"ოლდ ტრაფორდზე" დიდ მატჩს ველით
"ოლდ ტრაფორდზე" დიდ მატჩს ველით. სტუმრად მოდის შემტევი და ძალიან თვალსასეირო "ტოტენჰემი", რომელსაც ჟოზე მოურინიოს მძიმე, მაგრამ კარგად აწყობილი და შედეგზე ორიენტირებული გუნდი დახვდება. პრემიერლიგაში ასე ბევრჯერ მომხდარა - თამაშის მოლოდინი დიდია, მერე მორჩება და ხედავ, რომ ხელში არაფერი გაქვს. მაგრამ იმედია, ამჯერად ასე არ იქნება და გუნდები მხოლოდ ქულისთვის არ ითამაშებენ, როგორც გრანდების ჯახში ხშირად ხდება ხოლმე.

გინდა თუ არა, თამაშის აფიშა ისეთია, გვერდით იწევს ყველა სხვა შეხვედრა. ბევრის აზრით, "ტოტენჰემი" საბოლოოდ მომწიფდა იმისთვის, რომ ჩემპიონობას დაუმიზნოს და რეალურად იბრძოლოს კიდეც ამისთვის. რაც შეეხება "მანჩესტერს", ამ შემადგენლობით მოურინიო სხვა მიზანს, უბრალოდ, ვერც დაისახავს. ეს არ არის პორტუგალიელის პირველი სეზონი არც "მანჩესტერში" და, მით უმეტეს, არც პრემიერლიგაში. ამიტომ, მოთხოვნაც შესაბამისია.

შემადგენლობის მხრივ "ტოტენჰემს" პრაქტიკულად არანაირი პრობლემა არ აქვს. ერიკ ლამელას ტრავმა მხედველობაში აღარ არის მისაღები, "დეზები" მის გარეშე თამაშს უკვე შეეჩვივნენ. სხვა დანაკლისი მაურისიო პოჩეტინოს გუნდს არ აქვს. კვლავაც გაურკვეველია, ითამაშებს თუ არა კენიელი საყრდენი ნახევარმცველი ვიქტორ ვანიამა.

ოთხშაბათს "ტოტენჰემმა" სათასო დერბი წააგო პრინციპულ მეტოქე "ვესტ ჰემთან", მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - პოჩეტინოს გუნდი 2:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი 2:3 დამარცხდა.

"ვესტ ჰემისთვის" ეს გამარჯვება, შეიძლება, კარგი სტიმული იყოს პრემიერლიგაში სიტუაციის გამოსასწორებლად. "ტოტენჰემს" კი, ცხადია, ცალი თვალი "მანჩესტერთან" შაბათის მატჩზე ეჭირა და ლიგის თასიდან გავარდნის (რაც თავისთავად ცუდია) გამო თავს არ მოიკლავს.

"მანჩესტერის" დანაკლისი კი ფრიად სერიოზულია - ბაილი, ფელაინი, ქერიკი და პოგბა მოურინიოს ლაშქარში რიგითები ნამდვილად არ არიან. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მან ვარჯიში განაახლა, თუმცა დაბრუნების ზუსტ თარიღზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

რაც შეეხება სხვა გრანდებს, ყველა მათგანი ფავორიტია ამ უქმეებზე, თუმცა, ვიცით, რომ პრემიერლიგაში იოლად თამაშს ვერ მოიგებ და არც სიურპრიზები უნდა გამოვრიცხოთ.

"ლესტერი"-"ევერტონის" დაპირისპირება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ბოლო პერიოდში ორივე გუნდმა განიცადა სამწვრთნელო რყევები. თუკი "ლესტერში" სადებიუტო მატჩი ექნება ფრანგ კლოდ პიუელს (გუშინ ის ოფიციალურად დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე), "ევერტონს" ჯერაც დროებითი მწვრთნელი დევიდ ანსუორთი გაუძღვება.

ფაქტები

"მანჩესტერისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გადის.

"არსენალსა" და "სუონსის" შორის ბოლო 5 მატჩიდან ოთხში საშუალოდ 2,5 გოლზე მეტი გავიდა.

"ლივერპული" პრემიერლიგაში პირველად შეხვდება "ჰადერსფილდს".

"სტოკმა" ბოლო 3 ურთიერდაპირისპირება მოუგო "უოტფორდს".

"მანჩესტერ სიტისთვის" "ვესტ ბრომვიჩი" იოლი მეტოქეა - "ქალაქელებმა" ამ გუნდს ზედიზედ 12 შეხვედრა მოუგეს.

"ევერტონს", ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ 6 მატჩია, არ მოუგია.

პრემიერლიგა. X ტური

შაბათი, 28 ოქტომბერი

მანჩესტერ იუნ-ტოტენჰემი 15:30

არსენალი-სუონსი 18:00

კრ. პალასი-ვესტ ჰემი 18:00

ლივერპული-ჰადერსფილდი 18:00

უოტფორდი-სტოკი 18:00

ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტ. სიტი 18:00

ბორნმუთი-ჩელსი 20:30

კვირა, 29 ოქტომბერი

ბრაიტონი-საუთჰემპტონი 17:30

ლესტერი-ევერტონი 20:00

ორშაბათი, 30 ოქტომბერი

ბარნლი-ნიუკასლი 23:59

ბომბარდირები: 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 6 - ალვარო მორატა (ჩელსი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 5 - ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი), მოჰამედ სალაჰი (რომა), ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

euhh
marto totenhemma?iseti shtabechdileba mrcheba es tasi yvelaqveyanashi pinansebis mosazidadaa gatvlili(anu totalizatortan iyopen tanxas)radgam evropaehi 97% grandebma waages ch klasis gundbtan...
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს