"მილანი", ბოლო ტურში "კიევოს" განადგურებით ფერზე რომ მოვიდა, "იუვენტუსს" ისტუმრებს
შაბათ საღამოს მილანში დიდი ამბები დატრიალდება. "მილანი", ბოლო ტურში "კიევოს" განადგურებით ფერზე რომ მოვიდა, "იუვენტუსს" ისტუმრებს.

ლეონარდო ბონუჩის ამბავი ყველამ ვიცით და ახლა ამაზე აღარ შევჩერდებით. მის გარდა, "მილანს" დააკლდება კონტი, "იუვეს" კი - ჰიოვედესი და ბენატია.

წესით, სანახაობა უნდა შედგეს, რაკი ორივე გუნდი შეტევაზეა ორიენტირებული. "იუვეს" დაცვა ისე ძლიერი და აწყობილი ვეღარ არის, როგორიც წინა სეზონებში იყო. ისე, ეს გარემოება გუნდის თამაშის სანახაობრივ მხარეს რგებს კიდეც...

ისტორია და დღევანდელობა ამ ორი გუნდის თამაშებისას ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. მიმდინარე სეზონში ორივეს აკრიტიკებენ. განსაკუთრებით "მილანს", რომელიც ძალიან არასტაბილურად თამაშობს და ცხრილშიც არ უჭირავს შესაფერისი ადგილი.

ლიდერმა "ნაპოლიმ", წესით, "მშვიდი" 3 ქულით უნდა შეავსოს სატურნირო მარაგი. შესანიშნავ ფორმაში მყოფ სამხრეთელებს ტრავმირებული არკადიუშ მილიკის გარეშეც არ უნდა გაუჭირდეთ

"სასუოლოს" დამარცხება.

"ლაციო", ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაფრინავს. რომაელები "ბენევენტოს" მხოლოდ გამარჯვებისთვის ესტუმრებიან. გუნდს შეიძლება დაუბრუნდეს ოდინდელი ლიდერი, ბრაზილიელი ფელიპე ანდერსონი, მაგრამ საკითხავია, სჭირდება ახლა ის მართლაც რომ დიდებულ ფორმაში მყოფ "ბიანკოჩელესტეს".

სიმონე ინძაგი ჯერ არ ჩქარობს მიზნებზე საჯაროდ ლაპარაკს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, "ლაციალე" აუცილებლად იბრძოლებს სკუდეტოსთვის. მით უმეტეს, თუ ოპტიმალური ფორმა შეინარჩუნა ჩირო იმობილემ. "ბენევენტოს" კი ნამდვილი დრამა შეემთხვა წინა ტურში. გუნდი ძალიან ახლოს იყო პირველ ქულასთან, გაათანაბრა რა ანგარიში 94-ე წუთზე, მაგრამ სულ ბოლო წამზე მაინც გაუშვა გოლი "კალიარისგან".

"ვერონასთან" გასვლით მატჩში "ინტერს", შესაძლოა, დაუბრუნდეს ხორვატი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი. რაც შეეხება "რომას", დედაქალაქელებმა "ბოლონიას" დამარცხება ტრავმირებული ცენტრალური მცველის, მანოლასის გარეშეც უნდა შეძლონ.

საერთოდ, სერია A-ს ლიდერები მიმდინარე სეზონში ძალიან დამაჯერებლად თამაშობენ და ფაქტია, საშუალო გუნდების კლასიც აღარ არის ისეთი, რამდენიმე წლის წინ რომ იყო. ეს განაპირობებს იმას, რომ ჩემპიონობისთვის რამდენიმე გუნდი აპირებს ბრძოლას. ასე რომ, ლიდერები გაუთვალისწინებელ დანაკარგებს მაქსიმალურად უნდა ერიდონ.

ფაქტები

"მილანმა" და "იუვენტუსმა" იტ-ალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში 4-4 გოლი გაიტანეს.

ბოლო 7 ურთიერთდაპირისპირ-ებაში, "ბოლონიას" "რომასთვის" არ მოუგია.

"ლაციომ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ 7 მატჩი მოიგო, ხოლო ასევე ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 8 საგარეო შეხვედრაში გაიმარჯვა.

"ნაპოლი"-"სასუოლოს" ბოლო 4 შეხვედრიდან სამში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

ზედიზედ 8 ურთიერთდაპირისპირებაში "ატალანტა" ვერ ახერხებს "უდინეზეს" დამარცხებას.

სერია A. XI ტური

შაბათი, 28 ოქტომბერი

მილანი-იუვენტუსი 20:00

რომა-ბოლონია 22:45

კვირა, 29 ოქტომბერი

ბენევენტო-ლაციო 15:30

კროტონე-ფიორენტინა 18:00

ნაპოლი-სასუოლო 18:00

სამპდორია-კიევო 18:00

სპალ-ჯენოა 18:00

უდინეზე-ატალანტა 18:00

ტორინო-კალიარი 23:45

ორშაბათი, 30 ოქტომბერი

ვერონა-ინტერი 23:45

ბომბარდირები: 13 - ჩირო იმობილე (ლაციო); 11 - მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 9 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი