორნტონი (15+9 მოხსნა), გრინი (15), უდრიხი (12+6 პასი).

ორლანდო-ნიუ ჯერსი 95:85

25:20, 23:18, 18:25, 29:22

ო: ჰოვარდი (21+14 მოხსნა), თურქოგლუ (20+13 პასი), რიჩარდსონი (16), ანდერსონი (15+9 მოხსნა), ბასი (14).

ნ-ჯ: მოროუ (19), ფარმარი (15+16 პასი), ჰემფრიზი (14+10 მოხსნა), ვუიაჩიჩი (10+8 პასი), აუთლო (10), ლოპესი (10).

ბოსტონი-შარლოტი 81:83

25:19, 17:18, 24:16, 15:30

ბ: პირსი (18), ალენი (14), გარნეტი (12+9 მოხსნა), რონდო (10).

შ: უაიტი (17), ჰენდერსონი (15), ოგუსტინი (14), ბრაუნი (12+7 მოხსნა).

კლივლენდი-დეტროიტი 97:91

26:24, 26:27, 23:17, 22:23

კ: ჰიქსონი (24+15 მოხსნა), დევისი (16), ჰარანგოდი (10+9 მოხსნა), ჰოლინზი (10).

დ: ჰემილტონი (15), პრინსი (15), უილკოქსი (12+8 მოხსნა), დეი (12+7 მოხსნა), მონრო (11+8 მოხსნა), სტაკი (11).

მაიამი-ფილადელფია 111:99

20:27, 31:23, 26:32, 34:17

მ: უეიდი (39+11 მოხსნა+8 პასი), ჯეიმსი (32+10 მოხსნა), ბოში (20+10 მოხსნა).

ფ: უილიამსი (24), იანგი (15+8 მოხსნა), მიქსი (14), ჰოლიდეი (13+6 პასი), ჰოუესი (13), იგუოდალა (10).

ნიუ იორკი-მილუოკი 96:102

24:35, 27:23, 26:24, 19:20

ნ-ი: სტაუდმაიერი (28+9 მოხსნა), ენტონი (25+8 მოხსნა), დუგლასი (16).

მ: ჯენინგსი (37), ბოგუტი (21+17 მოხსნა), მბა ა მუტე (12), სალმონსი (11+8 მოხსნა).

ჩიკაგო-მემფისი 99:96

21:22, 28:24, 25:27, 25:23

ჩ: როუზი (24+7 მოხსნა+7 პასი), დენგი (23), ბუზერი (12+9 მოხსნა).

მ: რენდოლფი (16), გასოლი (14+11 მოხსნა), ალენი (13), კონლი (12+6 პასი), პოუ (11), არტური (10).

ოკლაჰომა-მინესოტა 111:103

30:27, 34:26, 24:29, 23:21

ო: დურანტი (23), უესტბრუკი (19+8 პასი+5 ჩაჭრა), მუჰამედი (14+7 მოხსნა), პერკინსი (13), კოლისონი (13), ჰარდენი (13), იბაკა (12+10 მოხსნა).

მ: რენდოლფი (24+15 მოხსნა), ბიზლი (20+8 მოხსნა), მილიჩიჩი (16), რიდნური (12), ჯონსონი (10).

დენვერი-ვაშინგტონი 114:94

30:16, 34:29, 18:22, 32:27

დ: ანდერსენი (17+11 მოხსნა+5 დაფარება), ლოუსონი (17+6 პასი), ჰარინგტონი (17), გალინარი (17), სმიტი (14+6 პასი), ნენე (10).

ვ: კროუფორდი (19), ევანსი (16+7 მოხსნა), მაკგი (13+13 მოხსნა), უოლი (13+6 პასი), ბუკერი (10+10 მოხსნა), იანგი (10).

ფინიქსი-ნიუ ორლეანი 100:106

27:21, 29:29, 22:23, 22:33

ფ: გორტატი (18+10 მოხსნა), ჰილი (18), დადლი (17+8 მოხსნა), ბრუქსი (17), ფრაი (14), უორიკი (13).

ნ-ო: პოლი (22+7 პასი), ლენდრი (19), ჯეკი (17), არიზა (16), გრინი (15).

პორტლენდი-სან ანტონიო 98:96

24:28, 23:21, 26:21, 25:26

პ: მილერი (21+8 პასი), ბატუმი (21), მეტიუზი (15), უოლასი (14+10 მოხსნა), ოლდრიჯი (14+8 მოხსნა).

ს-ა: ჯინობილი (21+7 პასი), პარკერი (15), სპლიტერი (11+7 მოხსნა), ჯეფერსონი (11).

გ. სტეიტი-ტორონტო 138:100

45:36, 39:22, 32:16, 22:26

გ-ს: ელისი (27+10 პასი), რაიტი (26), კარი (23+8 პასი), ლი (21+7 მოხსნა), ტორნტონი (12), უდო (10), უილიამსი (10).

ტ: ბარბოზა (19), კალდერონი (19), დევისი (18+11 მოხსნა), ჯონსონი (14).

ლეიკერსი-კლიპერსი 112:104

33:23, 24:25, 28:32, 27:24

ლ: ბრაიანტი (37+6 პასი), გასოლი (26+8 მოხსნა), არტესტი (15), ბინუმი (11+12 მოხსნა).

კ: უილიამსი (30+6 პასი), გრიფინი (22), ფოიე (10), ამინუ (11).

26 მარტი

ატლანტა-ნიუ ჯერსი 98:87

32:15, 25:16, 25:30, 16:26

ა: ჰორფორდი (23+12 მოხსნა), სმიტი (22), კროუფორდი (18+6 პასი), ჯონსონი (12), ჰაინრიხი (11+7 მოხსნა).

ნ-ჯ: მოროუ (25), ვუიაჩიჩი (13), პეტრო (12+8 მოხსნა), ჰემფრიზი (12).

შარლოტი-ნიუ იორკი 114:106

30:31, 34:20, 28:28, 22:27

შ: დიაო (20+8 მოხსნა), ჯექსონი (19+7 მოხსნა), ოგუსტინი (13+9 პასი), ჰენდერსონი (13), ლივინგსტონი (13), ბრაუნი (11+7 მოხსნა), კეროლი (10), კანინგემი (10).

ნ-ი: ენტონი (36), ფილდსი (16), ბილაპსი (14+10 პასი), სტაუდმაიერი (14), უილიამისი (10+9 მოხსნა).

დეტროიტი-ინდიანა 100:88

26:25, 22:22, 29:18, 23:23

დ: ჰემილტონი (23+6 პასი), სტაკი (16+6 პასი), პრინსი (13), ვილანუევა (13), მონრო (9+13 მოხსნა).

ი: რაში (19), ჰენსბრო (16+8 მოხსნა), გრეინჯერი (14+7 მოხსნა).

მილუოკი-ჩიკაგო 87:95

25:21, 23:23, 26:25, 13:26

მ: სალმონსი (25), დელფინო (23+7 მოხსნა), ჯენინგსი (13), მბა ა მუტე (10+8 მოხსნა).

ჩ: როუზი (30+17 პასი), ბუზერი (14+11 მოხსნა), ნოა (12+11 მოხსნა), ბრიურე (10).

იუტა-დალასი 77:94

22:20, 25:23, 13:15, 17:36

ი: ჯეფერსონი (21+7 მოხსნა), მაილზი (16), მილსეპი (15).

დ: ტერი (22), ნოვიცკი (19), მერიონი (13+7 მოხსნა), ჩენდლერი (10+7 მოხსნა).

კლიპერსი-ტორონტო 94:90

18:21, 25:23, 23:29, 28:17

კ: გრიფინი (22+16 მოხსნა), კამანი (17+12 მოხსნა), გორდონი (17), ფოიე (14).

ტ: დევისი (21+11 მოხსნა), კალდერონი (16), ბარბოზა (14+6 პასი), ჯონსონი (14).

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!