საქართველოს ჩემპიონატი დღეს მე-7 ტურის შეხვედრებით განახლდება
საქართველოს ჩემპიონატი დღეს მე-7 ტურის შეხვედრებით განახლდება.

ორკვირიანი შესვენება "ბათუმის" ევროთასებზე ასპარეზობით იყო გამოწვეული. საინტერესოა, როგორ გამოიყენეს დანარჩენმა გუნდებმა ეს პერიოდი.

მეშვიდე ტურში ქუთაისური დერბი გაიმართება. ლიდერი "აია", რომელსაც ჯერ ერთხელაც არ წაუგია, აუტსაიდერ "ბაგრატს" შეხვდება.

ბევრად უფრო საინტერესო მესამე ადგილზე მყოფი "ბათუმის" დაპირისპირება იქნება სტუმრად თბილისის "ლელოსთან", რომელიც ამჟამად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ზღვისპირელთა მგეზავ ლაშა ხმალაძეს და მეორეხაზელ სანდრო ქოიავას თავიანთ კარიერაში პირველად მოუწევთ მშობლიური კლუბის წინააღმდეგ თამაში.

რუსთავის "ხარებმა" სტარტზე ოთხი გამარჯვების შემდეგ ორჯერ წააგო და პოზიციები ოდნავ დათმო. რუსთაველები მე-7 ტურში სტუმრად ითამაშებენ "არმიასთან", რომელსაც არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს და აუცილებლად მოგება სჭირდება.

ქვეყნის ჩემპიონი გორის "ჯიქი", რომელიც ნელ-ნელა შედის ფორმაში, სტუმრად ითამაშებს ბოლოსწინა ადგილზე მყოფ თბილისის "აკადემიასთან", რომელსაც ჯერ ერთხელაც არ მოუგია. თუმცა ეს გუნდი იმდენად ბრძოლისუნარიანია, რომ ექვსიდან ხუთ მატჩში საპრემიო ქულა მაინც მოიპოვა.

თბილისის "ლოკომოტივი" და მარნეულის "არმაზი" სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან, თუმცა "რკინიგზელებს" ერთი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.

VII ტური

27 ოქტომბერი

აკადემია-ჯიქი 16:00

28 ოქტომბერი

არმია-ხარები 16:00

აია-ბაგრატი 18:15

29 ოქტომბერი

ლოკომოტივი-არმაზი 16:00

ლელო-ბათუმი 18:15

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
წაადგა არა წაადგება - ჯერ არ "მომხდარა" ტური
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
დიდი 10: "ჯიქი" "ხარებს" დაუზავდა
დიდი 10. III ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?
დიდი 10-ის ფინალი - მწვრთნელთა მოლოდინები
დიდი 10. IX ტური: "ბათუმი" "ჯიქთან" დამარცხდა
დიდი 10. VII ტური: აკადემია-ჯიქი 18:19
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
დიდი 10. III ტური: "ხარების" ეპოპეა გრძელდება
დიდი 10: მარნეულის "არმაზმა" პატარძეულის "ვეფხვები" 55:15 დაამარცხა
დიდი 10: "ბათუმმა" "ჯიქი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ლელო ლიდერებში დაბრუნდა
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის
დიდი 10: ფინალში გასასვლელად "ხარები" და "არმაზი" იბრძოლებენ