ჩვენმა 17-წლამდელებმა მონტენეგრო დაამარცხეს და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს [VIDEO]
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 27 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მონტენეგროს უმასპინძლა, გააზრებული ფეხბურთი ითამაშა და 2:0 გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას და მეტოქის კარზე იერიშების მიტანაც დაიწყო. სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნა: გულიაშვილმა თავით ააცილა ბურთი კარს, შალიკაშვილის შორიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ გულიაშვილმა და კვარაცხელიამ ვერ მოახერხეს გოლის გატანა და ამდენი ცდის მერე როგორც იქნა, ანგარიშიც გაიხსნა. გაიხსნა მეტად ლამაზი კომბინაცის შედეგად. მარჯვენა ფლანგიდან გაჭრილმა კაპანაძემ გადაცემა გულიაშვილს გაუკეთა, მან ბურთი კოხტად დაუგდო დავითაშვილს და ამ უკანასკნელმა სლავთა მეკარის ცხრიანი დალაშქრა.

ჩერნოგორიელებს სულ უფრო უჭირდათ ქართველების შეტევების მოგერიება, უხეშობდნენ, 31-ე წუთზე გულიაშვილის შეჩერება ოსმანოვიჩმა მხოლოდ წესების დარღვევით მოახერხა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმართა გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

სტუმრებს ისედაც უჭირდათ ქართველებთან ტოლ-სწორად პაექრობა, კაცნაკლულად დარჩენილები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, 46-ე წუთზე კვარაცხელიამ კოხტა გოლი გაუტანა რადულოვიჩს, 2:0 და შეხვედრის ბედიც გადაწყდა.

დარჩენილ დროში გიორგი ნემსაძის შეგირდები პრაქტიკულად გაისარჯნენ, თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და მორიგი 3 ქულა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს.

საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია, გულიაშვილი (73. გაგუა), დავითაშვილი (80. მოისწრაფიშვილი), აბზიანიძე (65. ლორთქიფანიძე), მექვაბიშვილი, შალიკაშვილი

მონტენეგრო: რადულოვიჩი, პუპოვიჩი, რადენოვიჩი, მილიკიჩი, ოსმანოვიჩი, ვუკჩევიჩი (76. სიმუნი), ბოჟოვიჩი (65. მიკიჩი), დრინჩიჩი, ვუკჩევიჩი, გასევიჩი (41. მაზუროვიჩი), დინოსა

გოლები: დავითაშვილი, 28 (1:0), კვარაცხელია, 46 (2:0)

გაფრთხილება: ოსმანოვიჩი (18), მილიკიჩი (21), რადენოვიჩი (27), დავითაშვილი (28), ოსმანოვიჩი (31), აბზიანიძე (62)

გაძევება: ოსმანოვიჩი, 31

დღესვე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე იტალიის ნაკრებმა ლატვიას 1:0 მოუგო, ისევე როგორც ჩვენს გუნდს 6 ქულა აქვს და მესამე ტურში მათ შორის დაპირისპირებაში გაირკვევა რომელი დაიკავებს პირველს და რომელი მეორე ადგილს.

roma
ყოჩაღ ბიჭები გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა ჩამოგიყალიბდეთ და როცა დიდ ფეხბურთში მოხვალთ მოგება არ შეგაშინებთ.
სოსო
თამაშის შემდეგ სამი პოსტი დავდე,არც ერთი არ გაუშვეს,ალბათ სხვებზეც ასე იყო.
სოსო
კარგად ვითამაშეთ,ღირსეულად გავიმარჯვეთ და არც ერთი წამით ეჭვვეშ არ დამდგარა ჩვენი უპირატესობა.ვულოცავ ბიჭებს და უკეთეს თამაშს ველი იტალიასთან.ახლა კი ერთი კენჭიც უნდა გადმოვაგდო.გაიხსეNეთ რას ეუბნება ფეოლა თავის მოწაფეებს,ფილმში ფეოლა,რომლებიც მის გარეშე მიემგზავრებიან უცხოეთში სათამაშოდ:თუ მოწინააღმდეგე ფეხბურთელი დაეცა და წამოდგომას ვერ ახერხებს,მიდით,დაეხმარეთ წამოდგომაში და საქართველოში დაჰპატიჟეთ სტუმრად.მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე ეპიზოდში სწორედ ასე მოიქცნენ ჩერნოგორიელი ფეხბურთელები,ჩვენებს კი ასეთი რამე აზრადაც არ მოსვლიათ.კარგი კი იქნებოდა.ფეოლა ხომ ქართული ფილმია და წესით ნანახიც უნდა ჰქონდეთ,თანაც ტურნირის მასპინძლები ვართ და სტუმარ მასპინძლობაც გვავალდებულებს.კიდევ ერთი თამაშია დარჩენილი და ამის გათვალისწინება იმ თამაშში შეიძლება.ზოგადად კი კეთილშობილება სპორტშიც ძალიან ფასობს და კულტურის დონეზეც მეტყველებს.
სტატუს ქუო
კარგია მოგება.გილოცავთ ყველას.კვარაცხელიას და დავითაშვილის სახით პერსპექტივას ვხედავ...

აი ეს არის ჩვენი გულშემატკივარი . რო წაეგოთ ისეთი ამავი ატყდებოდა ეხლა კი ერთი ორმა თუ დაწერა მისალოცი მესიჯი . გილოცავთ ბიჭებო.
გუჯა კახაძე
გილოცავთ! გააზრებული დაუღალავი შრომა შედეგს ყოველთვის იძლევა. ასე გააგრძელეთ!
kix
ყოჩაღ ბიჭებო, გილოცავთ!ნამდვილად ემჩნეოდა თამაშს, რომ ჩვენები მოსაგებად იყვნენ შემართულები და მიზანსაც მიაღწიეს.ტექნიკური არსენალი არ დაგეწუნებათ და ფიზიკურ მომზადებას რომ კიდევ უფრო მოუმატოთ, დიდ ფეხბურთშიც მრავალ გამარჯვებას ვიზეიმებთ. ზოგადად კი თვალშისაცემი იყო, როგორი გემოვნებიანი და ჭკვიანი მწვრთნელის შეგირდები იყვნენ მინდორზე. მრავალი წარმატება მოგეტანოთ ქვეყნისთვის, გფარავდეთ უფალი!
ბ_-
ხო ვამბობდი გაფრინდებიანო?! -თუ მოინდომებენ სხვებსაც დაამარცხებენ.
misha
ეს იყო ნამდვილიად მაგარი ფეხბურთი, რა ემართებათ რო იზრდებიან??? გილოცავთ ბიჭებო
Dave
წარმომიდგენია ეს თამაში რომ წაეგოთ და ეტაპი ვერ გადაელახათ რა რისხვას დაატეხდნენ ჩასაფრებული ვაი გულშემატკივრები. თუ კრიტიკას და ღვარცოფს არ იშურებთ, ერთი მილოცვაც დაწერეთ :) :) :)
Z.LO
კოხტა(!) ინფორმაცია
Giorgi
ბიჭებო არასოდეს შეწყვიტოთ წინსვლა! გენაცვალეთ!
სოსო
ვულოცავ ყველას დიდი ნაკრების წარმატებებიც მომელოცოს
Dave
ვულოცავ ბიჭებს და ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს !
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო