ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

A ჯგუფი: კლოზე გერდ მიულერის გზაზე

A ჯგუფი: კლოზე გერდ მიულერის გზაზე

გერმანელ გულშემატკივრებს უკვე თამამად შეუძლიათ, 2012 წლის ივნისისთვის უკრაინა-პოლონეთში სასტუმროები დაჯავშნონ

გერმანია-ყაზახეთი 4:0

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ბადშტუბერი, აოგო - ხედირა, შვაინშტაიგერი (78. კროოსი) - თ. მიულერი (78. გიოტცე), იოზილი, პოდოლსკი (65. გომესი) - კლოზე.

ყაზახეთი (4-1-4-1): ლორია - ჩიჩულინი, აბდულინი, ჩერნიშოვი, ირისმეტოვი - ნურდაულეტოვი - კონისბაევი, გეტერიევი (81. ოსტაპენკო), ჟუმასკალიევი (46. ბაიზანოვი), ნურგალიევი (60. კუკეიევი) - ხიზნიჩენკო.

გოლები: 1:0 კლოზე (3), 2:0 თ. მიულერი (25), 3:0 თ. მიულერი (43), 4:0 კლოზე (88)

გაფრთხილება: 0-1

მაყურებელი: 47 849

გერმანელ და ზოგადად გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებს უკვე თამამად შეუძლიათ, 2012 წლის ივნისისთვის უკრაინასა და პოლონეთში სასტუმროები დაჯავშნონ, რადგან „წყალი აღარ გაუვა“ იმას, რომ ბუნდესგუნდი აუცილებლად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ეს ლოგიკურიცაა და გასაკვირი არც ისაა, რომ გერმანიას ხუთივე თამაში მოგებული აქვს - იოახიმ ლიოვის გუნდს ისეთი ჯგუფი შეხვდა, საიდანაც გერმანიის გასვლა თავიდანვე ეჭვს არ იწვევდა. მართალია, ამ ჯგუფიდან ყაზახეთის ნაკრები გერმანიისთვის ძალების საზომად ყველაზე ნაკლებად გამოდგება, მაგრამ კაიზერსლაუტერნში მიღწეული ლამაზი გამარჯვება, თანაც დიდი ანგარიშით, აუცილებლად აღსანიშნავი მოვლენაა და მეტოქის აბსოლუტური უნიათობა ბუნდესგუნდის წარმატებას ვერ დააკნინებს - ყაზახებს ფეხბურთის თამაში არანაირად რომ არ შეუძლიათ, ეს გერმანელების ბრალი არაა...

იმისათვის, რომ გუნდების კლასებს შორის უდიდესი განსხვავება პირველივე წუთიდან აშკარად გამოჩენილიყო, ლიოვმა ფეხბურთელებს თავიდანვე მაღალ ტემპში თამაში მოსთხოვა. გერმანიისთვის ისედაც უსუსტეს ყაზახებს კიდევ ეს უნდოდათ? მაგრამ ხომ იცით, როცა გერმანელები ხვდებიან, რომ მეტოქე მათზე გაცილებით სუსტია, სწორედ მაშინ ავლენენ ხოლმე უდიდეს სისასტიკეს. ამრიგად, ბუნდესგუნდის ფეხბურთელებმა თავიდანვე წნეხის ქვეშ მოაქციეს მეტოქე და ყაზახეთის ნაკრების ნახევარზე საკმაოდ აგრესიულ პრესინგს მიმართავდნენ. ყაზახების გეგმა გასაგები და მარტივი იყო: მათ ხუთი ნახევარმცველით სურდათ ბუნდესგუნდის შეტევების ჩაშლაზე ზრუნვა, მაგრამ ეს უმეტესად არ გამოსდიოდათ. გერმანიის ნაკრების კომბინაციები სწრაფი, პირდაპირი და დალაგებული იყო, ყაზახ მცველებს კი ნერვებს ყველაზე მეტად მესუთ იოზილი და თომას მიულერი უშლიდნენ.

მიუხედავად თამაშის ასეთი ხასიათისა, გერმანელებმა პირველი ორი გოლი სტანდარტულებიდან გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს კი ყაზახები დაიღალნენ, რასაც მათ კარში კომბინაციიდან გატანილი გოლიც მოჰყვა - თომას მიულერის დუბლი.

მეორე ტაიმში გერმანიის ნაკრებმა ბევრი აღარ მოინდომა და ლიოვის ბიჭებს არც გაემტყუნებათ - ანგარიში ხომ ისედაც დიდი იყო. მატჩის მიწურულს იოგიმ მოედანზე მარიო გიოტცე და ტონი კროოსი შეუშვა, რითაც ბუნდესგუნდის თამაშში სიცოცხლე შეიტანა და ამ ყველაფერს მირო კლოზეს მეორე გოლიც მოჰყვა.

„კარგია, რომ ეს დავალებაც შევასრულეთ. ჩვენი ჯგუფის ცხრილის ყურება დიდი სიამოვნებაა,“ - განაცხადა მატჩის შემდეგ თომას მიულერმა, ლიოვმა კი თქვა, რომ მეორე ტაიმით მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩა, თუმცა ბიჭებისთვის სასაყვედურო არაფერი აქვს. იოგი ცამდე მართალია, რადგან გერმანიამ მეხუთე თამაშიც მოიგო და თუ მომდევნო ორ შეხვედრასაც (3 ივნისს ავსტრიასთან, 7 ივნისს აზერბაიჯანთან) მოიგებს, ბუნდესგუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ნაადრევად გაინაღდებს. პრინციპში, უკვე ცხადია, რომ გერმანელებს პრობლემები აღარ შეექმნებათ. ლიოვი და გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი აპრილში ამიტომაც მიემგზავრებიან პოლონეთში - მათ იქ ბუნდესნაკრებისთვის სასტუმროს შერჩევა სურთ.

სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრებში ჯერ კიდევ გასარკვევია, ვინ იქნება პერ მერტეზაკერის მეწყვილე დაცვის ცენტრში. ყაზახეთთან ლიოვმა ისევ ჰოლგერ ბადშტუბერი ათამაშა, ავსტრალიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში კი, არნე ფრიდრიხისა და მატს ჰუმელსის დუეტს გამოცდის. კითხვის ნიშანია ბუნდესგუნდის დაცვის მარცხენა ფრთაზეც, სადაც ამჯერად დენის აოგომ ითამაშა, მაგრამ პასიური იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ავსტრალიასთან შანსი დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალგაზრდა მარცხენა მცველს, მარსელ შმელცერს მიეცემა. აღსანიშნავია, რომ იოგიმ იოზილი და ხედირა მადრიდში გაუშვა - გადაწყვიტა, რომ ავსტრალიასთან მატჩისგან ორივე დაასვენოს.

დაბოლოს: ყაზახეთთან შეხვედრის დღე ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ მიროსლავ კლოზესთვის, რომელიც „ბაიერნში“ სათადარიგოთა სკამს ხეხავს, ნაკრებში კი ყოველთვის თამაშობს და გოლებიც გააქვს. ჯერ ერთი, შეხვედრა მისთვის მშობლიურ „ფრიც-ვალტერ-შტადიონზე“ (კაიზერსლაუტერნი) გაიმართა და რაც მთავარია, კლოზემ ორი გოლი გაიტანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიროს გერმანიის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 107 შეხვედრაში უკვე 61 გოლი აქვს გატანილი. კიდევ შვიდი გოლიც და კლოზე ნაციის ბომბარდირის, გერდ მიულერის რეკორდს მოხსნის...

ავსტრია-ბელგია 0:2

ავსტრია (4-3-3): მახო - დრაგოვიჩი, პოგატეცი, ფუხსი, დაგი - იუნუზოვიჩი (69. ქორქმაზი), ბაუმგარტლინგერი, ალაბა (54. პელივანი) - არნაუტოვიჩი, იანკო (54. მაიერჰოფერი), ჰარნიკი.

ბელგია (4-4-2): მინოლეტი - კიმანი, ვან ბუიტენი, კომპანი, ვიტსელი - ვერტონგენი, სიმონსი, დეფური, ჩადლი - ოგუნჯიმი (80. მირალასი), დემბელე.

გოლები: 0:1 ვიტსელი (6), 0:2 ვიტსელი (50)

გაფრთხილება: 0-1

მაყურებელი: 45 000

ევროპის წინა ჩემპიონატზე ავსტრიაც თამაშობდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მასპინძელი იყო. შაბათს საბოლოოდ დავრწმუნდით იმაში, რომ ავსტრიის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავდა. ავსტრიელები საკუთარ „ერნს-ჰაპელ-შტადიონზე“ უშუალო კონკურენტ ბელგიასთან 0:2 დამარცხდნენ, რის გამოც გულშემატკივრებმა საკუთარ ფეხბურთელებს მაგრად უსტვინეს. მცველი კრისტიან ფუხსი კი თამაშის შემდეგ ამბობდა, ისეთი განცდა მქონდა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს ბელგიასთან გამარჯვება საერთოდ არ სურდაო.

მართალია, ავსტრიის ნაკრები ჯერ კიდევ მეორე ადგილზეა (7 ქულით), რაც ფლეი ოფში მოსახვედრად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ბელგიასაც 7 ქულა აქვს, თურქეთს კი - 6. თანაც, ავსტრია გერმანიის ნაკრებს ჯერ არცერთხელ არ შეხვედრია. ბელგიამ და თურქეთმა კი ჯგუფის ფავორიტთან უკვე ითამაშეს. ავსტრიის ნაკრებში განსაკუთრებით ცუდად იმ ფეხბურთელმა ითამაშა, რომლისგანაც ყველაზე მეტს ელოდნენ - „ვერდერის“ თავდამსხმელ მარკო არნაუტოვიჩს ვგულისხმობთ. სამშაბათს ავსტრიელები თურქეთში ჩადიან...

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 5 5 0 0 17-1 15

2. ავსტრია 4 2 1 1 9-6 7

3. ბელგია 5 2 1 2 10-8 7

4. თურქეთი 4 2 0 2 6-6 6

5. აზერბაიჯანი 3 1 0 2 2-9 3

6. ყაზახეთი 5 0 0 5 0-14 0

მომდევნო ტური:

29 მარტი. თურქეთი-ავსტრია, ბელგია-აზერბაიჯანი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!