ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა ინტერვიუ თორნიკე შენგელიასთან, რომელშიც იგი "ბასკონიას" მთავარი მწვრთნელის წასვლის შესახებ ლაპარაკობს
ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას "ბასკონია" "ვალენსიასთან" 63:80 დამარცხდა. ამ მატჩში ქართველმა ფორვარდმა ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა, 11 მოხსნა.

გამოცემა "ევრობასკეტმა" თორნიკე ევროლიგის მესამე ტურის ტოპ-სამ კალათბურთელს შორის დაასახელა. რომ მოეგოთ, შეიძლება საუკეთესოც გამხდარიყო.

"შენგელია საოცარ სეზონს ატარებს. მან "ვალენსიასთანაც" შედეგიანად ითამაშა, თუმცა არის ერთი პრობლემა - მისი გუნდი ვერ თამაშობს მაღალ დონეზე, მხოლოდ ქართველი თავდამსხმელის გარჯას კი გამარჯვება ვერ მოაქვს", - ვკითხულობთ "ევრობასკეტზე", რომლის ვერსიით მესამე ტურის საუკეთესო კალათბურთელი რეალელი ლუკა დონჩიჩი (27 ქულა) გახდა.

პრიჯიონის დამშვიდობება

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა პაბლო პრიჯიონიმ გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა:

- თამაშის კომენტირებას არ ვაპირებ. მინდა გამცნოთ ჩემი გადაწყვეტილება - "ბასკონიას" მწვრთნელი აღარ ვარ. სამწვრთნელო შტაბი კი ეცადა, აზრი შეეცვლევინებინა, მაგრამ მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. წასვლის მიზეზი მარტივია: ვერ გავამართლე ის იმედი, რასაც ჩემზე კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივარი ამყარებდა. ბოდიშს მოვუხდი მათ ამისთვის.

ვალდეოლმილოსი

პაბლო პრიჯიონის ადგილს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისივე თანაშემწე სერხიო ვალდეოლმილოსი დაიკავებს. სწორედ ის გაუძღვება გუნდს ევროლიგის მოახლოებულ მატჩში, "ბამბერგთან". ეს შეხვედრა 27 ოქტომბერს გერმანიაში გაიმართება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ "ბამბერგმა" დაამარცხა 25 ოქტომბერს გიორგი შერმადინის "უნიკახა" მისსავე მოედანზე (80:67). შერმადინმა ამ მატჩში 10 ქულა ჩააგდო.

ისევ თოკო და პაბლო

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა ინტერვიუ თორნიკე შენგელიასთან, რომელშიც იგი "ბასკონიას" მთავარი მწვრთნელის წასვლის შესახებ ლაპარაკობს.

- რთულია პოზიტიურად მოვლენების შეფასება, გუნდში სერიოზული ცვლილება მოხდა, მთავარი მწვრთნელი წავიდა. თუმცა კალათბურთელები ვართ და უნდა შევინარჩუნოთ წონასწორობა და ვიფიქროთ წინსვლაზე, - აღნიშნა შენგელიამ და განაგრძო:

- მოთამაშეებიც ვეცადეთ, მწვრთნელისთვის გადაგვეთქმევინებინა, მაგრამ ვერაფერი შევცვალეთ. პაბლო პრიჯიონის მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი.

"ბასკონიას" ქართველი კაპიტანი აცხადებს, რომ გუნდის წარუმატებლობა მწვრთნელის ბრალი არ არის:

- თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრიჯიონიმ სეზონის დასაწყისში გუნდთან მუშაობისას შეცდომა დაუშვა, ძალიან ცდება. ახალგაზრდა, მაგრამ მაღალი დონის სპეციალისტია. მწვრთნელის რა ბრალია, თუ კალათბურთელები ხელს არ ვანძრევთ? თავს სათანადოდ არ ვიცავთ? მოხსნისთვის ბოლომდე არ ვიბრძვით? ჩვენს საქმეს კარგად არ ვასრულებთ? ეს, პირველ რიგში, ჩვენი, კალათბურთელების პასუხისმგებლობაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Baxt
ვალდეომილოსი კი არა, პედრო მარტინესი დანიშნეს მთავარ მწვრთნელად.
zurab
"10 ქულა ჩააგდო".
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა